სერვისები

საგადასახადო აუდიტი
საგადასახადო რისკები ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობის თანმდევია და რაც უფრო რთული და კომპლექსურია ბიზნესი, ეს რისკები კიდევ უფრო იზრდება. საგადასახადო რისკების რეალიზება კრიტიკულ შედეგებს იწვევს საოპერაციო პროცესში და რიგ შემთხვევაში შესაძლოა ბიზნესის არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.
კვალიფიციურად ჩატარებული საგადასახადო აუდიტი ზემოხსენებული რისკებისგან დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმია.
საგადასახადო აუდიტის მომსახურება მოიცავს:
- განვლილი და მიმდინარე საანგარიშო პერიოდის ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის შემოწმებას;
- საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარაციებში ასახული ინფორმაციის საბუღალტრო მონაცემებთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას.
საგადასახადო აუდიტი ტარდება როგორც კომპლექსური, ასევე ცალკეული გადასახადების ან/და საკითხების მიმართ.
აუდიტის ჩატარების შედეგად თქვენ მიიღებთ წერილობით ანგარიშს, სადაც წარმოდგენილი იქნება შემოწმების შედეგად გამოვლენილი ყველა ხარვეზი, საგადასახადო რისკის დონე და მათი განეიტრალების გზები.
ჩვენი მომსახურება დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ!
რატომ „ლოიალტე“ ?
„ლოიალტე“ ქართული ბრენდია, ქართველი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით, რომლებიც კარგად იცნობენ, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს და მიდგომებს, ასევე ქართულ რეალობას. ჩვენი მუშაობის მეთოდოლოგია ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს, საუკეთესო პრაქტიკას და გამყარებულია აუდიტორების მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებით.
ჩვენ გირჩევთ იყოთ პრაქტიკული და მართოთ რისკები გონივრულად!

ასოცირებული პარტნიორი - საგადასახადო მიმართულება
ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
- +995555091100;+995577279798;+995322060818
- info@loialte.com.ge