2 Recovered 0243

რატომ ვერ ხდებიან მცირე და საშუალო საწარმოები იმდენად ციფრულები, რამდენადაც ეს შესაძლებელია

წინამდებარე სტატია ეფუძნება საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების ექვსთვიანი თვისებრივი კვლევის შედეგებს, რომელიც კომპანია საკონსულტაციო კომპანია Loialte-მ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

ანგარიშმა აჩვენა, რომ ციფრული ტრანსფორმაციისთვის ყველაზე დიდ ბარიერს არა კაპიტალი, ინფრასტრუქტურა ან ტექნოლოგია, არამედ გაცილებით უფრო ვიწრო და რთულად მოსაგვარებელი პრობლემა წარმოადგენს, რომელსაც მორიგი ტრენინგი “ხელოვნური ინტელექტის (AI) ზოგადი სარგებლის შესახებ”- ვერ მოაგვარებს. 

Screenshot 4

21-ე საუკუნე ციფრულ ეპოქად ითვლება. სამყარო სულ უფრო მეტად ციფრული ხდება და ტრანსფორმაციის პროცესი დღითიდღე ჩქარდება. არ არსებობს ადამიანის საქმიანობის სფერო, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებს ევოლუციური პროცესი არ გამოუწვევია. არც ბიზნესსაქმიანობაა გამონაკლისი. პირიქით, 21-ე საუკუნეში ბიზნესის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად მიჰყვება იგი ტექნოლოგიურ პროგრესს. შესაბამისად, კომპანიების ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის შესწავლა მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო აქტუალური ხდება. გარდა იმისა, რომ კომპანიების გაციფრულების დინამიკის მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ტერმინის – „ციფრული ტრანსფორმაცია“ – ევოლუციის შესწავლა, რადგან ტექნოლოგიური განვითარების ტემპიდან გამომდინარე, ეს ტერმინი ყოველწლიურად განსხვავებულ დატვირთვას იძენს.

იმის გარდა, რომ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და ევროკომისია, სისტემატურად ატარებენ კვლევებს კომპანიების ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ (რომლებიც, როგორც წესი, შემოიფარგლება ნედლი მონაცემების გამოქვეყნებით, მაგალითად, კომპანიების რამდენი პროცენტი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ან მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის სისტემებს (CRM)), სახელმწიფოებში დამატებით ტარდება კვლევები იმ ფაქტორების გამოსავლენად, რომლებიც კომპანიების ციფრულ ტრანსფორმაციას აფერხებს.

2026 წელს, „ლოიალტემ“, GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით, ჩაატარა კვლევა მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ, რომელიც 6 თვეს გაგრძელდა და 5 სხვადასხვა სექტორის 54 კომპანია მოიცვა. ვინაიდან კვლევა არ იყო რაოდენობრივი, მის მიზანს  არა სტატისტიკის წარმოება  არამედ, ციფრული ტრანსფორმაციის დამაბრკოლებელი ფაქტორების პატერნების (კანონზომიერებების) გამოვლენა გახლდათ.

რა აჩვენა საველე კვლევამ

კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი  სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ  დრონი თხუთმეტ წუთში ასრულებს იმ სამუშაოს, რასაც ადრე ტოპოგრაფიული აგეგმვის სრული დღე სჭირდებოდა. მიუხედავად ამ წარმატებული გამოცდილებისა, იმავე კომპანიაში თითქმის ყველა სხვა პროცესი კვლავ ისე სრულდება, როგორც ათი წლის წინ. მესაკუთრეს რომ ჰკითხოთ – რატომ? პასუხი ფული არ იქნება. დრონები იაფი არ ღირდა –  პასუხი ის არის, რომ გუნდის წევრებს არ შეუძლიათ განსაზღვრონ, კიდევ სად შეიძლება გაამარტივოს ციფრულმა ტექნოლოგიებმა პროცესები და შეამციროს ხარჯები, ან რამდენად ეკონომიკურად მომგებიანი იქნება ესა თუ ის ინვესტიცია.

მსგავსი ტენდენცია მრავალჯერ გამოიკვეთა კვლევის პროცესში, რომელიც მოიცავდა სიღრმისეულ ინტერვიუებს და ხუთ ფოკუს-ჯგუფს: ვაჭრობის, წარმოების, ტურიზმის, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

ციფრული ტრანსფორმაციის ყველაზე დიდი ბარიერი არ არის ფინანსური რესურსების სიმწირე ეს არის ცნობიერება… ცნობიერება არა  ზოგადი გაგებით, რომ თითქოს „ხალხმა არ იცის ხელოვნური ინტელექტის არსებობის შესახებ“, რადგან დღეს ყველამ იცის, რომ ის არსებობს… ნაპრალი გაცილებით ვიწრო და პრაქტიკულია: ბიზნესის მფლობელებმა არ იციან, როგორ დაუკავშირონ კონკრეტული ინსტრუმენტი თავიანთ ბიზნესში არსებულ კონკრეტულ პროცესს. მათ შეუძლიათ დაასახელონ ChatGPT, მაგრამ ვერ გეტყვიან, მათი ყოველდღიური პროცესის რომელი ნაწილი უნდა ჩაანაცვლოს, ან გაამარტივოს მან.

და თუ ამ პრიზმიდან შევხედავთ მცირე ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს, დავინახავთ, რომ პროგრამებისა და პროექტების დიდი ნაწილი ბოლომდე ეფექტიანად არ ხორციელდება. 

მთავარი პრობლემა არა ფული, არამედ სიცხადის ნაკლებობაა

რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის ნებისმიერ მფლობელს რომ ჰკითხოთ, თუ რატომ არ გაციფრულდნენ, პირველი პასუხი თითქმის ყოველთვის ფული იქნება. პროგრამული უზრუნველყოფა ძვირია, ვებსაიტი ათასები ჯდება, გამართული CRM მიუწვდომელია.

ფინანსები ხშირად სახელდება მთავარ მიზეზად. რეალური პრობლემა ის არის, რომ სარგებელი თვალსაჩინო არ არის.

უფრო სიღრმისეული კანონზომიერება, რომელიც კვლევაში მონაწილე ყველა სექტორში განმეორდა, არის ის, რომ კომპანიები თავს იკავებენ ციფრულ ინსტრუმენტებში ფულის დახარჯვისგან, რადგან ვერ ხედავენ ხელშესახებ სარგებელს – ბიზნესები უარს არ ამბობენ ისეთ ინვესტირებაზე, რომლის პოტენციურ სარგებელს იაზრებენ,  ისინი უარს ამბობენ ინვესტირებაზე იმაში, რაც მათთვის ბუნდოვანია. 

ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან „თუ დიაგნოზი არასწორია, მკურნალობაც არაეფექტურია“. გამოყავით გრანტი იმ სისტემისთვის, სადაც კომპანიებს ჯერ კიდევ არ ესმით რაში უნდა დახარჯონ ის და ფულის დიდი ნაწილი წავა არასწორ ინსტრუმენტებზე, დაიკარგება პროექტის შუაგულში, ან საერთოდ არ იქნება ათვისებული.

როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ყოველივე ეს პრაქტიკაში?

ერთი სექტორის შიგნით არსებული განსხვავებები ნებისმიერ შეჯამებაზე უკეთესად გადმოსცემს რეალობას.

ვაჭრობის სექტორი – კვლევაში მონაწილეობდა ფარმაცევტული კომპანია, რომელმაც შექმნა შიდა ავტომატიზაცია, საწყობის მართვის სისტემა და ციფრული ჟურნალი, რომელიც ამარტივებს ბიზნესის მართვის პროცესს. ამავდროულად, კვლევაში ჩართული მეორე კომპანია, რომელსაც სოციალურ მედიაში ძლიერი პოზიციონირება აქვს, ფლობსმომხმარებელთა უზარმაზარ მონაცემებს, რომელთა დამუშავების და  გამოყენების უნარი არ გააჩნია. ერთი და იგივე სექტორი. ერთი და იგივე ქვეყანა. სრულიად განსხვავებული სამყაროები – რომლებსაც ერთმანეთისგან არა კაპიტალი, არამედ ჰყოფს კითხვა: იცის თუ არა კომპანიაში ვინმემ, როგორ აქციოს არსებული ნედლი მონაცემები ძვირფას და ღირებული ინფორმაციად?!

ტურიზმის სექტორი – ერთ-ერთმა ტურისტულმა კომპანიამ განაცხადა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მარტივად ხდება რამდენიმე ადამიანის ფუნქციის შესრულება,   ამავე კომპანიამ დანერგა CRM სისტემა და აწარმოებს მარკეტინგულ კამპანიას, რისთვისაც ორი წლის წინ მცირე სარეკლამო სააგენტოს დაქირავება დასჭირდებოდა. იმავდროულად, სასტუმროს მენეჯერმა, რომელიც იმავე კვლევაში მონაწილეობდა, განაცხადა: „ჩვენ გვჭირდება ვინმე, ვინც კონკრეტულად გვეტყვის, რა გამოვიყენოთ და როგორ გამოვიყენოთ ის“. ინსტრუმენტები არსებობს – მაგრამ  სირთულე ამ ინსტრუმენტების და პროცესის დაკავშირებაა.

15 წუთი, არა დღეები

ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ გეოდეზიური გაზომვების სრული სამუშაო დღე 15-წუთიანი დრონის ფრენით ჩაანაცვლა. თუმცა, მას შემდეგ კომპანიას სხვა ციფრული ინსტრუმენტი აღარ დაუნერგავს. წარმატება აშკარა იყო, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი — არა.

სოფლის მეურნეობა – აქ კონტრასტი ყველაზე თვალსაჩინოა. საქართველო აწარმოებს ქვევრის ღვინოს – ეს არის მეთოდი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. პროდუქტი მსოფლიო დონისაა. მის გარშემო არსებული ციფრული მარკეტინგისა და ონლაინ გაყიდვების ინფრასტრუქტურა კი, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ Facebook-ის გვერდით შემოიფარგლება. როგორც კვლევაში მონაწილე კომპანიებმა აღნიშნეს, მაშინ როცა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა მათთვის პრიორიტეტულია, მსგავს პირობებში პროგრამული უზრუნველყოფის გამოწერა შედარებით აბსურდულად ეჩვენებათ. ფინანსური ბარიერი აქ რეალურია,  მაგრამ მის მიღმა იგივე პატერნი დგას: როდესაც კომპანია ვერ იაზრებს, თუ რა გავლენას მოახდენს ონლაინ გაყიდვები საბოლოო მოგებაზე, პოტენციური ხარჯების შესახებ კითხვა სერიოზულად არც არასდროს ისმება.

მშენებლობის სექტორი – სხვა სექტორებთან შედარებით, მშენებლობის სექტორში ვითარება განსხვავებულია –  კომპანიები, როგორც თავად აღწერენ, ე.წ. „კომფორტის ზონაში“ იმყოფებიან. ბიზნესი წარმატებულია, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არ ესმით, რატომ უნდა შეცვალონ ის, რაც ისედაც მუშაობს. დრონებს იმიტომ ყიდულობენ, რომ მათი ეფექტიანობა ნათლად ჩანს,  სხვა პროცესების გაციფრულება კი შენელებულია,  – არა ფულის გამო, არამედ იმიტომ, რომ  გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის პროცესების გაციფრულება არ იგივდება შემოსავლის ზრდასთან.

ხელოვნური ინტელექტის პარადოქსი

ყველამ იცის ხელოვნური ინტელექტის შესახებ, მაგრამ თითქმის არავის დაუნერგავს ის რეალურ ბიზნესპროცესში– ეს იყო ყველაზე ხშირად განმეორებადი მიგნება კვლევის პროცესში. 

AI ტექნოლოგიების გამოყენება ძირითადად სამი მიმართულებით შემოიფარგლება:

  • ინფორმაციის მოძიება;
  • ზოგადი ტექსტის გენერირება. პირადი ექსპერიმენტები, როგორც წესი, სამუშაო საათების შემდეგ, რომელსაც ძირითადად ერთი ცნობისმოყვარე თანამშრომელი ატარებს.
  • სისტემატური ინტეგრაცია რეალურ სამუშაო პროცესში – CRM, რომელიც აგენერირებს შემდგომ ანგარიშებს, აანალიზებს ფინანსურ პროცესს, ავლენს ანომალიებს და მართავს მარკეტინგულ პროცესს – და ეს ოპერაციები მიმდინარეობს თანამშრომელთა მთელი გუნდის ჩარევის გარეშე, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, კვლევაში ჩართული მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია იყენებდა ამ მეთოდს.

მიზეზი ტექნიკური ხელმისაწვდომობის ნაკლებობა არ არის. საქმე ისაა, რომ ფრაზიდან – „მე ერთხელ გამოვიყენე ChatGPT“ – ფრაზამდე – „ახლა AI ყოველდღიურად აკეთებს ამ კონკრეტულ საქმეს ჩემს კომპანიაში“ გადასვლას სჭირდება ვიღაც, ვინც იცის, კომპანიის რა პროცესების მიმდინარეობს კომპანიაში და რომელი მათგანის გაციფრულება, ან ავტომატიზაცია არის შესაძლებელი.  და ხშირ შემთხვევაში  ეს „ვიღაც“ კომპანიის შიგნით,  არ მოიძებნება ხოლმე. 

ამ გამოწვევის საპასუხოდ, არსებული ტრენინგები კი ძირითადად ზოგადი ხასიათისაა და არ პასუხობს კონკრეტულ საკითხებს. კვლევაში მონაწილე ტუროპერატორმა, რომელმაც გამოიყენა ხელოვნური ინტელექტი მონაცემთა ბაზის დასამუშავებლად, აღმოაჩინა, რომ 2 კვირის ადამიანური რესურსის შრომის ნაცვლად, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პროცესი ერთ დღემდე შეიძლებოდა შემცირებულიყო. 

მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ ეს მოხდა იმის გამო, რომ მფლობელმა ჩაატარა „ციფრული ექსპერიმენტი“, რომელიც, როგორც მან თავად აღნიშნა, ტრენინგებსა და სემინარებზე არავის უსწავლებია.

 “არავის უსწავლებია როგორ” – ეს არის რეალური შემაფერხებელი ფაქტორი – ხშირად ტექნოლოგიის სარგებელი ბიზნეს ენაზე ვერ ითარგმნება.

რა შეიძლება გაკეთდეს?! 

კვლევამ გამოავლინა ტენდენცია, რომელიც ამა თუ იმ ფორმით თითქმის ყველა სექტორში არსებული კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს – „არა მეტი ტრენინგი ან მეტი გრანტი, არამედ მეტი მენტორობა/ხელმძღვანელობა – ვიღაც, ვინც, შეისწავლის მათ კონკრეტულ ბიზნესს და ეტყვის, რა უნდა გააკეთონ“.

 მოკრძალებულად ჟღერს. თუმცა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა. 

არსებული მხარდაჭერის პროგრამების უმეტესობა – ტრენინგ-პროგრამები, ცნობიერების ამაღლების კამპანიები, ზოგადი ვებინარები – აგებულია მოცულობაზე – რაც იზომება რაოდენობრივი მონაცემებით, რაოდენობა კი ყოველთვის ხარისხს არ ნიშნავს.

კვლევის თანახმად, კომპანიებს აღარ სჭირდებათ  ზოგადი მიმოხილვა თუ „რა არის ციფრული ტრანსფორმაცია“,  არამედ 

 ინდივიდუალური დიაგნოსტიკა  და იმის შეფასება, თუ სად იმყოფებიან ისინი თავიანთი ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე და რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ მათი ზომის, სექტორისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით.

მოდელი, რომელიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა, სამი ნაწილისგან შედგება:

  • პირველი – ინდივიდუალური ციფრული დიაგნოსტიკა – მოკლე, სტრუქტურირებული, სექტორზე მორგებული შეფასებები, რომლებიც ზოგადი რეკომენდაციის ნაცვლად, პრიორიტეტულ სამოქმედო გეგმას ქმნის.
  • მეორე – ტექნოლოგიური ცნობიერების ამაღლება ბიზნეს-შედეგების ენით – კომპანიებს ურჩევნიათ მოისმინონ „ეს 30%-ით ამცირებს შეცდომებს თქვენს საწყობში“, ვიდრე „ეს არის ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ERP მოდული, რომელიც აუცილებელია კომპანიის მართვისთვის“.
  • მესამე – უფრო ხანგრძლივი ჩართულობა ერთჯერადი ვორქშოფების ნაცვლად – რადგან ინსტრუმენტის შერჩევა მარტივი ნაწილია; მისი დანერგვა, გუნდის გადამზადება და პროცესის ადაპტაცია კი ის ეტაპია, სადაც ციფრული პროექტების უმეტესობა თანდათან ფერხდება.

ეს არის არის ინოვაციური და ექსპერიმენტული მიდგომა. არსებობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, სადაც ზოგჯერ ციფრული ინოვაციების ჰაბების სახით, ზოგჯერ კი საკონსულტაციო ვაუჩერული სქემების ფორმით ეხმარებიან კომპანიებს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში. განვითარებად ეკონომიკებს ფუნდამენტურად განსხვავებული მოდელი სჭირდებათ. მნიშვნელოვანია,  უკვე არსებობს წარმატებული და გამოცდილი მოდელი, რაც ქართული მცირე და საშუალო ბიზნესს სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევებს და საჭიროებებს მიესადაგება

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოს ფარგლებს გარეთაც

აღმოსავლეთ პარტნიორობის, დასავლეთ ბალკანეთისა და ცენტრალური აზიის ნაწილში მცირე და საშუალო საწარმოების (SME) სექტორის სტრუქტურა ქვეყნების მიხედვით ძალიან მსგავსია. მცირე კომპანიები, მენეჯმენტის თხელი ფენები, მესაკუთრეები, რომლებიც ერთდროულად ოთხ სამუშაოს ასრულებენ, ტრენინგ-პროგრამები, რომლებიც შექმნილია ზოგად მაჩვენებლებზე და არა კონკრეტულ ინდიკატორებზე… თუ „ცნობიერების ამაღლებისთვის დაფინანსების“ პრინციპი ვალიდურია საქართველოში, თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის ვალიდური იქნება სომხეთში, მოლდოვაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, უზბეკეთსა და ათობით სხვა ქვეყანაში, სადაც   მსგავსი გამოწვევები და მსგავსი დაბრკოლებები არსებობს; 

ეს კი დღის წესრიგში აყენებს მნიშვენლოვან საკითხს: 

თუკი ციფრული ტრანსფორმაციის უმთავრესი დაბრკოლება  ბიზნეს სპეციფიკაზე მორგებული კონკრეტული ცნობიერბის და უნარების ნაკლებობაა,  მაშინ შესაძლოა მთავარი კითხვა არა ის იყოს, თუ ციფრული ტრანსფორმაციის რამდენი მხარდამჭერი პროგრამა იარსებებს, არამედ ის, თუ ამ ტრანსფორმაციის რა ეტაპზე “წამოეწევა” ის კომპანიას და რამდენად შეძლებს შეავსოს ბიზნესის კონკრეტული საჭიროებები. 

Picture of ლადო ნაფეტვარიძე

ლადო ნაფეტვარიძე

უფროსი მკველვარი და ლოიალტეს ასოცირებული კონსულტანტი

ბოლო სიახლეები

როგორ შეუძლია ლოიალტეს თქვენი დახმარება?

WhatsApp
დაგვიკავშირდით

    კონტაქტი
    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    info@loialte.com.ge

    ელ-ფოსტა

    მისამართები
    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი
    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    info@loialte.com.ge

    ელ-ფოსტა

    მისამართები
    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    info@loialte.com.ge