2019 წლის 1 იანვრიდან ახალი საგრანტო პროგრამა ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედდება,რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

ზემოხსენებული პროგრამა საქართველოს მთავრობის  ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ხელშეწყობის  მიზნით შემუშავდა და გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას ითვალისწინებს. ინიციატივა ხელს უწყობს სავაჭრო ურთიერთობების იმგვარად წახალისებას, რომ შესაძლებელი გახდეს გამყოფი ხაზების გასწვრივ ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, ახალი შესაძლებლობების განვითარება და შიდა/საგარეო ბაზრებზე წვდომა. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მცხოვრებ მოსახლეობას შესთავაზოს ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზები და შესაძლებლობები, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრები.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://bit.ly/2Q8oxVV

შეხვედრის ჩანიშვნა