ბიზნესის მართვა დინამიკური და გამოწვევებით სავსე პროცესია, რაშიც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს. არაპროგნოზირებადი ბიზნეს გარემო ხშირად აყენებს კომპანიებს ფინანსური გამოწვევების წინაშე, საგადასახადო დავალიანება კი ამის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შედეგია. როგორც წესი, ეს ტერმინი ბევრისთვის სტრესულ ბარიერად აღიქმება, თუმცა რეალურად, ეს არის პრობლემა, რომელსაც სწორი მართვის პირობებში, კონკრეტული სამართლებრივი გამოსავალი აქვს. ამით ყველაფერი არ სრულდება.
დღევანდელ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ, თუ რას გულისხმობს საგადასახადო დავალიანება, რა მიზეზებით შეიძლება წარმოიშვას ის და როგორ დაგეხმარებათ Loialté საგადასახადო დავალიანების ეფექტურად მართვაში.
საგადასახადო დავალიანება – განმარტება
მარტივად რომ ვთქვათ, საგადასახადო დავალიანება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ (ან საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხულ) საგადასახადო ვალდებულებასა და გადახდილ თანხებს შორის სხვაობაა.
“საგადასახადო დავალიანება – გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.”
– საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, დავალიანება შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან:
- ძირითადი თანხა – გადასახადი, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში უნდა გადახდილიყო ბიუჯეტში;
- ჯარიმა – საგადასახადო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ფულადი სანქცია;
- საურავი – დროულად გადაუხდელი გადასახადისთვის დარიცხული თანხა, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.05%-ს შეადგენს.
დავალიანების აღიარების შემდეგ გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, დაფაროს დარიცხული თანხები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გამოიყენოს მის ხელთ არსებყული სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის:
- საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
- ქონებაზე ყადაყის დადება;
- ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
- საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალების წარდგენა;
- გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
როდის ეკისრება გადამხდელს საგადასახადო დავალიანება?
დავალიანება თქვენს პირადი აღრიცხვი ბართზე რამდენიმე ძირითადი მიზეზით შეიძლება გაჩნდეს. მათ შორის, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ ხშირად ეს პროცესი ავტომატურია და სისტემა მყისიერად რეაგირებს დარღვევაზე. ძირითადი შემთხვევებია:
დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა ან არასწორად შევსება
თუ თქვენ დროულად არ წარადგენთ დეკლარაციას (დაგვიანებით წარდგენილი დეკლარაციით კი აღიარებთ საგადასხადო ვალდებულებას), ან მასში დაშვებული შეცდომის გამო გადასახადი ნაკლებობით აღიარებთ, სისტემა ავტომატურად დაგირიცხავთ პირველ შემთხვვეაში ჯარიმას და შესაბამის საურავს, ხოლო მეორე შემთხვევაში – მხოლოდ საურავს.
გადახდის ვადის დარღვევა
მაშინაც კი, თუ დეკლარაცია სწორად გაქვთ შევსებული, თანხის დაგვიანებით გადახდა იწვევს საურავის დარიცხვას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საგადასახადო შემოწმება (აუდიტი)
საგადასახადო აუდიტის შემდეგ, შესაძლოა, დაგეკისროთ დამატებითი ვალდებულებები.
გამოსავალი – როგორ შევძლოთ ვალის მართვა?
თუ აღმოაჩინეთ, რომ გაქვთ საგადასახადო დავალიანება, ვალის მართვა შესაძლებელია რამდენიმე სამართლებრივი მექანიზმით:
- დავალიანების რესტრუქტურიზაცია – ეს გულისხმობს გადახდის გრაფიკის შედგენას, რაც საშუალებას გაძლევთ, თანხა ეტაპობრივად დაფაროთ.
- საგადასახადო შეთანხმება – ეს არის სპეციალური მექანიზმი, როდესაც გარკვეული პირობების სანაცვლოდ, გადამხდელსა და სახელმწიფოს შორის ფორმდება შეთანხმება დავალიანების (ხშირად ჯარიმა-საურავების) შემცირების ან გაუქმების თაობაზე.
- საგადასახადო დავა – თუ მიგაჩნიათ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დარიცხული გადასახადი, ჯარიმა ან საურავი არასამართლიანიაან აცდენილია რეალობას, უფლება გაქვთ, გაასაჩივროთ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე სასამართლო სისტემაში.
როგორ დაგეხმარებათ Loialté-ს გუნდი საგადასახადო ვალის მართვაში
საგადასახადო დავალიანებასთან გამკლავება ფინანსურ რესურსებთან ერთად საფუძვლიან იურიდიულ და საგადასახადო ცოდნასაც მოითხოვს. Loialté-ს გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი გთავაზობთ სრულ საგადასახადო მომსახურებას, მათ შორის, ვალის მართვაში მხარდაჭერას, საგადასახადო დავებში მხარდაჭერას, საგადასახადო შეთანხმებაში მხარდაჭერას.
რას გულისხმობს ჩვენი სერვისი?
- ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ თქვენს პირად ისტორიას, ვადგენთ დავალიანების წარმოშობის საფუძვლებს და ვამოწმებთ მათ სამართლებრივ სისწორეს.
- ჩვენ დავიცავთ თქვენს ინტერესებს შემოსავლების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროსთან ურთიერთობისას.
- დაგეხმარებით საგადასახადო შეთანხმების გაფორმების პროცესში, რასაც ხშირად სანქციების მნიშვნელოვნად შემცირებამდე მივყავართ.
- ვმუშაობთ, რომ თავიდან აიცილოთ ინკასო, ყადაღა ან სხვა შემზღუდავი მექანიზმი, რაც ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.
ჩვენი გუნდი ორიენტირებულია, იპოვოს საუკეთესო გზა თქვენი ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად, ისე, რომბიუროკრატიული ბარიერების დაძლევის ნაცვლად, თქვენი ბიზნესის განვითარებაზე კონცენტრირება შეძლოთ.
შეჯამება
საგადასახადო დავალიანება აუცილებელ მარცხს არ ნიშნავს… დროული რეაგირებითა და პროფესიონალური მიდგომით , სავსებით შესაძლებელია, პრობლემის თქვენთვის სასიკეთოდ მოგვარება. Loialté-სთან ერთად, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, საგადასახადო გამოწვევები მართვად პროცესად აქციოთ – ეს საუკეთესო გზაა თქვენი კომპანიის რეპუტაციისა და ფინანსების დასაცავად.