ჩვენი, როგორც აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის მიზანია ბიზნესისთვის შევქმნათ პროგნოზირებადი და სამართლებრივად დაცული გარემო, რომელიც კომპანიებს საშუალებას მისცემს იმოქმედო მშვიდად და ეფექტიანად, გადასახადებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან მიმართებით, მაშინაც კი თუ მათთან საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმება ხორციელდება.
საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას ნებისმიერმა შეცდომამ შეიძლება სერიოზული ფინანსური ზარალი, ნეგატიური შეფასებები და ბიზნესისთვის უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, Loialté გთავაზობთ სრულფასოვან, სისტემურ მხარდაჭერას საგადასახადო შემოწმების პროცესში, რათა:
- თავიდან აირიდოთ ზედმეტი გადასახადები და ჯარიმები
- დაიცვათ თქვენი ინტერესები პროფესიონალურად და საფუძვლიანად
- იმოქმედოთ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში
საგადასახადო პროცესში თქვენი კომპანიის პოზიციის სწორად წარმოჩენა და სამართლებრივი არგუმენტების წარდგენა ის უპირატესობაა, რომელიც რეალურად განსაზღვრავს შემოწმების შედეგს. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ არა მხოლოდ პოზიციის ჩამოყალიბებას, არამედ მის დაცვას — როგორც წერილობითი, ისე პირადი კომუნიკაციისას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის ინტერესი დაცული იყოს მთელი პროცესის განმავლობაში. სწორედ ამიტომ Loialté-ს საგადასახადო აუდიტორების გამოცდილი გუნდი თქვენს გვერდით იქნება და შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობის დროს დაიცავს კომპანიის საუკეთესო ინტერესებს, შემოწმების დაწყებიდან – დასრულებამდე, მათ შორის:
- დაგეხმარებათ მოთხოვნილი ინფორმაციისა თუ დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენაში
- მონაწილეობას მიიღებს საგადასახადო შეხვედრებში
- საგადასახადო დავის შემთხვევაში, დაიცავს თქვენი კომპანიის საუკეთესო ინტერესებს და დაგეხმარებათ შესაბამის პოზიციონირებაში
- ჩაერთვება და მხარს დაგიჭერთ მიმდინარე შემოწმებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა პროცესში
Loialté-ის მუშაობის სტილი გამოირჩევა სიზუსტითა და სამართლებრივი კონტექსტის ღრმა გააზრებით. თითოეული დოკუმენტი, დეკლარაცია თუ ბუღალტრული ჩანაწერი დეტალურად განიხილება, რაც საშუალებას გვაძლევს დავაფიქსიროთ პოტენციური რისკები, სწორად შევაფასოთ პოზიციები და შევიმუშავოთ დაცვითი სტრატეგია, რომელიც ეფუძნება არა ზოგად ფორმულირებებს, არამედ ფაქტებსა და სამართლებრივ არგუმენტაციას.
თქვენი სამართლებრივი უსაფრთხოება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. როცა იცით, რომ საგადასახადო მონაცემები სწორადაა ფორმირებული და არგუმენტირებული, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა განახორციელოთ გადაწყვეტილებები თავდაჯერებულად, რისკების გარეშე.
Loialté-სთან თანამშრომლობა პირველ რიგში ნიშნავს ფინანსების დაზოგვას, შეცდომების დროულ აღმოჩენას და მათი გამოსწორების გზით შესაძლო გადასახდელი ჯარიმების მინიმიზაციას – ეს ის პირდაპირი სარგებელია, რაც ჩვენს მომსახურებას მოაქვს თქვენთვის.
ჩვენი გუნდი შედგება მაღალი კვალიფიკაციის მქონე აუდიტორებისა და კონსულტანტებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, მათ შორისშემოსავლების სამსახურში.
წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება ასობით წარმატებით ჩატარებულ საგადასახადო შემოწმებასა და კლიენტის ინტერესების დაცვას ეფუძნება. თქვენს ბიზნესს მოემსახურება გუნდი, რომელმაც კარგად იცის როგორც საგადასახადო კანონმდებლობა, ასევე ამ ნორმების პრაქტიკული გამოყენება და შემოსავლების სამსახურში დამკვიდრებული მიდგომები.
ამ ყველაფერს ემატება მუდმივი კომუნიკაცია — თქვენ არასოდეს ხართ მარტო პროცესის არცერთ ეტაპზე. ჩვენი გუნდი ხელმისაწვდომია, რეაგირებს სწრაფად და გთავაზობთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მორგებულია თქვენს რეალურ მდგომარეობასა და მიზნებზე.
Loialté-ის საგადასახადო მომსახურების ხარისხი აღიარებულია საერთაშორისო სტანდარტით (ISO 9001:2015), პროფესიული პასუხისმგებლობა კი დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ.
დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ მეტი იმ სარგებლის შესახებ, რასაც Loialté-სთან თანამშრომლობით მიიღებთ!