kaizeni

Kaizen-ის კონცეფცია ცვლილებების ეპოქაში: ინტერვიუ ენდრიუ კაიზერთან

თანამედროვე, სწრაფად ცვალებად ბიზნესგარემოში ორგანიზაციები მუდმივად დგანან გამოწვევების წინაშე: ტექნოლოგიები ანგრევს ტრადიციულ ბაზრებს, მომხმარებელთა მოლოდინები მყისიერად იცვლება, ხოლო კონკურენციის პირობებში კომპანიები იძულებულნი არიან მუდმივად განახლდნენ. ასეთ რეალობაში უწყვეტი გაუმჯობესების ფილოსოფია – Kaizen – განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

Kaizen იაპონური ტერმინია, რომელიც ნიშნავს „უწყვეტ განვითარებას“ და წარმოადგენს არა მხოლოდ მენეჯმენტის მეთოდს, არამედ ბიზნესის განვითარების კულტურას. მისი პრინციპი ეფუძნება მცირე, მაგრამ თანმიმდევრულ ცვლილებებს ორგანიზაციის ყველა დონეზე. განსხვავებით ერთჯერადი ცვლილებებისგან, Kaizen ქმნის კულტურას, სადაც გაუმჯობესება ყოველდღიური პროცესის განუყოფელი ნაწილია.

იმის უკეთ გასაგებად, თუ რატომ რჩება ეს ფილოსოფია თანამედროვე ბიზნესში კვლავ აქტუალურად, Loialte Strategy-ის პარტნიორი და ხელმძღვანელი, ნათია ქალდანი, ესაუბრა ენდრიუ კაიზერს, The Kaizen Company-ის დამფუძნებელსა და ყოფილ პრეზიდენტს, ამჟამად კი ვაშინგტონის კოლეჯის ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულების ხელმძღვანელს. კაიზერის მრავალწლიანი გამოცდილება ნათლად აჩვენებს, თუ რატომ არის Kaizen არა მხოლოდ მარადიული მნიშვნელობის მქონე ფილოსოფია, არამედ განსაკუთრებით რელევანტური დღევანდელ ცვლილებების ეპოქაში.

კითხვა: როგორ განისაზღვრება Kaizen-ის ფილოსოფია და რით განსხვავდება ის სხვა მენეჯმენტის მოდელებისგან?

პასუხი: Kaizen, რომელიც ხშირად ითარგმნება როგორც „უწყვეტი ცვლილება,“ უფრო ზუსტად ნიშნავს „გაუმჯობესებას ყველა დონეზე, ყოველ დროს.“ მისი მთავარი თავისებურება ის არის, რომ ეს არაა დროებით პროექტი, არამედ გრძელვადიანი ვალდებულება მცირე, თანმიმდევრული გაუმჯობესებების მიმართ, რომლებიც დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა.

ეს ფილოსოფია განვითარდა იაპონიაში, განსაკუთრებით კი ავტოინდუსტრიაში. პროცესში ჩართული იყო ყველა –  რიგითი მუშაკებიდან ინჟინრებამდე და მენეჯერებამდე. 1970-80-იან წლებში იაპონურმა კომპანიებმა სწორედ ამ მიდგომით ბევრად გადაასწრეს გლობალურ კონკურენტებს ხარისხისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით. ერთი, თითქოს უმნიშვნელო წინადადებაც კი, მაგალითად, საწარმოო დეტალების გადალაგება დროის დაზოგვის მიზნით, მასშტაბურად უზარმაზარ შედეგებს იძლეოდა.

The Kaizen Company-ში ჩვენ გავაფართოვეთ Kaizen-ის გამოყენება ინდუსტრიული პროცესებიდან ორგანიზაციულ მართვასა და ლიდერობაზე. აქცენტი კეთდებოდა სისტემური და უწყვეტი განახლების კულტურის ჩამოყალიბებაზე.

კითხვა: რა არის ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენები უწყვეტ გაუმჯობესებაზე და როგორ შეიძლება მათი გადალახვა?

პასუხი:პრობლემა იშვიათად არის გაუმჯობესების საჭიროების აღქმის ნაკლებობა — ლიდერთა უმეტესობა აცნობიერებს, რომ ცვლილება აუცილებელია. მთავარი სირთულე ადამიანურ წინააღმდეგობაში მდგომარეობს. ცვლილებები არღვევს ჩვევებს, მოითხოვს ახალ უნარებს და ცვლის ძალაუფლების დინამიკას ორგანიზაციაში. ადამიანები თავად გაუმჯობესებას არ ეწინააღმდეგებიან, ისინი ეწინააღმდეგებიან მასთან დაკავშირებულ დისკომფორტს.

ამ ფაქტორის მართვა უწყვეტი გაუმჯობესების წარმატების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ორგანიზაციებმა არა მხოლოდ ახალი პროცესები უნდა დანერგონ, არამედ ისეთი პირობები უნდა შექმნან, სადაც თანამშრომლები თავს გამძლედ, მხარდაჭერილად და მოტივირებულად იგრძნობენ.

კითხვა: რატომ არის უწყვეტი გაუმჯობესება გადამწყვეტი დღეს, განსაკუთრებით სწრაფად ცვალებად ბიზნესგარემოში?

პასუხი: ბიზნესისთვის ეს პირდაპირ გადარჩენის საკითხია: „შეცვალე ან გაქრი.“ თუ კომპანია უწყვეტად არ ვითარდება, ამას მისი კონკურენტები გააკეთებენ და შედეგად ის დაკარგავს კლიენტებს, შემოსავლებსა და სიცოცხლისუნარიანობას.

იგივე პრინციპი განსხვავებული ფორმით ვრცელდება მთავრობებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე. სახელმწიფო, რომელიც ვერ ერგება ცვლილებას, შესაძლოა არ გაკოტრდეს, მაგრამ მის სერვისებს ხარისხი დაუქვეითდეთ, ხოლო მოქალაქეებმა ნდობა დაკარგონ. დემოკრატიებში ეს იწვევს საარჩევნო შედეგებს, სხვა სისტემებში კი, არაეფექტიანობასა და უკმაყოფილებას.

კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია ლიდერობა და ორგანიზაციული კულტურა Kaizen-ის პრინციპების დანერგვაში?

პასუხი: ლიდერობა გადამწყვეტ როლს თამაშობს. წარმატებული ცვლილებისთვის საჭიროა მენეჯმენტმა შექმნას გადაუდებლობის განცდა,ზოგჯერ რეალური კრიზისის საფუძველზე, ზოგჯერ კი ხელოვნურად კონსტრუირებული გამოწვევით, რათა ორგანიზაცია მობილიზდეს.

ჩვეულებრივ, ორგანიზაციაში სამი ჯგუფი ფორმირდება: ისინი, ვინც ცვლილებას მხარს უჭერს, ისინი, ვინც ეწინააღმდეგება, და დიდი „შუა ჯგუფი,“ რომელიც მერყეობს. წარმატება სწორედ ამ შუა ჯგუფის გადმობირებაზეა დამოკიდებული.

Kaizen-ის დანერგვა მოითხოვს იმაზე მეტს, ვიდრე დროებითი პროგრამები. ლიდერებმა უნდა შექმნან სისტემა, რომელიც წაახალისებს და დააჯილდოებს თანამშრომელთა ინიციატივებს ქვემოდან ზევით. აღიარება და მოტივაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როცა ადამიანები ხედავენ, რომ მათი წვლილი ფასდება, ისინი აქტიური თანამონაწილეები ხდებიან ორგანიზაციულ ევოლუციაში.

კითხვა: რა გამოწვევებს აწყდებიან ორგანიზაციები Kaizen-ის დანერგვისას და როგორ შეიძლება მათი გადალახვა?

პასუხი: ყველაზე დიდი ბარიერი ადამიანების წინააღმდეგობაა. წარმატება მიიღწევა თანამშრომელთა ყველა დონის ჩართულობით, რათა ისინი ცვლილების თანაშემოქმედებად იქცნენ.

მაგალითია Whiz Kids Workshop –  ბავშვთა მედია კომპანია ეთიოპიაში, რომელიც ცნობილია „სეზამი სტრიტის“ სტილის გადაცემებით. მკაცრი რეკლამის რეგულაციების გამო ტრადიციულ ფინანსურ მოდელებს ვერ ეყრდნობოდნენ. Kaizen-ზე დაფუძნებული პროცესის მეშვეობით გუნდმა ახალი გამოსავალი იპოვა: საყვარელი პერსონაჟების ინტეგრაცია სასკოლო სახელმძღვანელოებში. შედეგად გაუმჯობესდა როგორც საგანმანათლებლო ჩართულობა, ასევე შეიქმნა შემოსავლის მდგრადი წყაროც.

ეს ნათლად ასახავს Kaizen-ის არსს –  ორგანიზაციის სხვადასხვა დონიდან წამოსული კრეატიული იდეები ქმნის ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მხოლოდ ხელმძღვანელობა ვერ შეამჩნევდა.

კითხვა: როგორია Kaizen-ის როლი მომავლის შრომით გარემოში, სადაც ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია გარდაქმნის ინდუსტრიებს?

პასუხი: Kaizen-ის მნიშვნელობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე ინდუსტრიული რევოლუციის ეკვივალენტია და მასშტაბური ცვლილებებია მოსალოდნელი. Kaizen, როგორც ცვლილებების მართვისა და უწყვეტი გაუმჯობესების ჩარჩო, იდეალურია იმისთვის, რომ ორგანიზაციები გაუმკლავდნენ AI-ის მიერ გამოწვეულ გაურკვევლობას.

დასკვნა

ენდრიუ კაიზერის გზავნილი ერთმნიშვნელოვანია: უწყვეტი გაუმჯობესება არჩევანი კი არა, აუცილებლობაა. ცვლილებების ეპოქაში Kaizen არ არის მხოლოდ მეთოდოლოგია; ეს არის აზროვნების სტილი და ორგანიზაციული კულტურა, რომელიც კომპანიებს აძლევს საშუალებას იყვნენ მოქნილები, კონკურენტუნარიანები და მდგრადები.

ბოლო სიახლეები

WhatsApp
დაგვიკავშირდით

გამოიწერეთ სიახლეები

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]