Loialte არის საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, სადაც პროფესიონალიზმი, სტრატეგიული აზროვნება და ინოვაცია ერთმანეთს ერწყმის.
მისია: ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ კომპანიებს განვითარების ყველა ეტაპზე – ბიზნესის დაწყებიდან მის მასშტაბირებამდე. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტების (ISO 9001:2015) დაცვით, გამჭვირვალედ და სანდოდ. გვჯერა, რომ ძლიერი ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლის საფუძველია.
მიზანი: ჩვენი მიზანია, შევქმნათ გლობალური მასშტაბის ქართული ბრენდი, რომელიც მომხმარებელში ასოცირდება მაღალ ხარისხთან, ინოვაციებთან, ციფრულ ტექნოლოგიებთან და მუდმივ პროგრესთან.
- ჩვენი მიღწევები
1000 +
შესრულებული პროექტები
3
ქვეყანა
130 +
პროფესიონალი თანამშრომელი
600 +
პარტნიორი
ჩვენი გუნდი
ეკატერინე ლობჟანიძე
ბუღალტრული პორტფელის მენეჯერი
LOIALTE გლობალურ ბაზარზე
Loialte წარმოდგენილია სამ ქვეყანაში: საქართველოში, უზბეკეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. საერთაშორისო გამოცდილებითა და ადგილობრივი ბაზრების ცოდნით, ვთავაზობთ კლიენტებს მათზე მორგებულ, მაღალი ხარისხის აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს.
ჩვენი ESG მიდგომა
ESG პრინციპების დანერგვა თანამედროვე ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რაც უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას, სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდასა და კორპორაციული მმართველობის დახვეწას.
Loialte არის UN Global Compact Network Georgia-ს წევრი და აქტიურად უჭერს მხარს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. ჩვენი საქმიანობით ხელს ვუწყობთ გარემოს დაცვას, საზოგადოების კეთილდღეობასა და ეთიკური სტანდარტების გამყარებას. გვჯერა, რომ პასუხისმგებლიანი ბიზნესით შეგვიძლია შევქმნათ პოზიტიური და გრძელვადიანი გავლენა როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე.