insights - what is inventory

რა არის ინვენტარიზაცია?

ინვენტარიზაციას ბიზნესები ხშირად მხოლოდ სავალდებულო ფორმალობად აღიქვამენ, თუმცა რეალურად მას მნიშვნელოვანი როლი აქვს ფინანსური კონტროლისა და აქტივების ეფექტურად მართვის კუთხით. სწორად ჩატარებული ინვენტარიზაცია კომპანიას აძლევს ზუსტ სურათს არსებული მარაგებისა თუ ძირითადი საშუალებების შესახებ და ხელს უწყობს გამჭვირვალე და სტაბილურ საოპერაციო პროცესებს.

პროფესიონალურად დაგეგმილი და ჩატარებული ინვენტარიზაცია დანაკარგებს თავიდან აგაცილებთ და მართვის ხარისხს აუმჯობესებს. სწორედ ასეთ მომსახურებას უზრუნველყოფს Loialte, რომელიც კომპანიებს სთავაზობს ინვენტარიზაციის სრულყოფილ პროცესს, დაგეგმვიდან შედეგების ანალიზამდე. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, რა არის ინვენტარიზაცია და რატომ წარმოადგენს იგი ბიზნესის მართვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.

ინვენტარიზაციის შესახებ

ინვენტარიზაცია არის აქტივების (სასაქონლო მარაგები, ძირითადი საშუალებები) აღრიცხვის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ფაქტობრივი რაოდენობის შეჯერებას ბუღალტრულ მონაცემებთან. მისი საშუალებით კომპანიები დაკარგულ, დაზიანებულ ან ზედმეტ ნივთებს იკვლევენ და მარაგის მდგომარეობას აფასებენ, ასევე ლოგისტიკასა და შესყიდვებს აუმჯობესებენ. 

ინვენტარიზაცია ბიზნესს ეხმარება:

  • სიზუსტის უზრუნველყოფაში – რომ მონაცემები შესაბამისობაში იყოს რეალურ მდგომარეობასთან;
  • დანაკლისებისა და ზედმეტობების გამოვლენაში – რათა დროულად აღმოაჩინოთ შეუსაბამობები მარაგებში თუ ძირითად საშუალებებში;
  • დაგეგმვასა და კონტროლში – რადგან სწორი ნაშთები ამარტივებს შესყიდვებს, ლოგისტიკასა  და ხარჯების მართვას.

სწორად ჩატარებული ინვენტარიზაცია ქმნის უფრო გამჭვირვალე პროცესებს და ამცირებს გაუთვალისწინებელი დანაკარგების რისკებს.

რატომ და როდის არის საჭირო ინვენტარიზაცია?

ინვენტარიზაცია საჭიროა იმისთვის, რომ კომპანიამ საკუთარი აქტივოების შესახებ მონაცემთა სიზუსტე და ფინანსური გამჭვირვალობა უზრუნველყოს – ფაქტობრივი ნაშთები ყოველთვის უნდა ემთხვეოდეს ბუღალტრულ აღრიცხვას. ინვენტარიზაციის უგულვებელყოფა ზრდის შეცდომების, დანაკარგებისა და არასწორი გადაწყვეტილებების რისკებს.

ინვენტარიზაცია განსაკუთრებით საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:

  • მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ცვლილებისას;
  • დანაკლისების ან ზედმეტობების აღმოჩენისას;
  • კომპანიის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციისას.

რა რისკებს წარმოშობს გაუმართავი ინვენტარიზაციის პროცესი

გაუმართავი ან არაზუსტად ჩატარებული ინვენტარიზაცია ბიზნესისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნის და პირდაპირ (ნეგატიურად) აისახება როგორც საოპერაციო პროცესებზე, ისე ფინანსურ შედეგებზე. არასწორად დაგეგმილი ან ქაოტურად შესრულებული ინვენტარიზაცია ხშირად იწვევს დროის უსარგებლო კარგვასა და პროცესის გაჭიანურებას, რაც დამატებით ტვირთად აწვება კომპანიას.

ინვენტარიზაციის არ ან არასწორად ჩატარება იწვევს შეცდომებს აღრიცხვაში და იძლევა არასწორ მონაცემებს. შედეგად, ბიზნესი ან ზედმეტ მარაგს იძენს, ან პირიქით, დეფიციტთან გამკლავება უწევს. განსაკუთრებით პრობლემურია ზედმეტი მარაგის (ე.წ. მკვდარი მარაგების) დაგროვება, როდესაც პროდუქცია ან მასალები დიდხანს რჩება უძრავად, იკავებს სივრცეს და “ყინავს“ ფინანსურ რესურსებს, რომლებიც სხვა მიმართულებით შეიძლებოდა ეფექტიანად გამოყენებულიყო.

როგორ გავხადოთ ინვენტარიზაცია უფრო ეფექტური

ინვენტარიზაცია სწორად ორგანიზებული პროცესით იწყება, როცა წინასწარ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობები, სამუშაო გეგმა და დასათვლელი პოზიციების სია. ეს ქაოსს ამცირებს, აღწერას აჩქარებს და შედეგების სიზუსტეს ზრდის.

ეფექტური ინვენტარიზაციისთვის მნიშვნელოვანია:

  • პროცესის წინასწარი დაგეგმვა და საინვენტარიზაციო ჯგუფის ფორმირება;
  • მარაგებისა და სხვა აქტივების დეტალური სიის მომზადება/გამოთხოვა (დასახელება, რაოდენობა, ადგილმდებარეობა და ა.შ.);
  • ფაქტობრივი მონაცემების ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარება და შეუსაბამობების იდენტიფიცირება/შესწორება;
  • საჭიროების შემთხვევაში აქტივების დაჯგუფება, დასურათება და შტრიხკოდების მინიჭება

თუ გსურთ პროცესი იყოს სწრაფი და მაქსიმალურად ზუსტი, ერთ-ერთი პრაქტიკული გამოსავალია ინვენტარიზაციის აუთსორსინგი. Loialte უზრუნველყოფს ინვენტარიზაციის სრულ ციკლს, დაგეგმვიდან პროცესის ჩატარებამდე და საბოლოო დეტალური ანგარიშის მოწოდებამდე, სადაც ასახულია აღმოჩენილი შეუსაბამობები, ანალიზი და რეკომენდაციები მართვის სისტემების გასაუმჯობესებლად.

შეჯამება

ინვენტარიზაცია არ არის მხოლოდ ფორმალური პროცედურა, ეს არის ეფექტური მართვის ინსტრუმენტი, რომელიც ბიზნესს მარაგებისა და აქტივების რეალურ სურათს აჩვენებს და მონაცემების სიზუსტეს ამყარებს. სწორად დაგეგმილი და ორგანიზებული ინვენტარიზაცია შეცდომებს ამცირებს, დანაკარგებს თავიდან აგაცილებთ და რესურსების უფრო ეფექტიან მართვაში დაგეხმარებათ.

ტექნოლოგიების გამოყენება, სტანდარტიზებული მიდგომა და საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის აუთსორსინგი უზრუნველყოფს პროცესის სისწრაფესა და მაქსიმალურ სიზუსტეს,  რაც საბოლოოდ ბიზნესის მომგებიანობასა და ფინანსურ სტაბილურობაზე პოზიტიურად აისახება.

 

ბოლო სიახლეები

როგორ შეუძლია ლოიალტეს თქვენი დახმარება?

WhatsApp
დაგვიკავშირდით

    კონტაქტი
    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები
    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი
    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები
    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]