პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი

ვებსაიტი https://loialte.com.ge/ (შემდგომში – „ვებ-გვერდი“) ეკუთვნის და მას ადმინისტრირებას უწევს შპს „ლოიალტე“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო კოდით: 405277347 , რომლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, გაზაფხულის ქ. N4ა, სართული 7, ოფისი N18, (შემდგომ – “ლოიალტე” ან „ჩვენ“).

წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (შემდგომში „პოლიტიკა“) განმარტავს, თუ როგორ აგროვებს, ამუშავებს, ინახავს და იცავს ლოიალტე მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

  1. მონაცემების დამუშავების მიზნები

„ლოიალტე“ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლებით.

„ლოიალტე“ ამუშავებს მხოლოდ იმ მონაცემებს, რაც აუცილებელია კომპანიის კანონიერი მიზნების მისაღწევად.

„ლოიალტე“ წინამდებარე თავში მიუთითებს ა) თუ რა მიზნებისთვის ამუშავებს თქვენს მონაცემებს; ბ) რა სახის მონაცემებს აგროვებს; გ)  მონაცემთა დამუშავების სამართლებრივ საფუძვლებს და დ) მონაცემთა შენახვის ვადას.

შენიშვნა: თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, თქვენი წერილობითი შეტყობინების შემდეგ ლოიალტე შეწყვეტს თქვენი მონაცმების დამუშავებას. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი თანხმობის გამოთხოვა გავლენას არ იქონიებს მის გამოთხოვამდე წარმოებულ დამუშავებსა ან/და მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

„ლოიალტე“ თქვენს მონაცემებს ამუშავებს შემდეგი აქტივობების პროცესში და შემდეგი მიზნებისთვის:

კონსულტაციის გაწევა, დახმარება და მხარდაჭერა: „ლოიალტეს“ ვებ-გვერდზე ან/და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული საკონტაქტო საშუალებებით, რომელთა მეშვეობითაც თქვენ აზიარებთ  თქვენს მონაცმებს, „ლოიალტე“ იღებს თქვენს მონაცემებს, თქვენი მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე თქვენთვის შესაბამისი სერვისის მოსაწოდებლად.

მონაცემების სახეები: სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით დამატებითი ტექსტით.

სამართლებრივი საფუძველი: თქვენთან დაკავშირება, კონსულტაციის გაწევა და თქვენზე მორგებული მომსახურების პაკეტ(ებ)ის იდენტიფიცირება და თქვენთვის შეთავაზება.

შენახვის ვადა: მონაცემების მიღებიდან 1 (ერთი) წლის ვადა.

ტრენინგების ჩატარება, კერძოდ, მსურველების კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გამოცდილების გაზიარება და მათი მხადაჭერა: „ლოიალტეს“ ვებ-გვერდზე ან/და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული საკონტაქტო საშუალებებით თქვენ აზიარებთ „ლოიალტესთან“ თქვენს მონაცემებს, რათა დარეგისტირიდეთ ტრენინგზე და დაესწროთ „ლოაილტეს“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგ(ებ)ს.

მონაცემების სახეები: სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი.

სამართლებრივი საფუძველი: თქვენ დაკავშირება, ტრენინგ(ებ)ის შესახებ სრული ინფორმაციის მოწოდება, ხელშეკრულების გასაფორმებლად და მომსახურების გასაწევად, რათა შეძლოთ „ლოიალტეს“ ორგანიზებულ ტრენინგებზე და ვორქშოფებზე დარეგისტრირდება და დასწრება.

შენახვის ვადა: იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დადგემილი ტრენინგის სმენელი და შესაბამისი სერტიფიკატის მფლობელი თქვენი მონაცემები ინახება მონაცემთა მიღებიდან 5 (ხუთი) წლის ვადით.  სხვა შემთხვევაში მონაცემები წაიშლება დაუყონებლივ და პირველი შესაძლებლობისთანავე მას შემდეგ, რაც უარს განაცხადებთ მსმენელად აღრიცხვაზე.

„ლოიალტეს“ სერვის(ებ)ის მისაღებად მომსახურების ხელშეკრულების გაფრომება: თუ თქვენ დაინტერესებული ხართ „ლოიალტეს“ სერვისების (მომსახურების) მიღებით.

შენიშვნა: გამოიყენება მომსახურების დამკვეთი კომპანიების წარმომადგენლებისა და საკონტაქტო პირების მიმართ.

მონაცემების სახეები: სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, იმ კომპანიის სამართლებრივი სახელწოდება და მისამართი, სადაც დასაქმებულია სუბიექტი, სამსახურებრივი პოზიცია.

სამართლებრივი საფუძველი: მხარეთა ორმხრივი ლეგიტიმური ინტერესი გაფორმდეს შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და თქვენ მიიღოთ „ლოიალტესგან“ შესაბამისი მომსახურება/მომსახურებები.

შენახვის ვადა: სანამ მხარეთა შორის („ლოიალტესა“ და მომსახურების დამკვეთი კომპანიას) შორის არსებობს მომსახურების ხელშეკრულება, ასევე, მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში.

კომერციული შეტყობინების გაგზავნა, ჩვენის სერვისის მიწოდებისა და შემდგომში მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისთვის: კერძოდ, რათა თქვენ მიიღოთ შესაბამისი სახის საინფორმაცია მასალა „ლოიალტესგან“.

მონაცემების სახეები: სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, იმ კომპანიის სამართლებრივი სახელწოდება და მისამართი, სადაც დასაქმებულია სუბიექტი, სამუშაო ადგილის მისამართი, სამსახურებრივი პოზიცია.

სამართლებრივი საფუძველი: ინფორმირებული თანხმობა.

შენახვის ვადა: მონაცემთა მიღებიდან 1 (ერთი) წლის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა თქვენ გამოიხმობთ ინფორმირებულ თანხმობას და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომ აღარ გსურთ „ლოიალტესგან“ საინფორმაციო/სარეკლამო შეტყობინებების მიღება.

კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება: საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის, საგადასახადო და მარეგულირებელი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

უსაფრთხოება: „ლოიალტეს“ სისტემების დაცვა არასანქცირებული წვდომისგან, თაღლითობისგან და სხვა უკანონო ქმედებებისგან.

  1. შეგროვებული მონაცემების კატეგორიები

„ლოიალტე“ აგროვებს და ამუშავებს შემდეგი კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს:

საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი (ხელშეკრულების გაფორმების საჭიროების შემთხვევაში), საკონტაქტო ინფორმაცია (ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მისამართი).

საკონტაქტო მონაცემები: ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საფოსტო მისამართი, რომელიც მოწოდებულია ჩვენთან კომუნიკაციისას ან მომსახურების მისაღებად.

ვებგვერდის გამოყენების მონაცემები: IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, ოპერაციული სისტემა, ვებგვერდზე გატარებული დრო, მონახულებული გვერდები, ქუქი-ფაილების მეშვეობით შეგროვებული ინფორმაცია. (იხ. ქუქი-ფაილების პოლიტიკა).

სხვა მონაცემები: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ნებაყოფლობით გვაწვდით ჩვენი სერვისების გამოყენებისას ან ჩვენთან კომუნიკაციისას.

„ლოიალტე“ არ აგროვებს და არ ვამუშავებს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა და თქვენი მკაფიო თანხმობის არსებებისას.

  1. მზა ჩანაწერები (Cookies)

“ლოიალტეს“ ვებგვერდი იყენებს Cookies-ფაილებს მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ვებგვერდის გამოყენების სტატისტიკის შესაგროვებლად. Cookie არის მცირე ტექსტური ფაილი, ე.წ. „მზა ჩანაწერები“, რომელსაც ვებსაიტი აგზავნის და ინახება თქვენი მოწყობილობის ბრაუზერში, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს. მასში მოცემულია ინფორმაცია კონკრეტული ვიზიტორის, ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებებისა და ვებგვერდის მისამართის შესახებ. „მზა ჩანაწერები“ მოქმედებს როგორც ერთგვარი „შემნახველი“, რომელიც იმახსოვრებს თქვენს აქტივობას ვებგვერდზე სტუმრობისას და საშუალებას აძლევს საიტს, წინა ვიზიტების მიხედვით, უკეთ მოარგოს მომსახურება თქვენ საჭიროებებს, რაც საბოლოოდ ქმნის მეტად პერსონალიზებულ და კომფორტულ გამოცდილებას.

Cookie ფაილის ტიპის მიხედვით, დამუშავებული მონაცემების სახეები შეიძლება იყოს:

  • ინფორმაცია გამოყენებული მოწყობილობის შესახებ;
  • აქტივობის ინფორმაცია, როგორიცაა IP მისამართი;
  • ძიებები, ბრაუზერი და ბრაუზერის ენა;
  • მოწყობილობის პარამეტრები;
  • მოთხოვნის თარიღი და დრო;
  • სერვერზე მოთხოვნების გასაგზავნად გამოყენებული მეთოდი;
  • საპასუხოდ მიღებული ფაილის მოცულობა და მომხმარებლის ოპერაციული სისტემის სხვა პარამეტრები.
  1. მონაცემების გამჟღავნება და გადაცემა

 „ლოიალტე“ უფლებამოსილია გადასცეს თქვენი პერსონალური მონაცემები მესამე პირებს შემდეგ შემთხვევებში:

კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება: როდესაც მონაცემთა გადაცემა აუცილებელია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული მოთხოვნების ან უფლებამოსილების განსახორციელებლად.

კომპანიის სტრუქტურული ცვლილებები: იმ შემთხვევაში, თუ მოხდება „ლოიალტეს“ სტრუქტურის ცვლილება (მაგალითად, წილის გაყიდვა, გასხვისება ან მმართველობასთან დაკავშირებული სამეწარმეო ცვლილებები), თქვენი მონაცემები შესაძლოა გადაეცეს შესაბამის მხარეს. ასეთ დროს, მიმღები მხარე ვალდებულია წინასწარ იკისროს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.

მომსახურების გაწევა და ლეგიტიმური ინტერესები: როდესაც მონაცემთა გადაცემა აუცილებელია „ლოიალტეს“ სერვისების ეფექტურად გასაწევად ან „ლოიალტეს“ ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, იმ პირობით, რომ არ ირღვევა თქვენი ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები.

სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო ორგანოები: კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, „ლოიალტე“ უფლებას იტოვებს მისცეს წვდომა ან გადასცეს თქვენი მონაცემები სამართალდამცავ ან სხვა სახელმწიფო ორგანოებს დანაშაულის გამოძიების, აღკვეთის, დადგენის ან სხვა სამართლებრივი მიზნით. ასევე, მომხმარებლების ან სხვა პირთა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დასაცავად.

მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებთან ურთიერთობა:

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მონაცემები გადაეცემა მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს (მესამე მხარეს, რომელიც ჩვენი სახელით ამუშავებს მონაცემებს), „ლოიალტესა“ და მას (მესამე პირს) შორის ფორმდება წერილობითი შეთანხმება. ეს შეთანხმება მკაფიოდ განსაზღვრავს:

  • მონაცემთა დამუშავების საფუძვლებსა და მიზნებს;
  • დასამუშავებელ მონაცემთა სახეებს;
  • მონაცემთა დამუშავების ვადას;
  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა (ჩვენ) და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის (მესამე მხარე) უფლებებსა და ვალდებულებებს.

დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია:

  • დაამუშაოს მონაცემები მხოლოდ „ლოიალტეს“ წერილობითი დავალების ან მითითების შესაბამისად;
  • უზრუნველყოს მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, მონაცემთა დამუშავებაში ჩართული ყველა ფიზიკური პირის მიერ კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;
  • წაშალოს ან დაუბრუნოს „ლოიალტეს“ მონაცემები შეთანხმების გაუქმების ან მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, ასევე წაშალოს მათი ასლები, თუ კანონმდებლობით მათი შენახვა სავალდებულო არ არის;
  • „ლოიალტეს“ მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია და ხელი შეუწყოს მონაცემთა დამუშავების მონიტორინგს, რათა უზრუნველყოფილი იყოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონთან შესაბამისობა.

„ლოიალტე“ იღებს ყველა გონივრულ ზომას, რათა უზრუნველველყოფილ იქნეს თქვენი მონაცემების უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა და მთლიანობა მესამე პირებისთვის გადაცემისას.

  1. თქვენი უფლებები

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება:

ინფორმაციის მიღების უფლება: უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ, მათ შორის, დამუშავების მიზნების, საფუძვლების, წყაროს, შენახვის ვადის, მიმღებთა კატეგორიების და სხვა დეტალების შესახებ.

წვდომის უფლება: უფლება მიიღოთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე და მიიღოთ მათი ასლი.

მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება: უფლება მოითხოვოთ არაზუსტი, არასრული ან მოძველებული მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება.

დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება: უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მათი დამუშავების კანონიერი საფუძველი.

მონაცემთა დაბლოკვის უფლება: უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დაბლოკვა გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად, თუ სადავოა მონაცემთა სიზუსტე.

მონაცემთა გადაცემის უფლება : უფლება მიიღოთ თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები სტრუქტურირებული, საყოველთაოდ გამოყენებადი და მანქანით წაკითხვადი ფორმატით, ან მოითხოვოთ მათი გადაცემა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის (თუ ტექნიკურად შესაძლებელია)

თანხმობის გაუქმების უფლება: უფლება ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე. თანხმობის გაუქმება არ მოქმედებს გაუქმებამდე განხორციელებული დამუშავების კანონიერებაზე.

საჩივრის შეტანის უფლება: უფლება მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს, თუ მიიჩნევთ, რომ ირღვევა თქვენი უფლებები.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით:

მისამართი: თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქ. №7 / ბათუმი, ბაქოს ქ. №48

სატელეფონო ნომერი: +995 32 242 1000;

ლ. ფოსტის მისამართი: [email protected]

ვებსაიტი: https://pdps.ge/ka

  1. უფლების შეზღუდვა

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თქვენი ზემოაღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ამ უფლებების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების ან თავდაცვის ინტერესებს;
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
  • დანაშაულის გამოვლენას, გამოძიებასა და აღკვეთას;
  • ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და
  • საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულ) ინტერესებს;
  • მონაცემთა სუბიექტისა (მომხმარებლის) და სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს.

თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვისათვის გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.

უფლების შეზღუდვის საფუძვლების არსებობისას, „ლოიალტეს“ გადაწყვეტილება მონაცემთა სუბიექტს ეცნობება იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.

  1. მონაცემთა უსაფრთხოება

 „ლოიალტე“ იღებს ყველა გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომას თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად არასანქცირებული წვდომისგან, გამოყენებისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან ან განადგურებისგან. „ლოიალტე“ იყენებს უსაფრთხოების სხვადასხვა მექანიზმებს, მათ შორის, დაშიფვრას, წვდომის კონტროლს და რეგულარულ აუდიტს.

  1. ცვლილებები

„ლოიალტე“ იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პოლიტიკაში. ცვლილებები ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. გთხოვთ, პერიოდულად გადაამოწმოთ პოლიტიკა განახლებებისთვის.

  1. საკონტაქტო ინფორმაცია:

თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები ან შენიშვნები წინამდებარე პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

  • ელექტრონული ფოსტა:[email protected]
  • ტელეფონი: +995 555 091 100 / +995 322 060 818
  • მისამართი: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 4ა, სართული 7, ოფისი N18

 

 

 

WhatsApp
დაგვიკავშირდით

    კონტაქტი
    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები
    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი
    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები
    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]