დღევანდელ სწრაფად ცვალებად ბიზნესგარემოში მცირე და საშუალო ზომის კომპანიები (SME) მუდმივად ეძებენ გზებს, როგორ შეამცირონ ხარჯები და ოპერაციები უფრო ეფექტურად წარმართონ. ვალუტის გაცვლა ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კომპანიას, როგორც წესი, ორი არჩევანი აქვს: ფიზიკურ სავალუტო ჯიხურში ვიზიტი დროის დაკარგვის ფასად ან ონლაინ კონვერტაცია, რომელიც ხშირად ნაკლებად ხელსაყრელი კურსით ხორციელდება.
სწორედ ამ საჭიროების პასუხად შეიქმნა Kursi.ge, რომელიც არის ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული პირველი ონლაინ სავალუტო პლატფორმა საქართველოში, რომლის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა და მათთვის ხარჯების ოპტიმიზაცია.
Kursi.ge-ის მთავარი უპირატესობა კონკურენტული, ხშირად ბაზარზე საუკეთესო ონლაინ კურსებია. ბანკებისგან განსხვავებით, სადაც მარჟა მაღალია, პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს სავალუტო ჯიხურის ან მასზე უკეთეს კურსებს.
შედეგად, კარგი კურსების პირობებში ვალუტის გაცვლა მნიშვნელოვნად ამცირებს ოპერაციულ ხარჯებს და კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, დაგროვილი რესურსი ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში მიმართონ
კურსის შეთანხმების შესაძლებლობა
თითოეული ბიზნესის საჭიროებები ინდივიდუალურია. სწორედ ამიტომ, Kursi.ge გთავაზობთ მოქნილ და თქვენზე მორგებულ გადაწყვეტილებებს. kursi.ge-ზე უკვე არსებულ საუკეთესო ონლაინ კურსს ემატება კურსის შეთანხმების შესაძლებლობა. შედეგად, მომხმარებელი არა მხოლოდ იღებს ხელსაყრელ პირობებს, არამედ შეუძლია პირადი მენეჯერის დახმარებით კიდევ უფრო გააუმჯობესოს კურსი და მიაღწიოს მაქსიმალურ სარგებელს თითოეულ ტრანზაქციაზე.
გამჭვირვალე პროცესები
ვალუტის გაცვლის სერვისებს ხშირად თან ახლავს დამატებითი, ფარული ხარჯები. Kursi.ge ამ პრაქტიკას სრულად გამორიცხავს, მომხმარებელი იხდის მხოლოდ გაცვლილი თანხის შესაბამის ექვივალენტს, ყოველგვარი დამატებითი საკომისიოს გარეშე. ეს ნიშნავს მეტ პროგნოზირებადობას და უკეთეს ფინანსურ კონტროლს თითოეულ ტრანზაქციაზე.
სისწრაფე და სიმარტივე
ბიზნესისთვის დრო ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რესურსია. Kursi.ge ვალუტის გაცვლის პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს:ტრანზაქციები სრულდება სულ რამდენიმე წუთში და პლატფორმა ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროსა და ადგილიდან.
დაზოგილი დრო კი კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, მეტი ენერგია და რესურსი მიმართონ საკუთარი საქმიანობის განვითარებაზე.მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საქართველოში თითოეული დაზოგილი ლარი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. Kursi.ge ვალუტის გაცვლის პროცესს ხდის უფრო მარტივს, სწრაფსა და ეკონომიურს, რაც გაძლევთ შესაძლებლობას, დაზოგილი რესურსი მიმართოთ ბიზნესის განვითარებასა და სტრატეგიული მიზნების მიღწევისკენ.
არ აქვს მნიშვნელობა, რა სფეროში საქმიანობთ, იქნება ეს ვაჭრობა, მომსახურება, სამშენებლო სექტორში თუ სხვა მიმართულება. Kursi.ge ყოველთვის იქნება თქვენი სანდო პარტნიორი ფინანსების მართვის გზაზე.