image00001 (13)

რას გულისხმობს Loialté-ს იურიდიული მომსახურება

ბიზნესის წარმოება რთულ სამართლებრივ პროცესებთან არის დაკავშირებული. ყოველი ხელმოწერილი დოკუმენტი, თითოეული გადაწყვეტილება თქვენი კომპანიის მომავალს განსაზღვრავს. თანამედროვე ბიზნესგარემო მოქნილი და მუდმივად ცვალებადია. იმისთვის, რომ სიახლეებს ფეხი აუწყოთ, თან ისე, რომ უსაფრთხოდ, სამართლებრივი ჩარჩოების გათვალისწინებით შეძლოთ ეს ყოველივე, მნიშვნელოვანია, პროფესიონალთა იურიდიული მხარდაჭერა. ჩათვალეთ, რომ იურისტი თქვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც გეხმარებათ რისკების წინასწარ იდენტიფიცირებასა და მათ თავიდან არიდებაში. 

ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, თუ რას გულისხმობს ჩვენი იურიდიული მომსახურება და როგორ ეხმარება ის თქვენს ბიზნესს სტაბილურობის შენარჩუნებაში.

იურიდიული მომსახურება – Loialté-ს სერვისები

Loialte Legal უზრუნველყოფს იურიდიულ მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:

მას შემდეგ, რაც კომპანიის დაფუძნებას გადაწყვეტთ, ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბებიდან დაწყებული, მოგიწევთ სხვადასხვა იურიდიული საკითხის მოგვარება. Loialté Legal-ის გუნდს წარმატებულ ბიზნეს კომპანიებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს და ზუსტად იცის, როგორ უნდა გაგიმარტივოთ ეს, ერთი შეხედვით, კომპლექსური ბიუროკრატიული პროცესები. 

ბიზნესის რეგისტრაცია და ხელშეკრულებების მომზადება

ჩვენ გეხმარებით შეარჩიოთ ოპტიმალური სამართლებრივი ფორმა, რომელიც საუკეთესოდ მოერგება თქვენს ბიზნეს მოდელსა და საგადასახადო მოთხოვნებს. ვამზადებთ წესდებას, პარტნიორთა შეთანხმებას და ყველა საჭირო დოკუმენტაციას საჯარო რეესტრში წარსადგენად.

არასწორად ფორმულირებულმა ერთმა პუნქტმაც კი შეიძლება კომპანია დიდ ფინანსურ ზარალამდე ან ხანგრძლივ სასამართლო დავამდე მიიყვანოს. ჩვენ ვამზადებთ ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს საჭიროებიდან გამომდინარე (პარტნიორული ხელშეკრულებები, მიწოდების ხელშეკრულებები, ნასყიდობა, იჯარა და სხვ.). ჩვენი მიზანია, რომ ყოველი დოკუმენტი იყოს მაქსიმალურად მკაფიო და იცავდეს თქვენს ინტერესებს ნებისმიერი გაუთვალისწინებელი სიტუაციის დროს.

რეგულაციებთან შესაბამისობა და სამართლებრივი აუდიტი

სახელმწიფო რეგულაციებთან შეუსაბამობა ხშირად ხდება სოლიდური ჯარიმებისა და რეპუტაციული ზიანის მიზეზი. ჩვენი სერვისი მოიცავს თქვენი ბიზნესპროცესების სისტემურ ანალიზს, უზრუნველყოფთ თქვენი საქმიანობის სრულ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან. პრევენციული სამართლებრივი აუდიტი გვეხმარება პრობლემების აღმოფხვრაში მანამ, სანამ ისინი საზედამხედველო ორგანოს ინტერესის საგნად იქცევა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვა 

2024 წლიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვა ნებისმიერი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტად იქცა. Loialté Legal გთავაზობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) მომსახურებას, რაც მოიცავს:

  • მონაცემთა დამუშავების პროცესების აუდიტს
  • მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასებას (DPIA)
  • მონაცემთა საერთაშორისო გადაცემას
  • მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და სხვა დოკუმენტაციის შემუშავებას

ჩვენი მიზანია, თქვენი კომპანია იყოს სრულ შესაბამისობაში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონთან.

სასამართლოში წარმომადგენლობა

როდესაც დავა გარდაუვალია, საჭიროა შედეგზე ორიენტირებული სტრატეგია. ჩვენი ლიცენზირებული ადვოკატები სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში თქვენს ინტერესებს დაიცავენ. მომსახურება მოიცავს საქმის მასალების ანალიზიდან და სტრატეგიის შემუშავებიდან დაწყებული, საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგამდე თითოეულ ნაბიჯს. ჩვენი მიზანია დავა თქვენი კომპანიისთვის მინიმალური დანახარჯით დასრულდეს. ამისთვის მივმართავთ სხვადასხვა გზას, მათ შორის, მედიაციას, მოლაპარაკებებს.

დებიტორული პორტფელის მართვა

დებიტორული დავალიანებების არაგონივრული ზრდა აფერხებს ბიზნესის განვითარებას. Loialté Legal ამჟამად 500-ზე მეტ მსგვავს ქეისზე მუშაობს, რაც ჩვენს დიდ გამოცდილებაზე მეტყველებს. ჩვენი სერვისი მოიცავს როგორც მოლაპარაკებების ეტაპს, ისე სასამართლოში სამართალწარმოებას. ჩვენი მიზანია თქვენი კომპანიის ფინანსური მდგრადობის აღდგენა ოპერატიული და სამართლებრივად გამართული მართვის გზით.

შრომითი სამართალი

ჩვენი იურისტები გეხმარებიან რთული ბიზნეს მოლაპარაკებების წარმოებაში, რათა მიაღწიოთ თქვენთვის ოპტიმალურ პირობებს. პარალელურად, ჩვენ ვზრუნავთ თქვენს შრომითსამართლებრივ გარემოზე. ვამზადებთ შრომით ხელშეკრულებებს, შინაგანაწესებს და ვატარებთ ტრენინგებს მენეჯმენტისთვის, რათა შეიქმნას ჯანსაღი და სამართლებრივად დაცული სამუშაო კულტურა.

იურიდიული აუთსორსინგი

იურიდიული აუთსორსინგი გულისხმობს ზემოთ ჩამოთვლილი სერვისების გარე მომწოდებელზე გადატანას. ერთი იურისტის ნაცვლად, თქვენ იღებთ მრავალპროფილური ექსპერტთა გუნდის მხარდაჭერას. ბოლო წლებში ეს პრაქტიკა განსაკუთრებით პოპულარული გახდა სტარტაპებსა და მცირე ბიზნესებს შორის. ეს არის ხარჯების ოპტიმიზაციისა და მოქნილი მენეჯმენტის საუკეთესო საშუალება.

შეჯამება

Loialté-სთან თანამშრომლობით თქვენ დებთ ინვესტიციას ბიზნესის სტაბილურობის შენარჩუნებაში. ჩვენი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საშუალებას გაძლევთ, დაზოგოთ დრო, ენერგია და ფინანსები, რათა სრულად კონცენტრირდეთ თქვენს მთავარ მიზნებზე. 

ბოლო სიახლეები

როგორ შეუძლია ლოიალტეს თქვენი დახმარება?

WhatsApp
დაგვიკავშირდით

    კონტაქტი
    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები
    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი
    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები
    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]