ჩვენ შესახებ


Loialté - შექმნილია საქართველოში!

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა დავეხმაროთ კლიენტებს ბიზნესის შექმნასთან, ზრდასა და განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების ოპტიმალურად გადაწყვეტაში, უზრუნველვყოთ მუდამ მაღალი ხარისხის მომსახურება და ეს ყოველივე გავაკეთოთ კეთილსინდისიერების, სანდოობის და პატიოსნების მაღალი სტანდარტების დაცვით. წვლილი შევიტანოთ, როგორც კონკრეტული კლიენტის, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში.

ხედვა

ჩვენ ვქმნით ქართულ ბრენდს, რომელიც წარმატებული იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურ ბაზარზე. ორიენტირებულნი ვართ პროგრესსა და უწყვეტ განვითარებაზე.

ღირებულებები

კლიენტი - კმაყოფილი კლიენტი ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება პოზიტიური შედეგის მომტანია როგორც კლიენტისთვის, ისე ჩვენი კომპანიისთვის.

თანამშრომელი - ჩვენი ვქმნით გარემოს, სადაც ჩვენი გუნდის ყველა წევრს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა აქვს. ვაცნობიერებთ, რომ თანამშრომლების კმაყოფილება განსაზღვრავს კომპანიის წარმატებას.

გუნდური მუშაობა - ჩვენი წარმატება ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ჩვენ გუნდური მოთამაშეები ვართ, რაც ზრდის ჩვენი მომსახურების ხარისხს და შესაბამისად კონკურენტულობას ბაზარზე.

კეთილსინდისიერება - იმისთვის, რომ კლიენტები გვენდობოდნენ, პროფესიონალიზმთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია კეთილსინდისირების მაღალი ხარისხის დაცვა სამუშაო პროცესში და დასრულების შემდეგ.

სოციალური პასუხისმგებლობა - ჩვენი კომერციული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია ზრუნვა საკუთარ სამუშაო, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე.

ჩვენი უპირატესობა

ლოიალტესთან თანამშრომლობით თქვენ იღებთ კომპლექსურ მომსახურებას, რაც დროის და ფინანსების დაზოგვის წინაპირობაა. 

Loialté არის პირველი ქართული აუდიტორული და საკონსულტაციო ბრენდი, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს (ხარისხის მართვის სისტემა) ბუღალტრული  აღრიცხვისა და საგადასახადო მომსახურების მიმართულებით.

 

ჩვენი გუნდი

დიახ, ეს ჩვენ ვართ!

img

გიგა ფაიქიძე

მმართველი პარტნიორი

.

img

შორენა ასაბაშვილი

მმართველი პარტნიორი

.

img

თეონა კუნჭულია

ასოცირებული პარტნიორი - საგადასახადო მიმართულება

.

img

თეიმურაზ აბელაშვილი

ლოიალტე ფაინანსი - პარტნიორი / ფინანსური კონსულტანტი

.

img

ქეთევან ხორავა

ბუღალტრული პორტფელის მენეჯერი

.

img

მაგდა გიორგიძე

ბუღალტრული პორტფელის საგადასახადო მენეჯერი

.

img

თათული გველესიანი

ბუღალტრული პორტფელის მენეჯერი

.

img

ლანა პაიჭაძე

იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი

.

img

მარი მეტონიძე

ადამიანური რესურსების მართვის სააგენტო "hiro"-ს ხელმძღვანელი

.

შეხვედრის ჩანიშვნა