საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობა ნებისმიერი ბიზნესის ძირითადი საზრუნავია, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი (საწარმო ან ორგანიზაცია). აღნიშნულის უზრუნველსაყოფად დაინტერესებულ პირებს დარგში არსებული, გამოცდილი კომპანიები სხვადასხვა სახის საგადასახადო მომსახურებას სთავაზობენ, რაც მათ საგადასახადო რისკების მინიმიზაციასა და სამართალდარღვევებისგან თავის არიდებაში მნიშვნელოვნად ეხმარება.
Loialté-სთან თანამშრომლობის შემთხვევაში, თქვენ დახმარებას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, კვალიფიციური საგადასახადო აუდიტორებითა და იურისტებით დაკომპლექტებული პროფესიონალების გუნდი გაგიწევთ. ჩვენი საგადასახადო მომსახურება ერგება თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებს და განკუთვნილია, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის, მიუხედავად მათი მასშტაბისა – იქნება ის, მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესი.
გაიარეთ საგადასახადო კონსულტაცია
Loialté გთავაზობთ თქვენთვის საინტერესო და აქტუალურ ნებისმიერ საგადასახადო საკითხზე კონსულტაციას, როგორც ერთჯერადად, ისე – განგრძობად პერიოდში. საგადასახადო კონსულტაცია გულისხმობს განსახილველი საკითხის ან ოპერაციის ანალიზს და აღნიშნულის საფუძველზე, ოპტიმალური საგადასახადო სტრატეგიის შედგენას და კანონმდებლობის შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას. საგადასახადო კონსულტაცია დაგეხმარებათ, თავი გაართვათ კომპლექსურ საგადასახადო ოპერაციებს და შეამციროთ მოსალოდნელი საგადასახადო ტვირთი. ამ ტიპის საგადასახადო მომსახურება მაქსიმალურად მოქნილია და შესაძლოა წარიმართოს – როგორც პირადი შეხვედრის, ისე სატელეფონო, ვიდეო ზარის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
საგადასახადო აუდიტი და დეკლარაციების კონტროლი
საგადასახადო აუდიტის სერვისი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებას ისახავს მიზნად. უშუალოდ პროცესი საკმაოდ კომპლექსურია, თუმცა ჩვენი მხარდაჭერით თქვენ შეძლებთ მის გამარტივებას, შედეგად კი მიიღებთ ინფორმაციას განვლილ პერიოდში არსებული საგადასახადო სამართალდარღვევებისა და გამოუყენებელი ან აუთვისებელი შეღავათების შესახებ, შესაბამის თანხობრივ მონაცემებს და გამოვლენილი საკითხების სამართლებრივ დასაბუთებას, მათ გამოსწორებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებთან ერთად.
განვლილი პერიოდის საგადასახდო რისკების შეფასების პარალელურად, ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საგადასახადო ვალდებულებების დროული და ზუსტი დეკლარირება. ბოლო წლებში სულ უფრო აშკარაა, რომ შემოსავლების სამსახურმა კონტროლის პროცედურები გაამკაცრა – შესაბამისად, დეკლარაციებში დაშვებულმა შეცდომებმა შესაძლოა დამატებითი კითხვები, ზოგიერთ შემთხვევაში კი საგადასახდო შემოწმების დანიშვნაც კი გამოიწვიოს. ასეთ რეალობაში, სასურველია, საგადასახადო დეკლარაციები წინასწარ, მათ შემოსავლების სამსახურში გადაგზავნამდე გადაამოწმოთ, რაშიც Loialté-ს დეკლარაციების კონტროლის მომსახურება დაგეხმარებათ. შედეგად, თქვენ მიიღებთ მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში წარდგენილ საგადასხადო დეკლარაციებს და თავიდან აირიდებთ გაუთვალისწინებელ სანქციებს და ზედმეტ ადმინისტრაციულ წნეხს.
Loialté დაგეხმარებათ საგადასახადო შემოწმების პროცესში
Loialté შესაძლებლობას გაძლევთ საგადასახადო შემოწმების პროცესში ისარგებლოთ კვალიფიციური საგადასახდო აუდიტორების მხარდაჭერით. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს მთლიანი პროცესის ზედამხედველობას და დაიცავს თქვენს ინტერესებს საგადასახადო შემოწმების თაობაზე შეტყობინების მიღებიდან – საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემამდე. ჩვენი სერვისი დაგეხმარებათ, მარტივად და წარმატებით გაართვათ თავი საგადასახადო ორგანოსთან გამართულ მოლაპარაკებებს, მოთხოვნილი ფორმების შევსებას და საჭირო ინფორმაციის და დკუკმენტაციის წარდგენას – რაც საბოლოო ჯამში თავიდან აგაცილებთ უსამართლოდ დარიცხულ გადასახადებს და ჯარიმებს.
საგადასახადო დავებში საჭირო მხარდაჭერა
საგადასახადო შემოწმებაში კვალიფიციური საგადასახადო აუდიტორების მხარდაჭერა, შემოწმების წარმატებით დასრულების შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის, თუმცა შემოწმების ეტაპზე სასურველი შედეგის მიღწევა დაგვიანებული ჩართულობის გამო ხშირად რთულდება და საჭიროა საქმის დავის განმხილველ ორგანოებში წარმართვა.
საგადასახადო დავის წამოწყება და მისი თანმდევი ეტაპები სპეციფიკურ გამოცდილებას მოითხოვს, როგორც პროცედურულ, ისე საგადასახადო საკითხებში, რაც გადასახადის გადამხდელებისთვის პროცესს უფრო რთულს და საფრთხილოს ხდის. მაგალითისთვის, ვადის დარღვევამ ან საჩივრის არასწორად შედგენამაც კი შესაძლოა საჩივრის განუხილველად დატოვება და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების შემცირების შესაძლებლობის ხელიდან გაშვება გამოიწვიოს.
Loialté-ს აუდიტორების გუნდი კარგად იცნობს საგადასახადო კანონმდებლობას და აქვთ როგორც საგადასახადო ორგანოში, ასევე მათთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. ეს საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ საგადასახადო დავებში მხარდაჭერის სრული სერვისი – დაწყებული სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბებით და შესაბამის ინსტანციებში სამართლებრივი წარმომადგენლობით, დასრულებული გადაწყვეტილების აღსრულებაში კვალიფიციური თანამონაწილეობით.
გაიგეთ მეტი, საგადასახადო დავებში Loialté-ს მხარდაჭერის შესახებ.
საგადასახადო ვალის მართვა და შეთანხმებისას შუამდგომლობა
თუ თქვენ გიფიქსირდებათ საგადასახადო დავალიანება და მიმდინარე პერიოდში არ გაქვთ საკმარისი ფულადი რესურსი ან საგადასახადო ვალდებულებების სრულად დაფარვა შეაფერხებს თქვენს ბიზნეს აქტივობას და გსურთ ჯარიმებისა და საურავის შემცირების მიზნით მიმართოთ საგადასახადო ორგანოს ან ძირითადი გადასახადი დაფაროთ გადანაწილების გზით, მაშინ საგადასახადო შეთანხმებასა და ვალის მართვაში Loialté-ს მხარდაჭერის მომსახურება სწორედ თქვენთვის არის.
ძირითად რა განსხვავებს საგადასახადო შეთანხმებასა და ვალის მართვაში მხარდაჭერის მომსახურებას?
- ვალის მართვაში მხარდაჭერის მომსახურებით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა არსებული საგადასახადო ვალდებულება გადაანაწილოთ წინასწარ განსაზღვრულ, შეთანხმებულ პერიოდზე და ამავე პერიოდის განმავლობაში (გრაფიკის შესაბამისად) გადაიხადოთ ის;
- საგადასახადო შეთანხმებაში მხარდაჭერის მომსახურებით კი თქვენ გაქთ შესაძლებლობა შეიმციროთ საგადასახადო დავალიანება ან მისი ნაწილი, მოსაკრებლის თანხა ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმა და საურავი, ხოლო დარჩენილი ნაწილი გადაიხადოთ წინასწარ შეთანხმებული პერიოდულობით და მოცულობით.
წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა
წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნით, შეგიძლიათ, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ანგარიშგების წესების ან შესასრულებელი ვალდებულებების თაობაზე წინასწარ გაეცნოთ საგადასახადო ორგანოს შეფასებას და იხელმძღვანელოთ მათი განმარტებების შესაბამისად. Loialté-ს გუნდი უზრუნველყოფს, რომ წინასწარი გადაწყვეტილების საფუძველზე თქვენი ოპერაციები გამჭვირვალედ, დამატებითი საგადასახადო ტვირთის გარეშე, პროგნოზირებად გარემოში განხორციელდეს.
მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
სატრანსფერო ფასწარმოქმნა
საბაზრო პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებული მაღალი რისკების გამო, ქვეყნის გარეთ რეგისტრირებულ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებულ ტრანზაქციებს საგადასახადო ორგანო განსაკუთრებულად აკონტროლებს. Loialté-ს სატრანსფერო ფასწარმოქმნის (Transfer Pricing) მომსახურება უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის კონტროლირებული საერთაშორისო ოპერაციების გამჭვირვალობას, მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობასა და თანხმლები რისკების ეფექტურ მართვას.
შეჯამება
მომსახურების სფეროში საგადასახდო მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მიმართულებაა, რომელიც შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს.
loialté მზადაა თქვენთან ერთად გაიზიაროს ეს პასუხისმგებლობა და დაგეხმაროთ საგადასახადო მიმართულებით არსებული ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში, რისთვისაც Loialté-ში დაგხვდებიან გამოცდილი საგადასახადო აუდიტორები და კონსულტანტები, რომლებსაც გააჩნიათ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში (მათ შორის, შემოსავლების სამსახურში) მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ამასთან, Loialté-ს პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ, საგადასახადო მომსახურების ხარისხი კი აღიარებულია ISO 9001:2015 სტანდარტით.