4SME ბლოგი #2 2

როგორ შევადგინოთ ბიზნეს გეგმა?

ყველა წარმატებული პროექტი ერთ დროს კარგად სტრუქტურირებული ბიზნეს გეგმა იყო. ეს არის პირველი ნაბიჯი და განვითარების შემდგომი ეტაპები სწორედ მასზეა დამოკიდებული. ამიტომ, იდეის განსახორციელებლად საწყის წერტილს დიდი მნიშვნელობა აქვს. 

დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, როგორ შევადგინოთ ბიზნეს გეგმა, რა უნდა გავითვალისწინოთ, რა პუნქტებს უნდა მოიცავდეს დოკუმენტი, როგორ უნდა იყოს სტრუქტურა აწყობილი და, რაც მთავარია, როგორ გამოიყურება, კვალიფიციური პროფესიონალის მიერ შედგენილი ბიზნეს გეგმა. 

რა არის ბიზნეს გეგმა?

ბიზნეს გეგმა თქვენი ბიზნეს იდეის წერილობითი აღწერაა. ის მოკლედ და კონკრეტულად გადმოსცემს ბიზნესის მიზნებს და სახავს ამ მიზნების მისაღწევ სტრატეგიულ გზებს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც გეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში და მის შემდგომ განვითარებაში. 

ბიზნეს გეგმა დეტალური, სტრუქტურირებული დოკუმენტია, რომელიც აღწერს კომპანიის მიზნებს, სტრატეგიებს, ოპერაციულ გეგმას და ფინანსურ პროგნოზებს, რაც თქვენი იდეის უკეთ გააზრებაში გეხმარებათ. 

უფრო დაწვრილებით ბიზნეს გეგმის შესახებ წაიკითხავთ ჩვენს წინა ბლოგში – ბიზნეს გეგმა: სტრატეგიული ინსტრუმენტი და გზამკვლევი წარმატებისთვის

როგორი უნდა იყოს ბიზნეს გეგმის სტრუქტურა

ბიზნეს გეგმის ერთი უნივერსალური მოდელი არ არსებობს. ბიზნესის სპეციფიკის მიხედვით, სხვადასხვა ფორმის ბიზნეს გეგმა შესაძლოა მომზადდეს. თუმცა, სასურველია, დოკუმენტი ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებს ფარავდეს.

ბიზნეს გეგმა უნდა მოიცავდეს:

  • მოკლე შეჯამება
  • კომპანიის აღწერა – ვინ ხართ, რას აკეთებთ
  • პრობლემა და გადაწყვეტა – რა პრობლემას უგვარებთ  მომხმარებელს და როგორ
  • პროდუქტი/სერვისის აღწერა
  • ბაზრის ზომა და სამიზნე სეგმენტი
  • მარკეტინგი და გაყიდვები
  • ოპერაციული გეგმა
  • მენეჯმენტი და ორგანიზაციული სტრუქტურა
  • მოსალოდნელი ფინანსური მაჩვენებლები – შემოსავლებთან და ხარჯებთან დაკავშირებული ძირითადი პროგნოზები და საინვესტიციო გეგმა

მოკლე შეჯამება

შეჯამება უნდა იყოს ლაკონიური, მაქსიმუმ 1-2 გვერდი. მცირე მოცულობის მიუხედავად, ინფორმაცია სრულად და ამომწურავად უნდა იყოს გადმოცემული, რათა მკითხველმა (იქნება ეს ინვესტორი, თუ ბანკირი) მარტივად გაიგოს ბიზნესის არსი. 

პრაქტიკული თვალსაზრისით, შეჯამება ბიზნეს გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. იწერება ბოლოს, დოკუმენტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, თუმცა წარმოდგენილია დასაწყისში. 

კომპანიის აღწერა

გეგმის ეს ნაწილი დეტალურად აღწერს კომპანიის იურიდიულ სტატუსს, მის ისტორიას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხედვას, მისიასა და ძირითად მიზნებს. 

აღწერაში წარმოდგენილია:

  • კომპანიის ხედვა და მისი გრძელვადიანი მიზნები
  • როგორია კომპანიის იურიდიული სტატუსი, მაგ. არის შპს თუ ინდ. მეწარმე.
  • კომპანიის მნიშვნელოვანი მიღწევები (თუ გეგმა უკვე არსებულ კომპანიაზე მზადდება)
  • SMART (Specific, Measurable, Achievable, Relevant, Time-bound) მიზნები

პროდუქტები და სერვისები

ამ ნაწილში დეტალურად უნდა იყოს განხილული, რას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს და რატომ არის ეს სერვისები ღირებული, რა მოთხოვნებს აკმაყოფილებს. უნდა აღიწეროს პროდუქტის/სერვისის მახასიათებლები, დანიშნულება და რით არის ეს პროდუქტი კონკურენტებისგან გამორჩეული. თუ კომპანიას აქვს სავაჭრო ნიშნები ან პატენტის გამოყენების ლიცენცია, ესეც ნახსენები უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი ინოვაციურია და ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, უნდა აღიწეროს მისი განვითარების ეტაპები.

ბაზრის ანალიზი

ბაზრის ანალიზი ბინზეს გეგმის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა ის არგუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ კონკრეტულ პროდუქტზე/სერვისზე, რომელსაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, არსებობს გარკვეული მოთხოვნა.

ბაზრის ანალიზი მოიცავს:

  • ინდუსტრიის კვლევა – ზოგადი ტენდენციები, ზრდის პერსპექტივები.
  • მიზნობრივი ბაზრის კვლევა – ბაზრის ზომა (TAM, SAM, SOM), მისი დემოგრაფიული და ფსიქოგრაფიული მახასიათებლები.
  • კონკურენტების კვლევა: ძირითადი კონკურენტების იდენტიფიცირება, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა.
  • ბაზარზე პოზიციონირება: რა იქნება კომპანიის კონკურენტული უპირატესობა, რის საფუძველზეც ბაზარზე კონკურენტუნარიანობას შეინარჩუნებს

მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგია

მარკეტინგისა და გაყიდვების სექციაში მკაფიოდ უნდა აღიწეროს, როგორ მიაწვდით პროდუქტს მომხმარებელს და როგორ გაყიდით მას. ამისთვის, საჭიროა, განიხილოთ კონკურენტებთან მიმართებაში ფასწარმოქმნის სტრატეგია, რომელი სარეკლამო არხების გამოყენებით (ციფრული მარკეტინგი, სოციალური მედია, ტელევიზია და ა.შ.) ეცდებით პროდუქტის რეკლამირებას, როგორ მოხდება პროდუქტის დისტრიბუცია, ონლაინ, თუ ფიზიკურად, როგორია გაყიდვების გუნდის სტრუქტურა, CRM სისტემები, გაყიდვების პროგნოზები და ა.შ.

ოპერაციული გეგმა

ბიზნესის ოპერაციების აღწერა ბიზნეს გეგმის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია, რადგან სწორედ აქ უნდა აღწეროთ როგორ იმუშავებს ბიზნესი ყოველდღიურად.

ოპერაციულ გეგმაში უნდა აღიწეროს:

  • ლოკაცია და ობიექტები: საწარმოო ფართი, საოფისე ფართი, აღჭურვილობა.
  • წარმოების პროცესი: ნედლეულის მოპოვებიდან საბოლოო პროდუქტამდე.
  • მიწოდების ჯაჭვი (Supply Chain): მომწოდებლები, ლოგისტიკა.
  • ხარისხის კონტროლი: სტანდარტები და პროცედურები.

მენეჯმენტი და ორგანიზაციული სტრუქტურა

ცხადია, ბიზნეს იდეა უმნიშვნელოვანესია, იმისთვის, რომ ინვესტორები თქვენი პროექტით დააინტერესოთ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ეს არ კმარა. ყურადღება ექცევა თავად გუნდს და მისი წევრების გამოცდილებას. ამიტომ, ბიზნეს გეგმაში აუცილებლად უნდა იყოს მოცემული აღმასრულებელი გუნდის შესახებ ინფორმაცია. აქ თავს მოუყრით თქვენს გამოცდილებასა და კვალიფიკაციას და აღწერთ, როგორია ორგანიზაციული სქემა, იერარქია და ფუნქციური დაყოფა. ასევე, აუცილებელია, განიხილოთ, სამომავლოდ საჭირო კადრების ჩამონათვალი და მათი დაქირავების გეგმა. ეს დეტალები ინვესტორების ნდობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

ფინანსური გეგმა

ფინანსური გეგმა აჩვენებს, თუ რამდენად რენტაბელური იქნება ბიზნესი და რა ინვესტიციის განხორციელებაა ამისთვის საჭირო. უკიდურესეად მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მონაცემი, რომელიც ბიზნეს გეგმის ფინანსურ ნაწილში იქნება მოცემული, გამყარებული იყოს კონკრეტული არგუმენტებით.

ფინანსური გეგმა მოიცავს:

  • ისტორიული ფინანსური ანგარიშგება – არსებული კომპანიებისთვის ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადების მოძრაობა.
  • ფინანსური დაშვებები – გაყიდვების ზრდის ტემპი, ხარჯების სტრუქტურა, კაპიტალური ხარჯები.
  • პროგნოზირებული ფინანსური ანგარიშგება – 3-5 წლიანი პროგნოზები (მოგება-ზარალი, ბალანსი, ფულადი ნაკადების მოძრაობა).
  • ფინანსური ანალიზი – ზღვრული მოგება, მომგებიანობის კოეფიციენტები, როგორიცაა ROA, ROE, ლიკვიდურობის კოეფიციენტები. ასევე, საინვესტიციო შეფასების მეთოდები: წმინდა მიმდინარე ღირებულება (NPV), შიდა უკუგების ნორმა (IRR) და ამორტიზაციის პერიოდი.
  • მგრძნობელობის ანალიზი (Sensitivity Analysis) – როგორ იცვლება ფინანსური შედეგები ძირითადი დაშვებების (მაგ., გაყიდვების მოცულობა, ფასები) ცვლილების შემთხვევაში. ეს აჩვენებს პროექტის მდგრადობას.
  • საინვესტიციო გეგმა – რა მოცულობის ინვესტიციაა საჭირო გეგმის განსახორციელებლად, რაში დაიხარჯება და როგორ (რა ვადებში, რა მოცულობით და ა.შ.) მოხდება ინვესტირებული თანხების უკუგება.

შეჯამება

ბიზნეს გეგმა არის სტრატეგიული დოკუმენტი. მასში აღწერილია ბიზნეს იდეის სტრუქტურა და მისი რეალობაში განხორციელების გზები. მისი მიზანია, რისკების გაანალიზება, შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა და, რაც მთავარია, პროექტის არსის გადმოცემა. სწორად მომზადებული ბიზნეს გეგმა ამარტივებს ბანკებთან, ინვესტორებთან თუ დაფინანსების გამცემ ნებისმიერ სხვა მხარესთან ურთიერთობას.

 

ბოლო სიახლეები

როგორ შეუძლია ლოიალტეს თქვენი დახმარება?

WhatsApp
დაგვიკავშირდით

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]