d0f04f68 d365 4bd5 a390 6516e3588213

რატომ იზრდება ბუღალტრული აუთსორსინგის მოთხოვნა მსოფლიო და ქართულ ბაზარზე?

გლობალური მოთხოვნა ბუღალტრული აუთსორსინგის სერვისებზე 2024 წლის მონაცემებით, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში 40%-ით გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბრიტანული აუთსორსინგული კომპანია AdvanceTrack, რომელიც აღნიშნავს, რომ მათი სერვისის მიმართ მოთხოვნა მხოლოდ გასულ წელს გაორმაგდა და მისი პროგნოზით 2034 წლისთვის კომპანიების 50%-ზე მეტი ნაწილობრივ ან მთლიანად მიმართავს ბუღალტრულ აუთსორსინგს.

ზრდის ტენდენციას ადასტურებს არაერთი კვლევა, ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, 2023 წელს გუგლის საძიებო სისტემაში “ბუღალტრული აუთსორსინგის” მოთხოვნა 19% არის გაზრდილი. დამატებით, მომხმარებელთა ქცევის კვლევის კომპანია Statista-ს მონაცემებით, გლობალური აუთსორსინგის დანახარჯები 2019 წლიდან 41%-ით გაიზარდა.

Statista-ს მონაცემების მიხედვით, გლობალური აუთსორსინგის ბაზარი 2023 წელს 971.2 მილიარდ დოლარს აღწევდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.8%-ით მეტია. არსებული ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ 2025 წლის ბოლოსთვის ბაზრის მოცულობა 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.

სერვისის ტიპის მიხედვით, ფინანსებისა და ბუღალტერიის (Finance & Accounting) მომსახურებამ ბაზარზე დომინირებს და 2024 წელს შემოსავლის 21%-ზე მეტი წილი დაიკავა.

აღნიშნული მზარდი სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ბუღალტრული აუთსორსინგი (FAO -Finance and Accounting outsource) ბოლო წლებში არა მხოლოდ ხარჯების შემცირების ინსტრუმენტი გახდა, არამედ სტრატეგიული, ციფრული ბიზნეს ფუნქციაც შეითავსა. მისი მზარდი პოპულარობა განპირობებულია რამდენიმე ძირითადი ტენდენციით, რომელთაგან, ყველაზე რადიკალური ცვლილება უკავშირდება COVID-19 პანდემიას და მასთან დაკავშირებულ ციფრულ ტრანსფორმაციას. ქვემოთ განხილულია ის მნიშვნელოვანი მიზეზები რომელთა ერთობლიობაც აყალიბებს დღევანდელ FAO ბაზარს.

1. COVID‑19 პანდემიის იმპულსი და დისტანციური მუშაობა

პანდემიამ შექმნა არაორდინალური სიტუაცია ბაზარზე: ნათლად გამოიკვეთა ფინანსური და ბუღალტრული ფუნქციების შესრულების რისკი მუშაობის შეზღუდვისა და ოფისებში ყოფნის შეუძლებლობის გამო. ამ გარემოში აუთსორსინგი მოგვევლინა როგორც მყარი და ეფექტური გამოსავალი: პროვაიდერები, რომლებიც მოქმედებენ დამოუკიდებლად, აქვთ დისტანციურად მუშაობის გამოცდილება და შესაძლებლობა, ჰყავთ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები და აქვთ ნებისმიერი პროცესის დისტანციურად მართვის ტექნოლოგიური მხარდაჭერა, რითაც უზრუნველყოფენ სამუშაო პროცესების უწყვეტად მიმდინარეობას ყოველგვარი ხარვეზის და შეფერხების გარეშე. BusinessResearchInsights მიუთითებს, რომ პანდემიის დროს კომპანიებმა უფრო სწრაფად დაიწყეს ტექნოლოგიური მიდგომების (მაგალითად, cloud სისტემები, RPA-რობოტული სისტემების ავტომატიზაცია, AI) გამოყენება, ხოლო FAO პროვაიდერები ადაპტირდნენ ახალ დისტანციური სერვის-მოდელებთან.

IQ BackOffice‑ის მიმოხილვა ხაზგასმით აღწერს თუ როგორ დამკვიდრდა პრაქტიკაში ვიდეო კონფერენციების, ვირტუალური სამუშაო სივრცეების და პროექტების მართვის სხვადასხვა პლატფორმების გამოყენება, რაც კომპანიებს აძლევდა საშუალებას ემართათ აუთსორსინგული ბუღალტრული გუნდი რეალურ დროში, გეოგრაფიული ბარიერების მიუხედავად.

2. ხარჯების შემცირება და ეკონომიკური პერსპექტივები

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის ხარჯების ეფექტური მართვა და ოპტიმიზაცია. ბუღალტრული აუთსორსინგი ამ მხრივ განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქმნის: კომპანიას შეუძლია აუთსორს კომპანიაზე გადაანაწილოს ის პროცესები, რომლებიც ზედმეტად დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს. შედეგად, მნიშვნელოვნად მცირდება ისეთი დანახარჯები, როგორიცაა შიდა ბუღალტრის აყვანა, მის მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, შრომითი ურთიერთობების მართვა და თანამშრომლის შენარჩუნებასთან დაკავშირებული ხარჯები.

გარდა ამისა, მცირდება საოფისე ინფრასტრუქტურის მოწყობის საჭიროება, ტექნიკა, პროგრამული უზრუნველყოფა, ლიცენზიები, დაცული IT გარემო და სხვა ოპერაციული ხარჯები. 

Accounting Today-ის ანალიტიკაში ხაზგასმულია, რომ ბუღალტრული მომსახურების აუთსორსინგი ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს მიიღონ მაღალკვალიფიციური ექსპერტების მხარდაჭერა გაცილებით ნაკლებ დანახარჯად, ვიდრე ეს შიდა შტატის შექმნის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. ამ გზით ბიზნესი იღებს არა მხოლოდ ფინანსურ სარგებელს, არამედ ზრდის მომსახურების ხარისხს, პროცესების სიზუსტეს და უსაფრთხოებას, რაც საბოლოოდ მის ზრდასა და გრძელვადიან სტაბილურობას უზრუნველყოფს.

3. კვალიფიციური თანამშრომლების დეფიციტი

როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო ბაზარზე კომპანები აწყდებიან კვალიფიციური თანამშრომლების მოძიების პრობლემას. მათ შორის კვალიფიციური კადრების დეფიციტი განსაკუთრებულად მწვავე საკითხს წარმოადგენს ისეთ სფეროში, როგორიცაა ბუღალტერია. შესაბამისად, მზარდია მოთხოვნა აუთსორსინგის საშუალებით მაღალი ექსპერტიზის მქონე თანამშრომლების მიერ გაწეულ მომსახურებაზე.

გარდა იმისა, რომ ბუღალტრული აუთსორსინგის გზით კომპანიები იღებენ კვალიფიციური და დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალების მხარდაჭერას, ბუღალტერიის აუთსორსზე გატანა კომპანიის მენეჯმენტს აძლევს შესაძლებლობას, დრო და რესურსი დაუთმოს სტრატეგიულ ამოცანებს, ახალი პროდუქტების შემუშავებას, სამომხმარებლო გამოცდილების დახვეწა/გაუმჯობესებას და ზოგადად ყველა იმ სამუშაოს, რაც კომპანიის ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, ხოლო ისეთი რუტინული და ტექნიკური საქმიანობა, როგორიც ბუღალტერიაა მიანდოს გამოცდილ ბუღალტრულ კომპანიას.  

4. ტექნოლოგიური ინოვაციები

აუთსორსინგ პროვაიდერები აქტიურად ითვისებენ ტექნოლოგიებს, როგორიცაა RPA (რობოტური პროცესების ავტომატიზაცია), AI და მონაცემთა ანალიტიკა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა: პირველადი დოკუმენტების დამუშავება და პროგრამული აღრიცხვა, საბანკო ტრანზაქციების აღრიცხვა, სხვადასხვა ფინანსური ანგარიშგებების შედგენა,  აქცევს უფრო სწრაფ და მოქნილ პროცესებად.

ასევე, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად ამცირებს შეცდომების დაშვების ალბათობას, რომლებიც გამოწვეულია ადამიანური ფაქტორით. ავტომატიზაცია უზრუნველყოფს სტანდარტიზებულ, თანმიმდევრულ და კონტროლირებად პროცესებს, რაც ამცირებს შეცდომის დაშვების რისკებს და უზრუნველყოფს მონაცემების სანდოობას. შედეგად, კომპანიის ფინანსური კონტროლი უფრო გამჭვირვალე და სტაბილური ხდება.

5. უსაფრთხოება და რეგულაციების დაცვა

პანდემიის შემდეგ კომპანიებმა უფრო ღრმად გაიაზრეს მათი საჭიროებები მონაცემთა უსაფრთხოების მიმართულებით. ბუღალტრული აუთსორსინგის პროვაიდერები პასუხობენ ამ მოთხოვნას თანამედროვე უსაფრთხოების პროტოკოლებით, უსაფრთხო ღრუბლოვანი პლატფორმებითა და რეგულაციებთან შესაბამისობით.

Accounting Today ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომპანიებისთვის აუთსორსინგი არა მხოლოდ საშუალებაა ხარჯების დაზოგვისთვის, არამედ სანდო გზა ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისთვის, განსაკუთრებით პანდემიური კრიზისების პირობებში, როდესაც მონაცემთა დაცვა და ინფორმაციაზე დისტანციური წვდომა კრიტიკული მნიშვნელობის გახდა.

რა გამოწვევებს ვაწყდებით ბუღალტრული აუთსორსინგით სარგებლობისას?

ბუღალტრული სერვისების აუთსორსინგი მრავალი კომპანიისთვის მიმზიდველი გადაწყვეტაა, რადგან მათ საშუალებას აძლევს ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად შეამცირონ საოპერაციო ხარჯები, ხოლო მეორე მხრივ, მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება კვალიფიციური სპეციალისტებისგან. ეს მოდელი განსაკუთრებით ღირებულია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ საკუთარი რესურსები მიმართონ მთავარი საქმიანობის გაძლიერებისკენ როგორიცაა ბიზნესის განვითარება, გაყიდვების სტიმულირება ან ოპერაციული პროცესების გაუმჯობესება. რის შედეგადაც იზრდება საერთო პროდუქტიულობა და სტრატეგიული მოქნილობა.

თუმცა, აუთსორსინგს ახლავს მთელი რიგი გამოწვევებიც, რომლებიც სწორად მართვას საჭიროებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მონაცემთა უსაფრთხოება. როდესაც კომპანია სენსიტიურ ფინანსურ ინფორმაციას მესამე მხარეს აბარებს, ბუნებრივია ჩნდება კითხვები კონფიდენციალურობის, კიბერუსაფრთხოების და რეგულაციების (მაგალითად AML/CFT) დაცვის შესახებ.

სხვა კრიტიკული გამოწვევაა კომუნიკაცია და პროცესების კოორდინაცია. დისტანციური სამუშაო მოდელი ზოგჯერ ართულებს ინფორმაციის დროულ გაცვლას, რამაც შეიძლება გააჭიანუროს პროცესები, ან მონაცემთა არასწორი ინტერპრეტირება გამოიწვიოს. ასევე აქტუალურია ხარისხის კონტროლის საკითხი, დამკვეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია დარწმუნდეს, რომ მომსახურება სრულად შეესაბამება კომპანიის შიდა სტანდარტებსა და ბიზნესის სპეციფიკას.

მიუხედავად ამ გამოწვევებისა, აუთსორსინგის მიმართ არსებული სკეპტიციზმი წლების განმავლობაში საგრძნობლად შესუსტდა. ინდუსტრიაში დამკვიდრდა მკაცრი უსაფრთხოების პროტოკოლები, კომპანიები ქმნიან სწრაფ და მოქნილ კომუნიკაციის არხებს და ავითარებენ ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს და ზრდის დამკვეთების ნდობას.

ბუღალტრული აუთსორსინგის მიმართ მოთხოვნის ზრდაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს კვალიფიციური კადრების დეფიციტი, რაც მთელ მსოფლიოში მწვავე პრობლემად იქცა. ბუღალტერიაში კადრების ნაკლებობა, ახალგაზრდა პროფესიონალების შემცირებული ინტერესი და საგრძნობლად გაზრდილი სახელფასო მოთხოვნები კომპანიებს აიძულებს ალტერნატიული გზებით მიიღონ საჭირო ექსპერტიზა. 

დღეს უკვე ფართოდ არის აღიარებული, რომ ჰიბრიდული სამუშაო ძალა, რომელიც აერთიანებს შიდა და გარე ექსპერტიზას, კომპანიებს აძლევს ოპერაციული მოქნილობის, სტაბილურობისა და ზრდის რეალურ შესაძლებლობას. ასეთი მოდელი ამცირებს დამოკიდებულებას მხოლოდ შიდა რესურსებზე და ბიზნესს ბევრად მეტ შესაძლებლობას უხსნის ადაპტირდეს ბაზრის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებზე.

ევროპული მოდელი

ბოლო ათწლეულში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი აქტიურად ჩაერთო ციფრულ ტრანსფორმაციაში, თუმცა, მიუხედავად მაღალი კონკურენციისა, გამოკვეთილ ლიდერად პოლონეთი ჩამოყალიბდა. ქვეყანა გადაიქცა ტექნოლოგიური ცვლილებების ეპიცენტრად როგორც კერძო სექტორში, ისე სახელმწიფო დონეზე. ამ ცვლილებების საფუძველს მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციები არ წარმოადგენდა, მათ წინ უძღოდა სტრატეგიული ხედვა, განათლებაზე ფოკუსირებული პოლიტიკა და ძლიერი ბიზნეს-ეკოსისტემის ჩამოყალიბება.

რატომ გახდა პოლონეთი ლიდერი?

პირველ რიგში, ქვეყანამ მიზანმიმართულად დაიწყო ინვესტირება IT განათლებასა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებაში. პოლონეთი დღეს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ტექნოლოგიურ ჰაბად ითვლება, სადაც ყოველწლიურად ათიათასობით მაღალკვალიფიციური დეველოპერი, ფინანსისტი და RPA (რობოტული სისტემების ავტომატიზაცია)/AI სპეციალისტი ამთავრებს უნივერსიტეტს. ტალანტებით გაჯერებული ბაზარი ბუნებრივად იქცა ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომლებიც სხვადასხვა პროცესების აუთსორსინგს ცდილობდნენ.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სახელმწიფოს პროაქტიური მონაწილეობა პროცესში. პოლონეთმა დანერგა საწარმოების მხარდაჭერის პროგრამები და შექმნა მოქნილი საგადასახადო სისტემა ტექნოლოგიური ინვესტიციებისთვის. სახელმწიფო სტრატეგიულად უჭერდა მხარს ავტომატიზაციას, ციფრულ სერვისებს და ბიზნესის ტექნოლოგიურ განახლებას.

სწორედ ამგვარმა სინერგიამ – ძლიერი განათლება, აქტიური სახელმწიფო პოლიტიკა და ინოვაციური ბიზნესი, პოლონეთი აქცია ერთ-ერთ მთავარ ჰაბად ფინანსური ოპერაციების აუთსორსინგის, RPA ავტომატიზაციისა და თანამედროვე ERP სისტემების დანერგვის მიმართულებით.

გარდა ამისა, პოლონეთი იყო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც კომპანიებმა დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული მოდელების რეალური დანერგვა ბუღალტერიასა და ფინანსურ ოპერაციებში. ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიებმა სწრაფად გააცნობიერეს, რომ ოპერაციული პროცესების ავტომატიზაცია მხოლოდ დროისა და დანახარჯების დაზოგვის საშუალება არ არის. ეს არის კონკურენტული უპირატესობა, რომელიც კომპანიას ხარისხით, სიზუსტით, ანგარიშგების სისწრაფით და რეგულაციების შესრულების მაღალი სტანდარტით გამოარჩევს.

რა პერსპექტივები აქვს ბუღალტრული აუთსორსინგის ბაზარს საქართველოში?

საქართველო დღეს დგას იმ საფეხურზე, რომელზეც პოლონეთი იდგა 2005–2010 წლებში, ბაზარი ჯერ არ არის სტრუქტურირებული, მაგრამ სწორედ ახლა იწყება სწრაფი გავნითარების ფაზა, გავდივართ იმავე ტექნოლოგიურ გზას რომელიც გაიარა პოლონეთმა, თუმცა ჩვენი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლებელია უკვე მიღებული გამოცდილების პირდაპირ ჩვენს რეალობაში გადმოტანა.

საქართველოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ოფიციალური სტატისტიკა ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა ბაზარზე დაკვირვება აშკარად აჩვენებს, რომ ადგილობრივი სტარტაპები და მცირე და საშუალო ბიზნესები სულ უფრო მეტად ენდობიან აუთსორსინგულ მომსახურებას, როგორც პრაქტიკულ გამოსავალს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ასევე შეინიშნება საინტერესო ტენდენცია, გარდა MSME ბიზნესისა, აუთსორსინგით აქტიურად ინტერესდებიან მე-3 და მე-2 ზომითი კატეგორიის კომპანიებიც.

დასკვნა

ქართული ბუღალტრული აუთსორსინგის ბაზარი სწრაფი ტრანსფორმაციის გზაზეა: ვითარდება ტექნოლოგიები და იხვეწება უსაფრთხოების სტანდარტები. ამ ყველაფრის ერთობლიობა ქმნის საფუძველს არა მხოლოდ ლოკალურად მომსახურების გაწევისთვის, არამედ იძლევა ბუღალტრული სერვისების საერთაშორისო ბაზარზე გატანის შესაძლებლობასაც.

კონკრეტული მაგალითები ადასტურებს, რომ საქართველო ეტაპობრივად იძენს საერთაშორისო აუთსორსინგის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობებს. მაგალითისთვის, IT სექტორმა ბოლო წლებში შეძლო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე. მსგავსად, ბუღალტრული აუთსორსინგის სფეროც უკვე გამოხატავს მზაობას: ტექნოლოგიურად აღჭურვილი კომპანიები მზად არიან უზრუნველყონ დისტანციური სერვისი, შეასრულონ მომსახურება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოემსახურონ გარე კლიენტებს. ამის ნათელი მაგალითია Loialté, რომელიც უკვე წარმატებით აწვდის ბუღალტრულ აუთსორს მომსახურებას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მოქმედ კომპანიებს. 

ლოიალტეს გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქართულ კომპანიებს შეუძლიათ ბუღალტრული აუთსორსინგის საერთაშორისო ბაზარზე ღირსეული კონკურენციის გაწევა. ეს ხდება სტანდარტების დაცვით, ტექნოლოგიური იარაღების გამოყენებით და მონაცემთა უსაფრთხოების მაღალი დონით. პოტენციალის გასაზრდელად ყურადღება უნდა გამახვილდეს საერთაშორისო ანგარიშგების სტანდარტების (IFRS, GAAP) სრულად ათვისებასა და შესაბამისი გამოცდილების მქონე კადრების მოზიდვაზე; მონაცემთა უსაფრთხოების მაღალ დონეზე და თანამედროვე ტექნოლოგიების (მათ შორის, cloud სისტემები, დაცული დისტანციური პლატფორმები) გამოყენებაზე.

ბოლო სიახლეები

WhatsApp
დაგვიკავშირდით

გამოიწერეთ სიახლეები

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]