ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Loialté-მ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამა, Loialté 4SME შექმნა

აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია Loialte-მ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამა Loialte 4SME შექმნა, რომლის მიზანი ამ სექტორში მომუშავე მეწარმეების მხარდაჭერა და განვითარებაზე ზრუნვა იქნება. Loialte 4SME-ის აქტივობები განკუთვნილია, როგორც კომპანიის არსებული, ასევე პოტენციური მომხმარებლებისთვის და აერთიანებს ყველა იმ ძირითად მიმართულებას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გამოწვევას წარმოადგენს და აბროკლებს მათ განვითარებისა და ზრდის პროცესში. […]

მეტის ნახვა

ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრა

ვირტუალური ზონის პირის სტატუსისა და შესაბამისი საგადასახადო შეღავათების მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და მიმზიდველი გარემოს შექმნა იმ პირებისათვის, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობენ. ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი. ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების […]

მეტის ნახვა

დებიტორული დავალიანება და სასამართლო პრაქტიკა

მუდმივად ცვალებად ბიზნესგარემოში, ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი მეწარმე სუბიექტის მიერ, მეორესუბიექტისთვის,  ხორციელდება პროდუქციის მიწოდება/მომსახურების გაწევა. ეს უკანასკნელი კი ვალდებულების შესრულებას, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე  ან თავს არიდებს ან უსაფუძვლოდ აჭიანურებს.   დებიტორული დავალიანება წარმოადგენს კომპანიის მოთხოვნას, რომელიც ფიზიკურ, თუ იურდიულ პირებთან ურთიერთობისას მრავალი სხვადასხვა მიზეზით წარმოიშობა, ძირითადად, შემდეგი სახელშეკრულებო ურთიერთობების შედეგად – პროდუქციის მიწოდება, სამუშაოს შესრულება, მომსახურეობის გაწევა, მომწოდებლებისთვის გადახდილი ავანსები, გაცემული სესხები და სხვა. […]

მეტის ნახვა

რა არის და როგორ გავაფორმოთ საგადასახადო შეთანხმება

თუ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება, რომელიც, შესაძლოა, წარმოიშვა საგადასახადო შემოწმების შედეგად და საგადასახადო დავების ეტაპების გავლის შემდეგაც არ დაექვემდებარა შემცირებას, უფლება აქვს შემოსავლების სამსახურს მიმართოს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის შესაძლოა გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება საგადასახადო დავალიანების ან/და მისი ნაწილის შემცირების მიზნით, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმების შედეგად, გადასახადის გადამხდელი […]

მეტის ნახვა

საერთაშორისო კომპანიის სტატუსი და შეღავათიანი დაბეგვრა

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საზღვაო მიმართულებით მომუშავე ქართულ, თუ უცხოურ კომპანიებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს. შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობისთვის კი კომპანიას აუცილებელია მინიჭებული ჰქონდეს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი. სტატიაში გაეცნობით საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ წესებსა და შეღავათიანი დაბეგვრის პრინციპებს. ასევე გაიგებთ, კონკრეტულად რა შეღავათები და შეზღუდვები შეგეხებათ საერთაშორისო კომპანიის სტატუსით საქმიანობის პერიოდში. როგორ […]

მეტის ნახვა

რა იწვევს აუდიტს და რა უნდა მოიმოქმედოთ, თუკი აუდიტის შეტყობინებას მიიღებთ?

საგადასახადო დეკლარაციაში დაშვებული შეცდომები თუ შეუსაბამობები წარმოშობსკითხვებს და იწვევს შემოსავლების სამსახურის დაინტერესებას. ცნობილია, რომშემოსავლების სამსახური, საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემისმეშვეობით, ამუშავებს რისკების კრიტერიუმს და განსაზღვრავს შესამოწმებელობიექტთა გარკვეულ რაოდენობას. შემოწმების მიზეზი შეიძლება იყოს: წლიდან-წლამდე შემოსავლების მკვეთრი ვარდნა,საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებში დაფიქსირებული თანხების შეუსაბამობადეკლარირებულ შემოსავალთან, გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებსა დასასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული დასაბეგრი ბრუნვების დღგ-ისდეკლარაციაში არ ასახვა, მარეგისტრირებელ ორგანოში დაფიქსირებული […]

მეტის ნახვა

ინვენტარიზაცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია აქტივების აღრიცხვის და კონტროლის ეფექტიანი უზრუნველყოფა. ბიზნესში არსებული მრავალი გამოწვევა განპირობებულია როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორების გავლენით. გარე ფაქტორებით გამორკვეული რისკების მართვა და პრევენცია ზოგიერთ შემთხვევაში არ არის მხოლოდ დამოკიდებული ბიზნესში სწორ გადაწყვეტილებების მიღებასა და მათ აღსრულებაზე, რაც აბოსლუტურად საპირისპიროა შიდა ფაქტორების შემთხვევაში. შესაბამისად გასაკვირი არაა, რომ ბიზნესის განვითარებისთვის გარდაუვალია ოპერაციების […]

მეტის ნახვა

რა უნდა გავითვალისწინოთ HORECA-ს ბიზნესის მართვისას?

მოცემული სექტორის ბიზნესი საკმაოდ კომპლექსური და რთულია სამართავად იმ გარემოში, სადაც კონკურენცია მაღალია და მუდამ აქტუალურია სექტორში პროფესიონალი დარგის სპეციალისტების დეფიციტი. მიმდინარე ტენდენცია ფასების ზრდის განაპირობებს ერთეულ გაწეულ მომსახურების ფასის ცვლილების პარალელურად მოხდეს მომსახურების ხარისხის შესაბამება და აქტუალურს ხდის ბიზნესში სწორი აქცენტების გაკეთებას. ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ მხოლოდ საჭირო და გონივრულია დროულად მოხდეს […]

მეტის ნახვა

ბუღალტერია VS ფინანსური მენეჯმენტი

ხშირია შემთხვევები, როცა კომპანიაში კონკრეტულად არ არის განსაზღვრული დასაქმებულის უფლება-მოვალეობები, ან განსაზღვრულია, თუმცა გარკვეული ხარვეზებით. მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში გვხვდება, სადაც ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება ჯერ ისევ პროცესშია და საოპერაციო საქმიანობაც მეტნაკლებად ქაოტურად მიმდინარეობს. ანალოგიურ პრობლემებს იშვიათად, მაგრამ მაინც ვაწყდებით ხოლმე მსხვილ კომპანიებშიც. აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა პოზიციების პერსპექტივიდან შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა ამჯერად […]

მეტის ნახვა

რა არის საგადასახადო შემოწმება?

საგადასახადო შემოწმება არის საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის ფინანსური დოკუმენტების შესწავლა, იმისათვის, რომ გადასახადების გადახდის სისწორე დადასტურდეს. საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე და ხანდაზმულობის გათვალისწინებით იგი შეიძლება მოიცავდეს სრულ შესამოწმებელ პერიოდს ან კონკრეტულ საკითხს, მაგალითად: დამატებული ღირებულების გადასახადის რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრას, გამოწერილი ან/და მიღებული ანგარიშ-ფაქტურების/საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის დეკლარაციაში […]

მეტის ნახვა