BLOGGAID2 04

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი – ცვლილებები და ვალდებულებები

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონმა ძირეული ცვლილებები განიცადა, რომელიც ძალაში შევიდა 2026 წლის 01 მარტიდან. თუ რა შეიცვალა და რა ვალდებულებები დააწესა ახალმა კანონმა წინამდებარე სტატიაში ვრცლად მოგითხრობთ.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რეგულირების სფერო, ზემოხსენებული კანონი არეგულირებს შრომითი მიგრაციის სფეროსთვის მიკუთვნებულ ურთიერთობებს, რომლებიც უკავშირდება პირის (საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობას და მის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელებას, აგრეთვე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელებას ანაზღაურების ან სხვა სახის ფინანსური სარგებლის მისაღებად. კანონმდებელი ცალსახად ადგენს თუ ვის არ შეეხება ამ კანონის რეგულაცია, ეს უკანასკნელი წინა რედაქციითაც იყო განსაზღვრული, მაგრამ მცირედი ცვლილებები ამ ნაწილსაც შეეხო, კერძოდ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონის ამჟამინდელ რედაქციაში, 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტში შრომით საქმიანობის განხორციელებასთან ერთად გაჩნდა ჩანაწერი სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებითაც და შესაბამისად ძველი რედაქციით არსებული გამონაკლისებს დაემატა მითითება „მოქმედი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირზე“. 

შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება დასაშვებია ყველა შემდეგი პირობის არსებობის შემთხვევაში:

  1. შრომით იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის დადებულია შრომითი ხელშეკრულება;
  2. შრომით იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფლობს შრომითი საქმიანობის უფლებას;
  3. შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფლობს შრომითი ბინადრობის ნებართვას, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზას ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვას.

მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების პროცედურებზე, თუ რა გზა უნდა განვლოს უცხოელმა, რომ შეძლოს საქართველოში შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორცილება და ფინანსური სარგებლის მიღება. იმისთვის, რომ უცხოელმა მოიპოვოს საქმიანობის განხორციელების უფლება განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირს – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო),. სააგენტოში თვითდასაქმებული უცხოელი თავად წარადგენს განცხადებას, ხოლო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული უცხოელის შემთხევაში განცახადებას წარადგენს ადგილობრივი დამსაქმებელი. განცხადებით მიმართვის შემდეგ სააგენტო არაუმეტეს 30 კალენდარულ დღეში (იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია სრულად არის წარდგენილი) იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას – შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ ან შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის შესახებ. შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა კონკრეტულ ადგილობრივ დამსაქმებელთან მუშაობის უფლებით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში – კონკრეტული სპეციალობისა და შრომითი/სამეწარმეო სფეროს მითითებით. რა თქმა უნდა, კანონმდებელი იძლევა საშუალებას შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების და ამისთვის დადგენილია 1 თვიანი ვადა, რომელიც აითვლება ზემოხსენებული გადაწყვეტილების გაცნობიდან. 

შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად, ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია ადგილობრივი დამსაქმებლის შესახებ, ინფორმაციის წარდგენაზე პასუხისმგებელი პირის პერსონალური მონაცემები, შრომითი იმიგრანტის პერსონალური მონაცემები, შრომითი იმიგრანტის მიერ დასაკავებელი პოზიცია და ამ პოზიციისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დასასაქმებელი შრომითი იმიგრანტის პროფესია/კვალიფიკაცია, გამოცდილება და უნარები, შრომითი ხელშეკრულების დადების, ძალაში შესვლისა და დასრულების ვადები, შრომითი ხელშეკრულების ასლი;
  • შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შრომითი იმიგრანტის დასაქმების სურვილის შესახებ განცხადების დადასტურების თაობაზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებული განცხადების ფორმა;

თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად უცხოელი ვალდებულია სააგენტოს უშუალოდ წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია თვითდასაქმებული უცხოელის შესახებ;
  • თვითდასაქმებული უცხოელის პროფესია/კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება;
  • ინფორმაცია თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის შესახებ;
  • თვითდასაქმებულ უცხოელსა და სააგენტოს წარმომადგენელს შორის განხორციელებული ვიდეო გასაუბრების ჩანაწერი, რომელსაც უზრუნველყოფს სააგენტო;

განვიხილოთ ის შემთხვევა, როდესაც შრომით იმიგრანტმა მოიპოვა შრომითი საქმიანობის უფლება, ასეთ დროს უცხოელს უკვე წარმოექმნება შემდგომი ვალდებულება თუ: ა) ჯერ არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად; ბ) უკვე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მისაღებად. ზემოხსენებული ვალდებულებები არ წარმოეშობა შრომით იმიგრანტს თუ ის სრულად დისტანციურად ახორციელებს საქმიანობას ან მას აქვს რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა. შრომითი იმიგრანტის მიერშრომითი საქმიანობის განხორციელების უფლების მოპოვება იმ თავითვე არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება შეუწყდეს მას ეს უფლება, ამ შემთხვევაში კანონმდებელი ცალკეულ საფუძვლებს აწესებს, ასეთს წარმოადგენს: შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვა ან ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა; თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოს საზღვრების 6 თვეზე მეტი პერიოდით დატოვება; D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გასვლის ან შეწყვეტის მომენტში იმიგრანტს აქვს ბინადრობის ნებართვა); საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა; უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება; შრომით იმიგრანტზე D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად დადგენილ ვადაში განცხადების წარუდგენლობა ან ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება.

შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში: ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.moh.gov.ge განათავსოს ინფორმაცია იმ ვაკანტური სამუშაო პოზიციის თაობაზე, რომელზეც აპირებს დაასაქმოს შრომითი იმიგრანტი. თუ 10 სამუშაო დღის განმავლობაში სააგენტო ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ განთავსებული ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატურის მოძიებას/მიწოდებას, ადგილობრივი დამსაქმებელი შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს, ხოლო თუ ადგილობრივი დამსაქმებელი უარს იტყვის სააგენტოს მიერ შემოთავაზებულ კანდიდატზე იგი ვალდებულია შერჩევის პროცესის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული ფორმით აცნობოს სააგენტოს ამის შესახებ და დაასაბუთოს უარის თქმის მიზეზი, სააგენტო შემდგომ განიხილავს განცხადებას და მიიღებს გადაწყვეტილებას შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად პროცესის გაგრძელების/შეწყვეტის თაობაზე.

ზემოხსენებული პროცედურა არ ვრცელდება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიაზე, ასევე, „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლით გათვალისწინებულ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიაზე; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრ საერთაშორისო ექსპერტებზე და როდესაც დამსაქმებლის მიერ განთავსებული მოთხოვნაზე/პოზიციაზე ყოველთვიური შრომის ანზღაურება აღემატება 15000 ლარს (დარიცხული) და დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილია უმაღლესი განათლება იმ სპეციალობით, რომელიც დაკავშირებულია შესასრულებელ სამუშაოსთან და ობიექტურად მოითხოვება ამ სამუშაოს კვალიფიციურად შესრულება.

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები შეეხო პასუხისმგებლობის ნაწილსაც, რაც უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. ყურადსაღებია, ის ფაქტი, რომ არა მხოლოდ ადგილობრივი დამსაქმებლის პასუხისმგებლობა დგება კანონით დაწესებული ვალდებულებების დარღვევისთვის არამედ შრომითი იმიგრანტისაც, რომლის ოდენობა გახლავთ პირველ ჯერზე 2000 ლარი, განმეორებით ჩადენისას – 4000 ლარი, ხოლო შემდეგ თუ ისევ სახეზე იქნება სამართალდარღვევა ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება 12 000 ლარის ოდენობით. კანონმდებელს ცალკე პასუხისმგებლობის ზომები აქვს განსაზღვრული შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლისთვის ან უცხოელის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის, ასევე, ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის, რომელიც მიბმულია უკვე შემოსავლებზე. 

საინტერესოა, რა მიზანს ემსახურება კანონში განხორციელებული ცვლილებები,  მთავარი მიზანი ახსნა-განმარტების ბარათით გახლდათ საქართველოში შექმნილიყო შრომითი მიგრაციის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ:

  • ქვეყანაში ლეგალური შრომითი მიგრაციის ხელშეწყობასა და არალეგალური შრომითი მიგრაციის შემცირებას;
  • საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას.
  • ადგილობრივი დამსაქმებლების მიერ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის დასაქმების შესახებ მონაცემების აღრიცხვის გაუმჯობესებას და ადგილობრივ შრომის ბაზარზე უცხოელების დასაქმების პროცესის რეგულირებას;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პროფილურ სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების გზით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე სამუშაო ბინადრობებისა და საიმიგრაციო ვიზის (D1) გაცემის დასაბუთებულობის ხარისხის გაზრდას და უცხოელთა მხრიდან კანონდარღვევების შემცირებას.
  • უცხოელი მუშახელის რეგისტრაციასა და კონტროლს – რეალურად, სახელმწიფო უკვე მიიღებს ინფორმაციას თუ რამდენი უცხოელი მუშაობს საქართველოში, რა სფეროებშია ძირითადად მოთხოვნა უცხოელი მუშახელის და ა.შ.;

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით სახელმწიფო ცდილობს შექმნას ერთიანი სისტემა, რომლითაც დააიდენტიფიცირებს რამდენი უცხოელია დასაქმებული, რომელ სექტორებში, თვითდასაქმებული უცხოელი რამდენია საქართველოს ტერიტორიაზე, ამ კანონით განხორციელდება ადგილობრივი შრომითი ბაზრის დაცვა, არალეგალური მიგრაციის შემცირება, უცხოელი მუშახელის სრული რეგისტრაცია/კონტროლი და ა.შ. რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. საინტერესოა, მეორე მხარეც დამსაქმებლები, რომლებსაც ამოქმედებული ცვლილებების შედეგად მთელი რიგი ვალდებულებები წარმოეშვათ და კანონით გათვალისწინებულივალდებულებების დარღვევაზე შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, რამდენად არ აარიდებენ თავს უცხოელის დასაქმებას ამ პროცედურებიდან გამომდინარე – ამაზე უკვე გარკვეული პერიოდის შემდგომ შეიძლება რაიმე პოზიცია ვიქონიოთ, როდესაც უკვე პრაქტიკა იქნება ნათელი.

 

ბოლო სიახლეები

როგორ შეუძლია ლოიალტეს თქვენი დახმარება?

WhatsApp
დაგვიკავშირდით

    კონტაქტი
    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 593 658 008

    ტელეფონი

    info@loialte.com.ge

    ელ-ფოსტა

    მისამართები
    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი
    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 593 658 008

    ტელეფონი

    info@loialte.com.ge

    ელ-ფოსტა

    მისამართები
    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    info@loialte.com.ge