SxL58LC7gkZ5tw13

რა არის და როგორ გავაფორმოთ საგადასახადო შეთანხმება

თუ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება, რომელიც, შესაძლოა, წარმოიშვა საგადასახადო შემოწმების შედეგად და საგადასახადო დავების ეტაპების გავლის შემდეგაც არ დაექვემდებარა შემცირებას, უფლება აქვს შემოსავლების სამსახურს მიმართოს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.

საგადასახადო შეთანხმების არსი და მიზანი

შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის შესაძლოა გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება საგადასახადო დავალიანების ან/და მისი ნაწილის შემცირების მიზნით, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმების შედეგად, გადასახადის გადამხდელი გადაიხდის გარკვეული ოდენობის თანხას კონკრეტულ ვადაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი ჩამოეწერება.

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების პროცედურა

გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც, თავის მხრივ, უფლებამოსილია უარი განაცხადოს საგადასახადო შეთანხმებაზე ან განაცხადი, თანდართულ მასალებთან ერთად, წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.

გადაწყვეტილების მიღება და ვალდებულებების განსაზღვრა

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ, საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად, რა ოდენობის თანხა უნდა იქნეს გადახდილი და რა ვადაში. გადასახადის გადამხდელი კი ვალდებულია, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ვადაში, დაფაროს შეთანხმებით გათვალისწინებული თანხები.

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია გააუქმოს /არ გამოიყენოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

საგადასახადო შეთანხმების შედეგები და სანქციები პირობების დარღვევისას

საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელს უმცირდება საგადასახადო დავალიანება. ხოლო თუ გადასახადის გადამხდელი დადგენილ ვადაში არ შეასრულებს საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ( ანუ არ გადაიხდის შეთანხმებით განსაზღვრულ თანხებს შესაბამის ვადებში), საგადასახადო შეთანხმება გაუქმდება და გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა 10%-ის ოდენობით. ეს იმას ნიშნავს, რომ გადამხდელს ისევ თავიდან ექნება გადასახდელი ძველი დავალიანების თანხები და ამასთან ერთად, დამატებით კიდევ –  ჯარიმის თანხა, საგადასახადო შეთანხმების დარღვევისათვის.

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია შეთანხმებულ პერიოდზე გადამხდელის მხრიდან დეკლარაციების დაზუსტება თანხების შემცირების მიზნით ან/და საგადასახადო ორგანოს მხრიდან შემოწმებული პერიოდის გადამოწმება და დამატებითი სანქციების დარიცხვა.

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

იხ. ბმული: matsne.gov.ge

როგორ შეუძლია ლოიალტეს თქვენი დახმარება?

WhatsApp
დაგვიკავშირდით

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]