სერვისები

რა არის Primo?
Loialte Primo აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია ლოიალტეს ბიზნეს მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს კომპანიებს სხვადასხვა წყაროებიდან დაფინანსების მოძიებასა და მოპოვებაში.
Loialte Primo გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:
- ბიზნეს მოდელის ფორმირება/არსებული მოდელის რედიზაინი - არსებული ბიზნეს მოდელის გადახედვა და საჭიროებისამებრ ცვლილებების შეტანა. სურვილის შემთხვევაში ახალი ბიზნეს მოდელის ფორმირება.
- ფინანსური მოდელის შედგენა - ფინანსური მოდელირება გულისხმობს ბიზნესის ფინანსური შედეგების პროგნოზირებას მომავალში.
- საფინანსო ინსტიტუტებისთვის & ინვესტორებისთვის წარსადგენი დოკუმენტების დამუშავება - საფინანსო ინსტიტუტებთან ან ინვესტორებთან ურთიერთობა მოითხოვს გარკვეული, სპეციფიური დოკუმენტაციის შეგროვებას, დამუშავებას და წარდგენას. ხშირ შემთხვევაში წარდგენილი ინფორმაციის ფორმაზე, სიზუსტეზე და ხარისხზეა დამოკიდებული დაფინანსების მოპოვება (იქნება ეს სესხის თუ ნებისმიერი სხვა სახით).
- დაფინანსების მოძიება - დაფინანსების მოძიების სხვადასხვა წყაროები არსებობს -როგორც საფინანსო ინსტიტუტები, ისე საერთაშორისო დონორები და სახელმწიფოს პროგრამები, თუმცა ინფორმაცია იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რთულია გაერკვე რომელი წყარო უფრო შესაფერია თქვენი ბიზნესისთვის, საიდან შეგიძლიათ თქვენთვის ოპტიმალური პირობების მიღება და ა.შ. მეორეს მხრივ, დაფინანსების მოძიება სპეციფიური სამუშაოა, რომლის შესრულებას კონკრეტულად ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება სჭირდება. სწორე ამ ფაქტორების გათვალისწინებით დავაკომპლექტეთ გუნდი, რომლის თითოეულ წვერს კონკრეტული მიმართულებით შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია.
- კვლევები - სწორი და დროული ინფორმაცია ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება დამწყებ ბიზნეს თუ ახალი პროდუქტის/მომსახურების ბაზარზე წარდგენას. ასევე მნიშვნელოვანია მოპოვებული ინფორმაციის სწორად დამუშავებას და იმ სახით მიღებას, რომელზე დაყრდნობითაც გარკვეული სტრატეგიული, ტაქტიკური თუ ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება იქნება შესაძლებელი.
- ბიზნეს გეგმის შედგენა - ბიზნეს გეგმა ასახავს თქვენს მიზნებს და სტრატეგიებს; როგორ უნდა იქნას მიღწეული ეს მიზნები; ასახავს პოტენციურ პრობლემებს, რაც ბიზნესის კეთების პროცესში შეიძლება წარმოიშვას და მათი გადაჭრის გზებს; ასევე, ასახავს ორგანიზაციულ მოწყობას და რაც მთავარია, ასახავს რა მოცულობის კაპიტალია საჭირო იმისთვის, რომ ბიზნესმა საოპერაციო საქმიანობა დაიწყოს და განახორციელოს იქამდე, სანამ ბიზნესი არ გავა ე.წ. წაუგებლობის წერტილზე (break-even point).
- Feasibility Study – მიზანშეწონილობის ანალიზი უმნიშვნელოვანესი ეტაპია ადაწყვეტილების მისაღებად - საერთოდ ღირს თუარა ბიზნესის დაწყება. Feasibility study გვეხმარება გავიგოთ არის თუ არა შესაძლებელი ჩვენი ბიზნესის განხორციელება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
- ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებაში მხარდაჭერა - ბევრ ადამიანს აქვს იდეა მაგრამ არ აქვს იმის დრო ან შესაძლებლობა ეს იდეები რეალობად აქციოს. ჩვენ გთავაზობთ ბიზნესის აწყობას პირველივე ეტაპიდან. თუ გაქვთ იდეა და ფინანსური რესურსის ამ იდეის განსახორციელებლად, ჩვენ ჩავერთვებით ყველა პროცესში კომპანიის შექმნიდან - მის მომგებიანად ქცევამდე. ასევე, სამუშაო პროცესში ვიზრუნებთ დამატებით ფინანსური რესურსების მოზიდვაზე.
ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
- +995555091100;+995577279798;+995322060818
- info@loialte.com.ge