იურიდიული მომსახურება ხშირად უკვე წარმოშობილ პრობლემებთან ასოცირდება, თუმცა რეალურად ბიზნესს იურისტი ყველაზე მეტად სწორედ მანამდე სჭირდება, სანამ რისკი რეალურ ზარალად გადაიქცევა. მცირე სამართლებრივმა შეცდომამ, ხელშეკრულების არასწორმა ფორმულირებამ ან/და რეგულაციებთან შეუსაბამობამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური და რეპუტაციული ზიანი გამოიწვიოს.
კომპანიები ყოველდღიურად ურთიერთობენ თანამშრომლებთან, პარტნიორებთან, კლიენტებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით, მუდმივ სიფრთხილეს მოითხოვს. სწორედ ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია გყავდეთ ისეთი საიმედო სამართლებრივი პარტნიორი, როგორიც ლოიალტეა. Loialte Legal უზრუნველყოფს კომპლექსურ და მრავალმხრივ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც სამართლებრივი მხარდაჭერის ყველა ძირითად მიმართულებას მოიცავს.
ამ ბლოგში განვიხილავთ, იმ ძირითად შემთხვევებს, როცა ბიზნესს შეიძლება დასჭირდეს იურიდიული მომსახურება და რატომ არის მისი დროული ჩართულობა გადამწყვეტი კომპანიის დაცულობისა და სტაბილური განვითარებისთვის.
რატომ არის იურიდიული მომსახურება საჭირო არა მხოლოდ კრიზისის დროს
ბიზნესებს იურიდიული მომსახურება ხშირად მხოლოდ პრობლემის წარმოშობის შემდეგ ახსენდებათ, თუმცა პრაქტიკაში ყველაზე დიდი რისკები სწორედ მაშინ ჩნდება, როცა გადაწყვეტილებები იურიდიული შეფასების გარეშე მიიღება. ბიზნესისთვის ყველაზე სწორი მიდგომა პრევენციაა, რადგან სამართლებრივი შეცდომის „შესწორება” თითქმის ყოველთვის უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე თავიდანვე სწორი გადაწყვეტილების მიღება. ხელშეკრულების არასწორი ფორმულირება, რეგულაციებთან შეუსაბამობა ან/და არასწორად დალაგებული შიდა პროცესები შეიძლება მომავალში სერიოზული ფინანსური პრობლემებისა და რეპუტაციის დაზიანების მიზეზი გახდეს.
პრევენციული იურიდიული მხარდაჭერა კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, რისკები წინასწარ შეაფასოს და სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილებები მიიღოს. სწორედ ამ მიდგომაზეა აგებული Loialte Legal-ის სერვისები. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს კომპანიების ყოველდღიურ სამართლებრივ მხარდაჭერას, რაც მათ ეხმარება თავიდან აიცილონ დავები, სანქციები (გაუთვალისწინებელი ხარჯები) და საქმიანობა სტაბილურ და დაცულ გარემოში განავითარონ.
სიტუაციები, როცა იურიდიული მომსახურება საჭიროა
კომპანიას ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე შესაძლოა დაუდგეს სამართლებრივი საკითხები, რომელთა დროულად და სწორად მართვა მნიშვნელოვანია როგორც რისკების თავიდან ასაცილებლად, ასევე საქმიანობის სტაბილურად გასაგრძელებლად. იურიდიული მომსახურება განსაკუთრებით საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:
- კომპანიის დაფუძნების, რეგისტრაციის, პარტნიორთა შეთანხმებების გაფორმებისა და საზოგადოების რეორგანიზაციის დროს;
- სხვადასხვა ხელშეკრულებების მომზადების, რევიზიისა და განახლებისას (თანამშრომლებთან, პარტნიორებთან, მომწოდებლებსა და კლიენტებთან ურთიერთობის ჭრილში);
- კომერციული მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების გაფორმების პროცესში;
- შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი დოკუმენტაციის სამართლებრივად სწორად ფორმირებისას და შრომით დავებში სამართლებრივი მხარდაჭერის საჭიროებისას;
- მომხმარებელთა საჩივრებისა და მოთხოვნების განხილვისას;
- რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისას და სანქციების რისკის თავიდან ასაცილებლად;
- პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების პროცესში;
- დებიტორული დავალიანებების სამართლებრივი მართვისა და ამოღებისას;
- სასამართლოში, არბიტრაჟსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობის დროს.
სწორედ ასეთ შემთხვევებში კომპლექსური და დროული იურიდიული მხარდაჭერა ეხმარება კომპანიას დაიცვას საკუთარი ინტერესები, თავიდან აიცილოს ზარალი და საქმიანობა სამართლებრივად გამართულ გარემოში განავითაროს.
აუთსორსინგის უპირატესობები იურიდიულ მომსახურებაში
ყველა კომპანიას სჭირდება იურიდიული მხარდაჭერა, თუმცა შიდა იურისტის დაქირავება ყოველთვის ეფექტური ან მომგებიანი არ არის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ასეთ შემთხვევაში იურიდიული მომსახურების აუთსორსინგი პრაქტიკული და ბიუჯეტური გადაწყვეტაა.
გარე იურიდიული პარტნიორი კომპანიას აძლევს წვდომას სხვადასხვა მიმართულებით სპეციალიზებულ იურისტთა გუნდზე, საჭიროების მიხედვით და ზედმეტი მუდმივი ხარჯების გარეშე. ეს ნიშნავს ხარჯების ოპტიმიზაციას, მოქნილობასა და ოპერატიულ რეაგირებას კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე.
Loialte Legal სწორედ ასეთ მოდელს სთავაზობს ბიზნესს, კომპლექსურ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც ფარავს როგორც ყოველდღიურ სამართლებრივ საჭიროებებს, ისე უფრო რთულ და სტრატეგიულ საკითხებს. ეს მიდგომა კომპანიას ეხმარება სამართლებრივი რისკების შემცირებასა და საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში.
შეჯამება
იურიდიული მომსახურება ბიზნესს არა მხოლოდ პრობლემის წარმოშობის შემდეგ, არამედ გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც სჭირდება. დროული სამართლებრივი მხარდაჭერა კომპანიას ეხმარება რისკების შემცირებაში, სანქციებისა და დავების თავიდან აცილებაში, რაც განაპირობებს საქმიანობის სტაბილურად განვითარებას.
Loialte Legal უზრუნველყოფს კომპლექსურ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც კომპანიებს ყოველდღიურ საქმიანობაში სამართლებრივი საკითხების ეფექტურად და უსაფრთხოდ მართვის საშუალებას აძლევს.