თანამედროვე ბიზნეს გარემოში შრომით-სამართლებრივი საკითხების სწორი გაგება და პრაქტიკაში სწორად გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც დამსაქმებლებისთვის, ისე მენეჯმენტისთვის. სწორედ ამ მიზნით, Loialte-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლანა პაიჭაძე, „SR ჯგუფი საქართველოს“ დირექტორ გიორგი ჩაჩანიძესთან ერთად, განიხილავს იმ საკითხებს, რომლებიც ბიზნესში ხშირად იწვევს კითხვებს და პრაქტიკულ გამოწვევებს.
რუბრიკის ფარგლებში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა სტაჟირება და მისი სამართლებრივი არსი, ნორმირებული სამუშაო დრო, არასრულწლოვანთა შრომასთან დაკავშირებული რეგულაციები, ზეგანაკვეთური სამუშაოს ცნება და ანაზღაურების ფორმები, ასევე გამოსაცდელი ვადის გამოყენება შრომით ურთიერთობებში.
ეს ვიდეო რუბრიკა შექმნილია იმისთვის, რომ კომპლექსური სამართლებრივი ნორმები ბიზნესისთვის გასაგებ და პრაქტიკულად გამოსაყენებელ ცოდნად გარდაიქმნას. განხილვები ორიენტირებულია იმაზე, რომ ბიზნესის მფლობელებმა, HR მენეჯერებმა და ხელმძღვანელმა პირებმა უკეთ მართონ სამართლებრივი რისკები, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და გააძლიერონ ორგანიზაციული შესაბამისობა.
Loialte-ის მიზანია, იურიდიული საკითხები მხოლოდ თეორიულ დონეზე არ განიხილებოდეს – თითოეული თემა მიწოდებულია პრაქტიკული ხედვით, რეალურ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებით.
თუ თქვენთვის აქტუალურია სხვა შრომითი ან იურიდიული საკითხები, გაგვიზიარეთ კითხვები – მომდევნო ვიდეოებში მათაც განვიხილავთ.
გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და თვალი ადევნეთ ახალ ვიდეოებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ თემებზე.