
ფასს 9 ფინანსური ინსტრუმენტები
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 9 - ის (შემდგომში „IFRS 9”) მიზანია ფინანსურ აქტივებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებული აღრიცხვის პრინციპების დადგენა.
2018 წლის 1 იანვრიდან IFRS 9-მ ჩაანაცვლა ბასს 39 (IAS 39) - ფინანსური ინსტრუმენტები: აღიარება და შეფასება. მისი მეშვეობით შეიცვალა ფინანსური ინსტრუმენტის აღრიცხვის რიგი საკითხები. ცვლილებები ძირითადად შეეხო ფინანსურ ინსტიტუტებს.
ტრენინგი „ფასს 9 ფინანსური ინსტრუმენტები“ ეთმობა ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების კლასიფიკაციისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის აღრიცხვის პრინციპებზე დაფუძნებულ გაუფასურების მოდელის საკითხებს. მიმოხილული იქნება ფასს 9-ის ძირითადი პრინციპები და მათი გავლენა ფინანსურ ანგარიშგებებზე.
რას უნდა ელოდოთ:
- ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების კლასიფიკაციის პრინციპების ცოდნა
- ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების შეფასების პრინციპების დადგენა
- ფინანსური ინსტრუმენტების შეჯიბრების მთავარი პრინციპების დადგენა
- მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გაუფასურების მოდელის მოთხოვნების გააზრება
- ფინანსური ინსტრუმენტების ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენის და გამჟღავნების მოთხოვნების ცოდნა
ტრენინგის ინტერაქტიული ხასიათი დამსწრე საზოგადოებას საშუალებას მისცემს თეორიული ასპექტების მიღმა, ჩაერთოს პრაქტიკული მაგალითების განხილვაში
ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:
კურსი განკუთვნილია პირებისთვის, რომლებთაც აქვთ ან სამომავლოდ ექნებათ შეხება ფინანსური ინსტრუმენტების აღრიცხვის და ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენის საკითხებთან, მათ შორის, ბუღალტრები, ხაზინაში მომუშავე პირები, შიდა და გარე აუდიტორები, ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში ჩართული პირები, ფინანსური ანალიტიკოსები თუ სხვა საკითხით დაინტერესებული პირებისთვის.
ტრენინგი განსაკუთრებით საინტერესოა იმ საწარმოში დასაქმებულთათვის, რომელთაც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ევალებათ IFRS-ის მიხედვით შედგენილი ფინანსური ანგარიშგების წარდგენა.
ტრენინგს გაუძღვება ანა ყოლბაია, საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების სისტემის მონიტორინგისა და განვითარების განყოფილების უფროსი. აგრეთვე, ACCA - ის წევრი.
დღე 1
- IFRS 9-ის მიმოხილვა: სტანდარტის მიზანი, მოქმედების სფერო და ძირითადი მოთხოვნები
- ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების აღიარება და აღიარების შეწყვეტის კრიტერიუმები
- ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიკაცია და შეფასება
- საწარმოს ბიზნეს მოდელის განსაზღვრა
დღე 2
- ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიკაცია და შეფასება
- სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მახასიათებლები
- ფინანსური ინსტრუმენტების შეჯიბრების პრინციპები
- გაუფასურების ახალი მოდელის აღწერა
- IFRS 9 - ის გაუფასურების მოდელის მიმოხილვა: მიზანი, მოქმედების სფერო, ძირითადი პრინციპები
- მოსალოდნელ საკრედიტო ზარალის შეფასების სამი საფეხური
დღე 3
- საკრედიტო რისკის მნიშვნელოვანი ზრდა
- საკრედიტო ზარალის შეფასების ინდივიდუალური და კოლექტიური მიდგომა
- სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა (Default)
- შეძენილი ან შექმნილი გაუფასურებული ფინანსური აქტივები
- პრაქტიკული ხასიათის გამარტივებული მიდგომა
- მოსალოდნელი სირთულეები სტანდარტის დანერგვის განმავლობაში
საორგანიზაციო დეტალები :
- ტრენინგის დღეები: 17, 21 და 23 მაისი
- ტრენინგის საათები: 19:00 – 22:00
- შესვენება : 15 წუთი coffee break
- ღირებულება: 290 ლარი
- ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის 0%-იანი განვადებით
- მისამართი: ტრენინგის მისამართი: მისამართი: ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის #129ა
- ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი
ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში
All trainings
contact information
- Tbilis, Shalva Gazapkhuli str 10a; Batumi, A. Pushkini str. 73
- +995555091100;+995577279798;+995322060818
- [email protected]