საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება აღარ ეფუძნება მხოლოდ ფინანსური რესურსების მობილიზებას. დღევანდელ ეკონომიკაში ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია თუ რამდენად ეფექტურად ახერხებს ბიზნესი ფინანსური სტაბილურობის, რეგულაციებთან შესაბამისობის, სტრატეგიული დაგეგმვისა და ციფრული ტრანსფორმაციის უზრუნველყოფას. განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამ ამოცანების გადასაწყვეტად კრიტიკულად მნიშნელოვანია საკონსულტაციო კომპანიების ჩართულობა. საკონსულტაციო კომპანიების როლი განსაკუთრებით თვალსაჩინოა SME ბიზნესის შემთხვევაში, რადგან ამ ზომის კომპანიებს, ხშირ შემთხვევაში ძალიან უჭირთ მხოლოდ საკუთარი რესურსებით, ცოდნითა და გამოცდილებით ბიზნესის განვითარება.
სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ზრდის ჰაბების პროგრამა, რომელიც მეწარმეებისთვის ქმნის შესაძლებლობას ისარგებლონ მაღალი ხარისხის საკონსულტაციო სერვისებით 25000 ლარამდე თანადაფინანსებით.
პროგრამა ფარავს შემდეგ ძირითად ბიზნესმიმართულებებს:
- ფინანსები და ბუღალტერია – ფინანსური ანგარიშგება, ბიუჯეტირება, რეპორტინგი, ფულადი ნაკადების ანალიზი
- საგადასახადო საკითხები – რისკების აღმოჩენა, შეთანხმებები, ოპტიმიზაცია
- იურიდიული საკითხები – შრომითი სამართალი, კონტრაქტები, პერსონალურ მონაცემთა დაცვა
- ბიზნეს მოდელირება და სტრატეგია – ფასწარმოქნა, ბაზრის კვლევა, ბიზნესგეგმა
- გაყიდვები და მარკეტინგი – სტრატეგიის შექმნა, მომხმარებლის ანალიზი, კომუნიკაციები
- გაციფრულება – დიაგნოსტიკა, ციფრული სტრატეგია, პროცესების ავტომატიზაცია
პროექტი უნიკალურია თავისი შინაარსით და ეხმარება უკვე არსებულ ბიზნესებს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესში.
რატომ არის “ზრდის ჰაბების” პროგრამა რევოლუციური მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის?
ბოლო წლების მონაცემები აჩვენებს, რომ მცირე და საშუალო მეწარმეების უმეტესობა ფოკუსირებულია ყოველდღიურ საოპერაციო რუტინაზე და ნაკლებ ყურადღებას უთმობს ბიზნესის სტრატეგიულ და სისტემურ განვითარებას, რაც საბოლოოდ ასუსტებს მათ კონკურენტუნარიანობას ბაზარზე და უკეთეს შემთხვევაში ვერ ახერხებენ ზრდას, ხოლო უარეს შემთხვევაში უწევთ ბაზრის დატოვება ან სხვა სექტორში გადასვლა. ამ გამოწვევას ემატება ისიც, რომ SME ზომის კომპანიებში საკონსულტაციო კომპანიებთან თანამშრომლობის პრაქტიკა საკმაოდ იშვიათია და ცნობიერების დონე ამ კუთხით საკმაოდ დაბალია.
სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ზრდის ჰაბების პროგრამის მიზანიც სწორედ ესაა – მოკლევადიან პერსეპქტივაში დაეხმაროს მეწარმეებს ბიზნესპროცესებთან დაკავშრებული კონკრეტული ხარვეზების აღმოფხრაში, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მისცეს მთლიანად სექტორს სტიმული, რომ უფრო პროფესიონალურად წარმართონ საკუთარი საქმიანობა და დარჩნენ კონკურენტული და სიცოცხლისუნარიანი სწრაფად ცვალებად ბიზნესგარემოში.
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialté, როგორც პროგრამის სტრატეგიული პარტნიორი
ზრდის ჰაბების პროგრამაში Loialté არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ერთდროულად ოთხ მთავარ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან მოდულს სრულად ემსახურება. ეს მიმართულებებია:
- ბუღალტერია და ფინანსები – IFRS ანგარიშგება, ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტირება, ბუღალტრული ბაზის აღდენა და სამომავლო რეკომენდაციები და წარსული პერიოდის ანალიზი
- საგადასახადო კონსულტაცია – რისკების შემოწმება, ოპტიმიზაცია, საგადასახადო რისკების მინიმიზაცია
- იურიდიული საკითხები – შრომითი და კორპორაციული სამართალი, ხელშეკრულებები, რეგულაციებთან შესაბამისობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონთან შესაბამისობა.
- სტრატეგიული დაგეგმარება, ბიზნეს მოდელირება – ფასწარმოქნა, ბაზრის კვლევა, ბიზნესმოდელები, სტრატეგიული სამოქმედო გეგმის ფორმირება
Loialté-ს უპირატესობა მდგომარეობს კომპლექსურ გამოცდილებასა და მიდგომაში – კომპანია აერთიანებს 10 ბიზნეს მიმართულებას, მათ შორის ფინანსურ, იურიდიულ, საგადასახადო, ბიზნეს საკონსულტაციო ექსპერტიზას. Loialte ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს, რაც მომახურების უმაღლესი ხარისხის დასტურია და ოპერირებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე (საქართველო, უზბეკეთი, არაბთა გაერთიანებული საამიეროები).
რა შედეგებს მიაღწია პროექტმა?
სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” პროექტის “ზრდის ჰაბები” მიმდინარე ეტაპზე მიღებული შედეგები მკაფიოდ აჩვენებს ერთ მნიშვნელოვან ტენდენციას – ქართულ SME-ს ყველაზე დიდი საჭიროება აქვს ფინანსურ, ბუღალტრულ და საგადასახადო მიმართულებებში მხარდაჭერის კუთხით. დიაგნოსტირების და შემდგომი ჩართულობისას აშკარად იკვეთება, რომ კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს დღემდე აწუხებს ფინანსური ქაოსი, რეგულაციებთან შესაბამისობის დაბალი ხარისხი, სტრატეგიული ხედვების სიმწირე და მოძველებული ბიზნეს მოდელებით ოპერირების პრაქტიკა. განსაკუთრებით ხშირია შემთხვევები, როცა კომპანიებს პრობლემები ექმნებათ დაფინანსების მოძიების პროცესში, რადგან თავის მხრივ წარმატებულად დაფინანსების მოძიება (იქნება ეს საფინანსო ინსტიტუტებისგან თუ ინვესტორებისგან) აუცილებლად უკავშირდება მოწესრიგებულ ფინანსურ აღრიცხვიანობას, დაბალ საგადასახადო რისკებს, ჯანსაღ ფინანსურ მაჩვენებლებს და გამართულ ორგანიზაციულ თუ საოპერაციო სტრუქტურას.
სტრატეგიული დაგეგმვის მოდულში აშკარაა, რომ კომპანიებს აკლიათ გრძელვადიანი ხედვა და სისტემური მიდგომა. ბიზნესები ხშირად მოქმედებენ რეაქტიულად – რეგირებენ უკვე არსებულ პრობლემაზე და არ ზრუნავენ პრობლემის გამომწვევის მიზეზების სისტემურ მოგვარებაზე, შედეგად მუდმივად არიან “ხანძრების ჩაქრობის” რეჟიმში. პროგრამამ აჩვენა, რომ სწორად ჩამოყალიბებული სტრატეგია და პროცესები თავიდანვე ამცირებს რისკებს და ზრდის მომგებიანობას, გრძელვადიან პერსპექტივაში.
HR მიმართულებაც ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი აღმოჩნდა ქართულ SME-ს რეალობაში. პრაქტიკაში ხშირად ვაწყდებით, რომ ბევრი კომპანია საერთოდ არ ფლობს ჩამოყალიბებულ HR სისტემას: არ არსებობს შრომითი პოლიტიკები თუ ინსტრუქციები, რეკრუტინგის სისტემები, შეფასების მექანიზმები, თანამშრომლის განვითარებისა და მოტივაციის პროგრამები. შედეგად, კომპანიებს ურთულდებათ თანამშრომლების მოზიდვისა და შენარჩუნების პროცესი, ჩნდება თანამშრომელთა გადინების მაღალი მაჩვენებელი, რაც ზრდის ხარჯებს და ამცირებს ოპერაციულ ეფექტიანობას.
იურიდიულ მიმართულებაში მკაფიო სურათი გამოიკვეთა იმ თვალსაზრისით, რომ SME-ს დიდი ნაწილი მუშაობს სამართლებრივად მოუწესრიგებელ გარემოში. ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიებს არ აქვთ სწორად მომზადებული ხელშეკრულებები, თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობები სწორად არ არის დარეგულირებული, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნები საერთოდ უყურადღებოდ რჩება.
პროგრამამ ასევე გამოავლინა მზარდი ინტერესი გაციფრულებისა და პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებით. მეწარმეები უკვე აცნობიერებენ, რომ პროცესების ოპტიმიზაციისთვის აუცილებელია არა მხოლოდ ფინანსური გამჭვირვალობა, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვაც – ERP სისტემები, CRM-ები, ონლაინ რეპორტინგი, ავტომატიზებული workflow-ები და ა.შ.
გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებაში კი იკვეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია: კომპანიების უმეტესობას სჭირდება ბაზრის სწორი გაანალიზება, ფასების გამართული პოლიტიკა, მომხმარებლების სეგმენტაცია და რეალისტური გაყიდვების სტრატეგია. ბევრი ბიზნესი დღემდე გადაწყვეტილებებს იღებს ინტუიტიურად, მხოლოდ წარსული გამოცდილების გათვალისწინებით.
რატომ უნდა აირჩიოთ Loialté?
Loialte დაარსების დღიდან პოზიციონირებს, როგორც საუკეთესო პარტნიორი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაზე კარგად ვიცნობთ ამ ზომის მეწარმეების ტკივილებს, გამოწვევებს და რაფც უფრო მთავარია – ვიცით მათი გადაწყვეტის და მოგვარების ეფექტური და რეალისტური გზები.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ზრდის ჰაბების პროექტში Loialte-ს ჩართულობა ნიშნავს მეტ წარმატებულ მეწარმეს როგორც დედაქალაქში ისე საქართველოს რეგიონებში, სადაც ლოიალტეს ყველაზე დიდი დაფარვა აქვს. ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს არსებული გამოწვევების დაძლევასა და გრძლევადიანი, მდგრადი განვითარების მიღწევაში.
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
ან დაგვიკავშირდით – 595544088