
იურიდიული დიუ დილიჯენსი/due diligence
იურიდიული დიუ დილიჯენსის მიზანია პოტენცციურად მყიდველი/ინვესტორი ინფორმირებული იყოს შესასყიდი კომპანიის შესაძლო დავების, მოსალოდნელი დანაკარგებისა და მათი კონტროლის შესაძლებლობების შესახებ. როგორც წესი, აღნიშნული ინფორმაცია გავლენას ახდენს როგორც ტრანზაქციის ღირებულებაზე, ასევე მის სტრუქტურასა და პირობებზე.
იურიდიული დიუ დილიჯენსის ეტაპზე ჩვენ შევძლებთ სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტაციის ანალიზს, კორპორატიული სამართლებრივი რისკების მინიმიზაციის მიზნით, კერძოდ:
- წესდება, დებულება, შინაგანაწესი, შრომითი ხელშეკრულებები და პარტნიორთა გადაწყვეტილებები;
- ქონებრივი უფლებებისა და ვალდებულებების დამადასტურებელი ჩანაწერები;
- დასრულებული, მიმდინარე და პოტენციური სასამართლო და საარბიტრაჟო დავების შესახებ ინფორმაცია;
- მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან არსებული / დასრულებული ურთიერთობების ამსახველი მტკიცებულება;
- თანამშრომლებთან შრომითი, სამართლებრივი და მონეტარული ურთიერთობების ამსახველი ჩანაწერები;
- მესამე პირებთან შესაძლო სამართლებრივი დავების წარმოების რისკების განმაპირობებელი გარემოებები;
- გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მტკიცებულება;
- ინტელექტუალური საკუთრების დაცვის რეგულაციებთან თავსებადობის დამადასტურებელი საბუთები;
- შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
- სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებთან წარმოებული კორესპონდენცია;
- საერთო მარეგულირებელი ბაზა.

მთავარი იურისტი
ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
- +995555091100;+995577279798;+995322060818
- info@loialte.com.ge