სერვისები

სამშენებლო სამართალი
სამშენებლო სამართალი არის კომპლექსური სფერო, რომლის მნიშვნელობაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მუდმივად იზრდება. ეს განპირობებულია როგორც მშენებლობის პროცესის ზრდით, ასევე სამშენებლო მიზნებისთვის გამოსაყენებელი მიწის ნაკვეთის სიმცირით.
ჩვენ გთავაზობთ:
- კ1 და კ2 კოეფიციენტებთან (განაშენიანებისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი) დაკავშირებული საკითხების მოგვარება (გულისხმობს სხვისთვის გაზრდილი პარამეტრების გასაჩივრებას, ასევე დაწუნებული გაბარიტებისა თუ განაშენიანების ზომის სადავოდ გახდასა და წარმომადგენლობას სასამართლოში, აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოებში).
- ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციით (ქ. თბილისისა თუ სხვა შესაბამისი საკრებულოს მიერ დამტკიცებული გენგეგმით) დადგენილი ზონების ცვლილებების საკითხის სამართლებრივი მხარის უზრუნველყოფა, რომლითაც დგინდება სამშენებლო ზონები კონკრეტულ ტერიტორიაზე და შესაბამისად მისი სამშენებლოდ განვითარების საკითხები.
- სამშენებლო კონტრაქტების მომზადება/რევიზია.
- საჯარო რეესტრში ფართების/განშლის რეგისტრაციია;
- სამშენებლო-საინვესტიციო პროექტებზე მოლაპარაკებებში ჩართულობა;
- მოპოვებული სამშენებლო დოკუმენტის (მშენებლობის ნებართვა, არქიტექტურულ გეგმარებითი დავალება ა.გ.დ. თუ სხვა) გასაჩივრების შემთხვევაში წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში და სასამართლოში;
- მშენებლობის ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში საჩივრის წარდგენა ადმინისტრაციულ ორგანოში და სასამართლოში;

მთავარი იურისტი
ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
- +995555091100;+995577279798;+995322060818
- info@loialte.com.ge