თანამედროვე ბიზნეს გარემოში რეკრუტინგი მხოლოდ ვაკანსიის შევსების პროცესი აღარ არის – ის ორგანიზაციის ზრდის, ადამიანური კაპიტალის მართვისა და ბიზნეს შედეგების მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაწილია. სწორედ ამ თემას ეძღვნება Loialte-ს FAQ-ის მორიგი ეპიზოდი, სადაც hiro-ს რეკრუტინგის მიმართულების ხელმძღვანელი ნინუცა ჭანტურიძე და Insta-სა და Delight-ის ორგანიზაციული განვითარების და HR მიმართულების ხელმძღვანელი მარი მეტონიძე საუბრობენ რეკრუტინგზე, როგორც კომპანიის სტრატეგიულ პროცესზე.
ვიდეოში განხილულია შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ძირითადი სირთულეები, მათ შორის სწორი კანდიდატების იდენტიფიცირება, პროცესის ოპტიმიზაცია და გადაწყვეტილებების ხარისხი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმას, როგორ შეიძლება რეკრუტინგის პროცესის ეფექტიანობის გაზრდა, რათა ის მხოლოდ ოპერაციულ ფუნქციად არ დარჩეს და რეალურ ბიზნეს ღირებულებას ქმნიდეს.
ეპიზოდი ასევე წარმოაჩენს სწორად გაწერილი და სტრუქტურირებული რეკრუტინგ პროცესების ფინანსურ სარგებელს – როგორ ამცირებს ეფექტიანი შერჩევა ხარჯებს, ამცირებს არასწორი დაქირავების რისკს და ზრდის ორგანიზაციულ პროდუქტიულობას.
ეს რუბრიკა შექმნილია ბიზნესის მფლობელებისთვის, HR პროფესიონალებისა და მენეჯერებისთვის, რომლებიც ადამიანური რესურსების მართვას სტრატეგიული განვითარების ნაწილად განიხილავენ და პროცესების გაუმჯობესებაზე არიან ორიენტირებული.
Loialte-ის მიზანია, კომპლექსური HR საკითხები პრაქტიკულ ცოდნად გარდაქმნას და ბიზნესს დაეხმაროს უფრო ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაში.