Loialté საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც საქართველოში, უზბეკეთსა და UAE-ში არსებულ მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს ISO 9001:2015 სტანდარტითა და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევით სთავაზობს ბუღალტრულ, საგადასახადო, ფინანსურ, იურიდიულ და სხვა საკონსულტაციო სერვისებს.
Loialté არის საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პროფესიონალიზმს, სტრატეგიულ აზროვნებასა და ინოვაციებს ერთიან სისტემაში აქცევს.
ჩვენ აქტიურად ვეხმარებით მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რათა მათ აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, გადალახონ გამოწვევები და მიაღწიონ გრძელვადიან წარმატებას.
ჩვენი მისიაა, მხარი დავუჭიროთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს ბიზნესის შექმნის, ზრდისა და განვითარების ეტაპებზე არსებული გამოწვევების ოპტიმალურად გადაჭრაში. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მუდმივად მაღალი ხარისხის მომსახურებას ჩვენ სანდოობის, გამჭვირვალობისა და ეთიკის უმაღლესი პრინციპების დაცვით უზრუნველვყოფთ.
ჩვენთვის თითოეული პროექტი უნიკალურია და ყოველთვის ინდივიდუალურ მიდგომას ეფუძნება, რადგან მტკიცედ გვწამს, რომ თქვენი წინსვლა ჩვენი საერთო წარმატების საფუძველია.
Loialte არის აუდიტორული, ბუღალტრული და საკონსულტაციო კომპანია, სადაც პროფესიონალიზმი, სტრატეგიული აზროვნება და ინოვაცია ერთმანეთს ერწყმის.
ჩვენი მისიაა დავეხმაროთ კლიენტებს ბიზნესის შექმნასთან, ზრდასა და განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების ოპტიმალურად გადაწყვეტაში, უზრუნველვყოთ მუდამ მაღალი ხარისხის მომსახურება კეთილსინდისიერების, სანდოობის და პატიოსნების მაღალი სტანდარტების დაცვით
მიიღეთ სრული ბუღალტრული მომსახურება, რომელიც შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს ფინანსურ სიზუსტეს.
უზრუნველყავით საგადასახადო რისკების ეფექტური მინიმიზაცია, გადასახადების პროფესიონალური ოპტიმიზაცია და კომპანიის სრული სამართლებრივი შესაბამისობა.
გთავაზობთ თქვენი ბიზნესის ფინანსური და მატერიალური რესურსების ეფექტურ დაგეგმვასა და შედეგზე ორიენტირებულ ოპტიმიზაციას.
Loialte Legal გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროფესიონალურ იურიდიულ მომსახურებას თქვენი ბიზნესის სრული სამართლებრივი შესაბამისობისთვის.
ჩვენ გთავაზობთ ადამიანური კაპიტალის პროფესიონალურ მართვას თქვენი კომპანიის მაქსიმალური ეფექტურობისა და გუნდის წარმატებისთვის.
ბიზნესის შექმნის, ზუსტი სტრატეგიული დაგეგმარების და კომპანიის სწრაფი განვითარების სრული მხარდაჭერა.
გთავაზობთ სიღრმისეულ კვლევასა და მიზნობრივ განვითარებას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმატებული საქმიანობისთვის.
დანერგეთ ციფრული ტრანსფორმაციის, სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის და თანამედროვე სისტემების ინტეგრაციის ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილებები.
საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცე, უახლესი ტენდენციები და საუკეთესო ტრენერები/მენტორები
ინვენტარიზაციის მიზანია განისაზღვროს აქტივების რაოდენობა, მოცულობა, მდგომარეობა და გადამოწმდეს აღრიცხვიანობის სიზუსტე.
Loialté 2018 წლიდან აქტიურად ოპერირებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე და ამ პერიოდში 1000-ზე მეტი პროექტი წარმატებით განახორციელა. ჩვენი 130-ზე მეტი პროფესიონალისგან შემდგარი გუნდი საქართველოში, უზბეკეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ყოველდღიურად ქმნის კომპანიის წარმატების ისტორიას.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი მომსახურების ხარისხი დადასტურებულია ISO 9001:2015 საერთაშორისო სერტიფიკატით, რაც ბუღალტრული, საგადასახადო და საგანმანათლებლო მიმართულებებით პროცესების გამართულობისა და უმაღლესი სტანდარტის გარანტიაა.
შესრულებული პროექტები
ქვეყანა
პროფესიონალი თანამშრომელი
პარტნიორი
ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები და ღონისძიებები მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესებზე, მსხვილ კორპორაციებისა თუ საჯარო სექტორზე მორგებულ ინოვაციურ და შედეგზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს.
სტარტაპის შექმნის იდეიდან, ყოველდღიურ იურიდიულ საკითხებამდე და კომპანიის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე Loialte Legal-ის გუნდთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური აღმოჩნდა. მათი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და საკითხების სიღრმისეული გააზრება გვაძლევს იმის შეგრძნებას, რომ ნებისმიერ იურიდიულ პროცესს სწორად და უსაფრთხოდ ვმართავთ. Loialte Legal-ის გუნდი ყოველთვის გამოირჩევა ოპერატიულობითა და დეტალებზე ორიენტირებული მუშაობით. მათთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ იღებ არა მხოლოდ სტანდარტულ იურიდიულ კონსულტაციას, არამედ რეალურ პარტნიორს, რომელიც გეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
Loialte Legal-თან უკვე 3 წელია ვთანამშრომლობ და ამ პერიოდის განმავლობაში მათმა გუნდმა არაერთხელ დაამტკიცა საკუთარი პროფესიონალიზმი, სანდოობა და მაღალი პასუხისმგებლობა. კომპანია გამოირჩევა დეტალებზე ორიენტირებული მიდგომით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იურიდიულ საკითხებში, სადაც თითოეულ გადაწყვეტილებას შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ბიზნესზე. მათთან მუშაობისას ყოველთვის ვგრძნობ, რომ პროცესში ჩართულია ძლიერი პარტნიორი, რომელიც არა მხოლოდ პრობლემების გადაჭრაში გეხმარება, არამედ წინასწარაც ხედავს შესაძლო რისკებს და გთავაზობს ეფექტურ გადაწყვეტილებებს. გუნდი ყოველთვის ოპერატიულად რეაგირებს, კომუნიკაცია მარტივი და გამჭვირვალეა, ხოლო რეკომენდაციები - პრაქტიკული და რეალურად გამოსაყენებელი.
Loialte-სთან უკვე ერთი წელია ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდში მათი გუნდი ჩვენთვის სანდო და პროფესიონალურ პარტნიორად ჩამოყალიბდა. მათთან ერთად გავიარეთ კომპანიის საქმიანობის სხვადასხვა ეტაპი — ბუღალტრული პროცესების მართვა, ფინანსური საკითხების სტრუქტურირება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. განსაკუთრებით დასაფასებელია მათი ყურადღება დეტალების მიმართ, პასუხისმგებლიანი მიდგომა და ოპერატიული კომუნიკაცია. Loialte-ს გუნდი ყოველთვის ცდილობს, თითოეული საკითხი სიღრმისეულად გააანალიზოს და შემოგთავაზოთ პრაქტიკული, რეალურად გამოსაყენებელი გადაწყვეტილებები, რომლებიც ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
Loialte-სთან თანამშრომლობამ ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგები მოიტანა. მათი გუნდი გამოირჩევა პროფესიონალიზმით, სისტემური ხედვით და თითოეული საკითხის დეტალურად გაანალიზების უნარით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესის ოპერაციული პროცესების მართვისას. მათი ჩართულობით შევძელით კომპანიის შიდა პროცესების უკეთ სტრუქტურირება, რისკების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტილებების მიღება უფრო სტაბილურ და სწორ საფუძველზე. „Loialte“-ს გუნდმა დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ფინანსური და ოპერაციული მართვა ბიზნესის განვითარებისთვის.
Loialte ჩვენს კომპანიას უკვე გარკვეული პერიოდის განმავლობაში უწევს პროფესიონალურ პარტნიორობას ფინანსური და საკონსულტაციო მომსახურებების მიმართულებით. მათი გუნდი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და დეტალებზე ორიენტირებული მუშაობით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესის სწორად და ეფექტურად მართვისთვის. მათი მხარდაჭერა დაგვეხმარა ფინანსური პროცესების უკეთ ორგანიზებაში, სტრუქტურის გამართვასა და გადაწყვეტილებების უფრო ინფორმირებულად მიღებაში. Loialte-ს გუნდი ყოველთვის მზად არის, ოპერატიულად ჩაერთოს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში და შემოგთავაზოთ პრაქტიკული, რეალურად გამოსაყენებელი რეკომენდაციები.
ჩვენი კლინიკა 3 წელზე მეტია თანამშრომლობს Loialte Legal-თან, მათთან თანამშრომლობით ჩვენ გვაქვს სრული იურიდიული მხარდაჭერა, რაც გულისხმობს, როგორც შრომითსამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ მართვას, ასევე, კლინიკის ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე იურიდიულ საკითხებს. Loialte Legal-ის გუნდის პროფესიონალიზმის გარდა, განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ მათი კომუნიკაციის კულტურა, ოპერატიულობა და ინდივიდუალური მიდგომა. იურიდიული კომპანია Loialte Legal ნამდვილად არის პარტნიორი, რომელსაც შეიძლება ენდოთ და ანდოთ თქვენი სამართლებრივი საკითხები.
ჩვენი კომპანიის სახელით გვინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ Loialte Legal-ს იურიდიული მხარდაჭერისთვის რომელსაც ჩვენი ავტო ცენტრი იღებს გახსნის დღიდან დღემდე. Loialte Legal-ი უზრუნველყოფს ჩვენი კომპანიისთვიის სამართლებრივ კონსულტაციებს, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში მხარდაჭერას. განსაკუთრებით აღსანიშნავია გუნდის მრავალპროფილური პრაქტიკული გამოცდილება, მოქნილობა, სანდოობა და დროულად რეაგირების უნარი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით ვუწევთ რეკომენდაციას Loialte Legal-ს როგორც პროფესიონალ და სანდო იურიდიულ პარტნიორს, მათთან თანამშრომლობა საუკეთესო არჩევანია ნებისმიერ ბიზნესისთვის.
კომპანია Loialte-თან თანამშრომლობა უკვე 6 წელია გრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში მათი გუნდი არაერთხელ დაგვეხმარა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის ეფექტურად და პროფესიონალურად გადაწყვეტაში. მათი მომსახურება გამოირჩევა პასუხისმგებლობით, სიღრმისეული ანალიზითა და თითოეული საკითხისადმი ინდივიდუალური მიდგომით, რაც ბიზნესისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. Loialte-ს გუნდი ყოველთვის გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, გამოცდილებით და დეტალებზე ორიენტირებული მუშაობით. მათთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ნებისმიერ საკითხზე მიიღებ კარგად გააზრებულ, პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ რეკომენდაციას.
ჩვენი დიდი გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა აუდიტორულ და საკონსულტაციო მომსახურებებთან თანამშრომლობაში, თუმცა Loialte ამ სფეროში ნამდვილად გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლიანი მიდგომით. მათი გუნდი ყოველთვის ყურადღებით ეკიდება თითოეულ საკითხს და ცდილობს, მომხმარებელს შესთავაზოს მაქსიმალურად ეფექტური და პრაქტიკული გადაწყვეტილებები. აუდიტის გუნდი გამოირჩევა დაკვირვებულობით, სიღრმისეული ანალიზის უნარითა და დეტალებზე ორიენტირებული მუშაობით. მათთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, ფინანსური პროცესები უფრო გამჭვირვალედ და ეფექტიანად ვმართოთ, ხოლო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები — უფრო ინფორმირებულად მივიღოთ.
განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ Loialte-სთან თანამშრომლობით - უკვე დიდი ხანია მათ პროფესიონალურ მხარდაჭერას ვიყენებ. მათი გუნდი ყოველთვის გამოირჩევა პასუხისმგებლობით, დეტალებზე ორიენტირებული მიდგომით და მაღალი პროფესიონალიზმით, რაც ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია. Loialte-ს გუნდი ყოველთვის მზად არის დროულად გასცეს რჩევა, შემოგთავაზოთ პრაქტიკული გადაწყვეტილებები და დაგეხმაროთ ფინანსური პროცესების ეფექტურად მართვაში. სწორედ ამიტომ, სრული ნდობით ვუწევ რეკომენდაციას Loialte-ს ყველას, ვისაც სჭირდება სანდო, პასუხისმგებლიანი და პროფესიონალური პარტნიორი.
Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით Loialté-ს მომსახურებებეზე შემდეგი მიმართულებებით:
ფინანსები და ბუღალტერია, გადასახადები,იურიდიული მომსახურება,ბიზნესგეგმა,სტრატეგიული დაგეგმარება და ბიზნესმოდელირება, HR მომსახურება.
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
Loialte გამოირჩევა პროფესიონალიზმით, სანდოობითა და მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული მომსახურებით. კომპანიის გუნდი კლიენტებს სთავაზობს მიზანმიმართულ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს ბიზნესის შექმნისა და განვითარების ყველა ეტაპზე. ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება და ხარისხის მაღალი სტანდარტი Loialte-ს ბაზრის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ აყალიბებს.
Loialte ოპერირებს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა საცალო ვაჭრობა, ტექნოლოგიები, წარმოება, ფინანსები და ჯანდაცვა. ჩვენი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება და სექტორული ექსპერტიზა გვაძლევს საშუალებას თითოეულ კლიენტს საჭიროებებზე მორგებული, ეფექტური და შესაბამისი გადაწყვეტილებები შევთავაზოთ
კომპანია საქმიანობს საქართველოში, უზბეკეთში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც ადგილობრივ ბაზრებს სთავაზობს აუდიტის, საგადასახადო, იურიდიულ და ბიზნეს საკონსულტაციო სერვისებს. Loialte-ის გლობალური გაფართოება მჭიდროდ არის დაკავშირებული კომპანიის სტრატეგიასთან – ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას საერთაშორისო გამოცდილების და მაღალკვალიფიციური ექსპერტიზის გზით.
ჩვენი საოპერაციო მოდელი - „ერთი გუნდი - ყველა საჭირო კომპეტენცია“ - ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ერთიან სივრცეში მიიღოს ყველა საჭირო მომსახურება. Loialté-ს ინტეგრირებული პლატფორმა მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:
პარტნიორობის მეშვეობით ჩვენ ვქმნით ძლიერ ეკოსისტემას, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესების მდგრად ზრდასა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
Developed By Web Features 2026 All Rights Reserved