დღევანდელ ბიზნეს გარემოში სტრატეგიული კომუნიკაცია მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი აღარ არის — ის ეფექტიანი მართვის, რეპუტაციის დაცვისა და ბიზნესის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ თემას ეძღვნება Loialte-ს FAQ-ის ახალი ეპიზოდი, სადაც Loialte-ს მმართველი პარტნიორი გიგა ფაიქიძე და რეპუტაციის მართვის კომპანია „მაინდერის“ დამფუძნებელი გიორგი კალატოზიშვილი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.
რუბრიკაში საუბარია სწორი და დროული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, რომელიც ორგანიზაციის შიდა პროცესების ეფექტიანობასა და გარე ურთიერთობების ხარისხზე პირდაპირ აისახება. განხილულია ასევე თანამედროვე ლიდერისთვის საჭირო კომუნიკაციური უნარები, გადაწყვეტილებების მკაფიო კომუნიკაცია, ნდობის ფორმირება და გუნდთან ეფექტიანი ურთიერთობა.
ეპიზოდი ყურადღებას ამახვილებს ეფექტური უკუკავშირის კულტურაზე, რომელიც ძლიერი ორგანიზაციული გარემოს ჩამოყალიბების საფუძველია, ასევე კრიზისული კომუნიკაციის მართვაზე, როდესაც სწორი გზავნილები და სწრაფი რეაგირება ბიზნესისთვის განსაკუთრებით გადამწყვეტი ხდება.
ეს ვიდეო რუბრიკა შექმნილია ბიზნესის მფლობელებისთვის, მენეჯერებისა და ლიდერებისთვის, რომლებიც კომუნიკაციას სტრატეგიულ რესურსად განიხილავენ და მისი ეფექტიანად გამოყენება სურთ.
Loialte-ის მიზანია, რთული მმართველობითი და კომუნიკაციური საკითხები პრაქტიკულ ცოდნად გარდაქმნას და ბიზნესს დაეხმაროს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში.
გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და თვალი ადევნეთ ახალ ეპიზოდებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან თემებზე.