ბუღალტერია აღრიცხვის, კონტროლისა და მართვის ერთიანი მწყობრი სისტემაა, რომელიც ასახავს საწარმოს ეკონომიკური რესურსებისა და მათი ფორმირების წყაროების, სამეურნეო ფაქტების ცვლილებების შესახებ ინფორმაციას.
ბუღალტრული აღრიცხვის მიზანია კომპანიის ფინანსური ტრანზაქციების იდენტიფიცირება, გაზომვა, აღრიცხვა, კლასიფიკაცია, შეჯამება და ანგარიშგება.
ბუღალტერია არის „სუბიექტის საქმიანობასა და რესურსებზე გავლენის მომხდენი, ფულად ერთეულში შეფასებადი ეკონომიკური მოვლენის ამსახველი ინფორმაციის შეგროვების, რეგისტრაციის, შეფასების, განზოგადების და შესაბამისი ანგარიშგების მწყობრი და უწყვეტი სისტემა“ – ვკითხულობთ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ კანონში.
მარტივად რომ ვთქვათ, ბუღალტერია არის ბიზნესის ფინანსური ისტორიის აღმრიცხველი მექანიზმი. შესაბამისად, მისი მთავარი ფოკუსი არის წარსულ და მიმდინარე ტრანზაქციებზე.
ბუღალტერია, მისი ფუნქცია და ღირებულება
ფინანსური ანგარიშგებები, გამოიყენება როგორც შიდა (მენეჯმენტი), ისე გარე (ინვესტორები, კრედიტორები, საგადასახადო სამსახური) მომხმარებლების მიერ. ამ დოკუმენტების საშუალებით ხდება ინფორმაციის ორგანიზება, რათა ხელმისაწვდომი გახადოს რეპორტინგი. ერთი სიტყვით, კომპანიის მენეჯერის გარდა, ფინანსურ რეპორტებს ბევრი სხვა მომხმარებელიც ჰყავს. მაგალითად, კომპანიის მფლობელს შესაძლოა დასჭირდეს ინფორმაცია კომპანიის ამჟამინდელი ვალდებულებების შესახებ, რომელიც შესაძლოა მიეწოდოს კრედიტორების რეპორტის სახით, რაც ასევე დამუშავებულ ბუღალტრულ ბაზებს ეფუძნება.
რას მოიცავს ბუღალტრული მომსახურება?
ტრანზაქციების აღრიცხვა: ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების (შესყიდვები, გაყიდვები, ხელფასები, გადასახადები და ა.შ.) დოკუმენტირება და სისტემატიზაცია.
ფინანსური ანგარიშგება: საერთაშორისო სტანდარტების (IFRS, GAAP) შესაბამისად, ძირითადი ფინანსური ანგარიშგებების მომზადება:
- ბალანსი/Balance Sheet – ასახავს დროის გარკვეულ მონაკვეთში კომპანიის აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის მდგომარეობას.
- მოგება-ზარალის ანგარიშგება/Income Statement – ასახავს გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომპანიის შემოსავლებსა და ხარჯებს.
- ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება/Cash Flow Statement – ასახავს საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობიდან ფულადი სახსრების შემოდინებასა და გადინებას.
მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობა: საგადასახადო ვალდებულებების სწორად და დროულად დაანგარიშება და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში წარდგენა.
ბუღალტერია იგივეა, რაც ფინანსური მენეჯმენტი?
ბუღალტერია და ფინანსური მენეჯმენტი ფუნქციურად განსხვავებული ცნებებია. მათი ერთმანეთში აღრევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბუღალტერია ტრანზაქციების აღრიცხვას გულისხმობს. ფინანსური მენეჯმენტი კი მომავალზე ორიენტირებულ სტრატეგიულ დაგეგმვასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.
ამ ორი სფეროს აღრევა იწვევს იმას, რომ ბუღალტერია კომპანიისთვის ხდება მხოლოდ ხარჯი და არა ღირებულების მომტანი. ფინანსური მენეჯმენტის გარეშე კომპანიას არ აქვს ორიენტირი, რაც განსაკუთრებით საშიშია სწრაფი ზრდის პერიოდში, როდესაც ფულადი სახსრების ნაკადების მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
რამდენად მომგებიანია კომპანიისთვის ბუღალტრული აუთსორსინგი?
ბუღალტერია აუთსორსზე ბევრად უფრო ხარჯთეფექტურია, ვიდრე ბუღალტრის ან ბუღალტერთა გუნდის დაქირავება. ამის გამო მცირე და საშუალო ბიზნესი დღესდღეობით სულ უფრო ხშირად იღებს ამ გადაწყვეტილებას. ბუღალტრული მომსახურების აუთსორსინგი შესაძლებლობას იძლევა, თქვენს ძირითად საქმიანობაზე კონცენტრირდეთ, ხოლო ყოველდღიური ბუღალტრული რუტინა, ასევე მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები პროფესიონალთა გუნდს გადააბაროთ.
Loialte-ს ბუღალტრული მომსახურება
Loialte-ს ბუღალტრული მომსახურების მიღება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე ქვეყნის ფარგლებს მიღმა – უზბეკეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მომსახურება განკუთვნილია:
- მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის (მათ შორის: მომსახურების, ვაჭრობის და წარმოების სფეროს კომპანიებისთვის)
- სტარტაპებისთვის
- საჯარო ორგანიზაციებისთვის
- არასამთავრობო სექტორისთვის
ჩვენ გთავაზობთ ბუღალტრული აღრიცხვის სრულ მომსახურებას, რაც გულისხმობს ფინანსური ოპერაციების აღრიცხვას, ანგარიშგების მომზადებას, საგადასახადო ვალდებულებების გამოთვლასა და საგადასახადო ორგანოსთან ანგარიშგების წარდგენას კანონმდებლობის სრული დაცვით.
შეჯამება
ზუსტი და თანმიმდევრული ბუღალტერია კომპანიას გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება და განვითარების საფუძველია. ბუღალტერიის გარეშე, მენეჯმენტს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია კომპანიის მომგებიანობის, ვალდებულებებისა და აქტივების შესახებ, რაც ქმნის “ფინანსური სიბრმავის” ეფექტს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, კარგად გავიაზროთ, რა არის ბუღალტერია.