img
უძრავი ქონება

უძრავი ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ურთიერთობა საჭიროებს შესაბამისი გარიგებებისა და მათი სარეგისტრაციო პროცედურების მაქსიმალური სიზუსტით წარმართვას. იურიდიული მოქმედებების სათანადო წესით განხორციელება და დოკუმენტაციის ჯეროვანი მომზადება ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთათვის ფინანსური სიმყარისა და კომერციული წარმატების ერთ-ერთი გარანტია.

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ურთიერთობებისას საჭიროა მაქსიმალურად იყოს იდენტიფიცირებული და დაცული ურთიერთობაში მონაწილე მხარეთა ინტერესები. ასევე უძრავი ქონების განკარგვა განხორციელდეს კანონის სრული დაცვით, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი სამართლებრივი დავების არსებობა.

contractor-ი გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო იურიდიულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს:

  • ხელშეკრულებათა ტექსტუალურ მომზადებას:
    • ნასყიდობის ხელშეკრულება
    • გაცვლის ხელშეკრულება
    • ქირავნობის ხელშეკრულება
    • იჯარის ხელშეკრულება
    • უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება (გირავნობა)
  • ზეპირი და წერილობითი ფორმით კონსულტაციის გაწევას;
  • უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვაში მხარდაჭერას სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ნოტარიუსთან ურთიერთობისას;
  • წარმომადგენლობას სასამართლოში, არბიტრაჟსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;

ჩვენ გირჩევთ იყოთ პრაქტიკული და მართოთ რისკები გონივრულად!

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • info@loialte.com.ge
შეხვედრის ჩანიშვნა