img

ოპერაციები და ორგანიზაციული კულტურა

ოპერაციების წარმართვა უკავშირდება კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას და მოიცავს დაგეგმარებას, კოორდინირებას და კონტროლს ყველა იმ რესურსისა და ქმედებების, რაც აუცილებელია საბოლოო პროდუქტის მისაღებად.

პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციის ძირითად მიზანია - დანახარჯების (დროის, ფულის, სხვა) შემცირება, პრობლემების შესწავლა და ქმედებების გაუმჯობესებული ალგორითმის ან თანმიმდევრობის შედგენა, რათა საბოლოო შედეგის ხარისხი გაუმჯობესდეს, ან ქმედებები გახდეს უფრო ეფექტური და სწრაფი.

რა არის არასწორი ბიზნეს პროცესების ნიშნები?

  • შეცდომები (მაგალითად გამოწვეული მოძველებული ბიზნეს პროცესებით), პრობლემების გაურკვეველი მიზეზები, ‘bottlenecks’
  • ხელით შესრულებულ (არაავტომატიზირებულ) ოპერაციებზე დახარჯული დრო
  • სიახლეების დანერგვასთან დაკავშირებული სირთულეები
  • რეგულაციების გათვალისწინების და შესრულების სირთულეები

რა შედეგები მოაქვს არასწორ ბიზნეს პროცესებს?

  • კომპანიის ეფექტურობის შემცირება
  • ხარჯების ზრდა
  • სამუშაოს ხარისხის შემცირება
  • რისკების არ გათვალისწინება
  • სტრატეგიული გეგმის არ შესრულება

ორგანიზაციული კულტურა განსაზღვრავს თანამშრომელთა ქცევას კომპანიაში და მოიცავს მათ რწმენებს, ღირებულებებს, მიღებულ წესებს, დაშვებებს და ა.შ.

რა არის ნეგატიური კულტურის ნიშნები?

  • ოფისში ხშირი ნეგატიური ამბების განხილვა, ჭორები
  • გუნდურობის შეგრძნების ნაკლებობა
  • გულგრილობა კომპანიის ღირებულებების მიმართ
  • არაჯანსაღი კონკურენცია

რა შედეგები მოაქვს ნეგატიურ კულტურას?

  • არასწორი კომუნიკაცია და ტოქსიკური თანამშრომლები
  • ცვლილებების და სიახლეების მიღების დაბალი დონე
  • თანამშრომლების ენერგიის კონცენტრირება შიდა კონფლიქტებზე და არა მომხმარებლის საჭიროებებზე
  • სტრატეგიის არ შესრულება

რას მოიცავს Loialte Strategy-ს მომსახურება?

  • კომპანიისთვის დამახასიათებელი ძირითადი ოპერაციების ანალიზი/აუდიტი (ფინანსები, წარმოება, ადმინისტრირება, მარკეტინგი, ადამიანური რესურსები, იურიდიული)
  • (IT) განვითარების პროცესების აუდიტი და რეკომენდაციების გაცემა
  • კომპანიის კონკრეტული (საბაზო) პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით ამ პროცესების ანალიზი, არამიზნობრივი ქმედებების და სხვა დანახარჯების გამოვლენა, რეკომენდაციების გაცემა; სამოქმედო გეგმის განხორციელების მხარდაჭერა
  • ორგანიზაციული კულტურის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების მხარდაჭერა. კომპანიის თანამშრომელთა კომუნიკაციის უნარების და მეთოდების შეფასება და გაუმჯობესების რეკომენდაციების გაცემა

გიგა ფაიქიძე [email protected]

მმართველი პარტნიორი

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • [email protected]
შეხვედრის ჩანიშვნა