სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "Loialte" იწყებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამას. პროექტი გულისხმობს სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ან სრულიად უფასოდ. პროგრამის ბენეფიციარები პრიორიტეტულად იქნებიან ლოიალტეს კლიენტები, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მცირე და საშუალო ზომის კომპანიას.

ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში აქტიურად იქნება წარმოდგენილი ლოიალტეს ტრენინგ ცენტრი - Loialte Prof. და ყოველთვიურად სხვადასხვა თემატიკაზე გაიმართება უფასო ტრენინგები, თემის აქტუალობის გათვალისწინებით. მსგავსი პრეცედენტი უკვე იყო მიმდინარე წლის ივლისში, როცა Loialte Prof.-ის ორგანიზებით და წამყვანი ტურისტული კომპანია „ბი თი ელ“-ის მხარდაჭერით  ტურისტული სექტორის მხარდამჭერი უფასო ტრენინგი გაიმართა. 

მომხმარებელთა მხრიდან დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, 30 აგვისტოს, სასტუმრო რედისონის მხარდაჭერითა და პარტნიორობით განმეორებით გაიმართება ტრენინგი MICE პროექტების მართვა და ოპერირება, გამოწვევები და ახალი ბაზრების მოძიება“, რომელსაც კვლავინდებულად კომპანია „ბი თი ელ“-ის წამყვანი მენეჯერები წაიკითხავენ.

ტრენინგი უფასოა და განკუთვნილია ტურისტული კომპანიებისთვის, რომელბსაც სურთ გაიზიარონ ამ სფეროში წარმატებული სპეციალისტების გამოცდილება. დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: https://bit.ly/2Z8e016

Loialte-ს სერვისების მომხმარებელი კომპანიები აღნიშნულის გარდა სხვა ტიპის ბენეფიტებითაც შეძლებენ სარგებლობას, რომელთა შესახებ საზოგადოებისთვის პერიოდულად გახდება ცნობილი.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის მომსახურებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებ გვერდებზე:

შეხვედრის ჩანიშვნა