sML8V1yVOfwsBKms

რა არის საგადასახადო შემოწმება?

საგადასახადო შემოწმება არის საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის ფინანსური დოკუმენტების შესწავლა, იმისათვის, რომ გადასახადების გადახდის სისწორე დადასტურდეს.

საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.

კამერალური საგადასახადო შემოწმება: პროცედურა და ფარგლები

კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე და ხანდაზმულობის გათვალისწინებით იგი შეიძლება მოიცავდეს სრულ შესამოწმებელ პერიოდს ან კონკრეტულ საკითხს, მაგალითად: დამატებული ღირებულების გადასახადის რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრას, გამოწერილი ან/და მიღებული ანგარიშ-ფაქტურების/საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორეს, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების გამოქვითვის სისწორეს და ა.შ.

კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა.

კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.

კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებას ვადა არ აქვს.

გასვლითი საგადასახადო შემოწმება: შეტყობინება, ვადები და ფარგლები

გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე და გადასახადის გადამხდელს შემოწმების დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღისა ეგზავნება შეტყობინება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით (გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე RS-ზე გაგზავნით). შეტყობინების მიღების მომენტიდან ორგანიზაციას აღარ აქვს ძველი დეკლარაციების დაზუსტების უფლება.

შემოწმება უნდა დაიწყოს გადასახადის გადამხდელისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში შემოწმება ვერ დაიწყო, შეტყობინება ძალადაკარგულად ითვლება.

გასვლითი საგადასახადო შემოწმებით შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სრული ან თემატური შემოწმება. გასვლითი საგადასახადო შემოწმება შეიძლება მოიცავდეს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის მიმდინარე კონტროლის პროცედურებსაც.

გასვლითი შემოწმების ვადის გაგრძელება და დოკუმენტაციის ამოღება

გასვლითი საგადასახადო შემოწმების ვადა  შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 3 თვისა. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის  უფროსთან შეთანხმებით შესაძლებელია შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელება არა უმეტეს 2 თვისა. გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილზე.

საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საგადასახადო ვალდებულებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის სათანადო წესით დამოწმებული ასლი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ამოიღოს აღნიშნული დოკუმენტის დედანი, რომელიც გასვლითი საგადასახადო შემოწმების დასრულებისთანავე უბრუნდება გადასახადის გადამხდელს. დოკუმენტაციის ამოღების შემთხვევაში ფორმდება ამოღების ოქმი.

ბოლო სიახლეები

WhatsApp
დაგვიკავშირდით

გამოიწერეთ სიახლეები

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]