img
სპეციალური პაკეტი ბუღალტრებისთვის

ბუღალტერი ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა ნებისმიერ სფეროში მომუშავე, ნებისმიერი ორგანიზაციისთვის. "ლოიალტე", როგორც ბიზნეს პროცესების აუთსორსერი კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს ბუღალტრის, როგორც პროფესიის განვითარებას, რისთვისაც სხვადასხვა აქტივობებს ვგეგმავთ და ვახორციელებთ, როგორც "ლოიალტეს", ასევე სხვა კომპანიის თანამშრომლებისთვის. 

სპეციალურად ბუღალტრებისთვის შევქმენით პაკეტი, რომელიც მათ დაეხმარებათ მიიღონ ბუღალტერიის პროფესიასთან დაკავშირებული მუდმივად განახლებული ინფორმაცია, ასევე დაესწრონ საინტერესო ტრენინგებსა, ვებინარებს და ისარგებლონ სპეციალური პირობებით სხვადასხვა სერვისებზე.

პროდუქტის აღწერა:

  • ყოველთვიური ნიუსლეთერი - მოიცავს ბუღალტრულ აღრიცხვასთან და
    საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშრებულ საინტერესო საკითხებს და
    სიახლეებს.
  • ვებინარები - წლის განმავლობაში 9 ვებინარი, რომელიც დაორგანიზდება
    სხვადასხვა საინტერესო და გამოცდილი ადამაინების მონაწილეობით.
    ვებინარების ბოლოს მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები და
    მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
  • ონლაინ ტრენინგები - წლის განმავლობაში 8-10 ონლაინ ტრენინგი
    შემდეგ საკითხებზე: გადასახადები, IFRS, ფინანსური აღრიცხვა, ექსელი, ე.წ. soft
    skills და ა.შ. ტრენინგებს წაიკითხავენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე
    პრაქტიკოსი ადამიანიები.
  • ტრენინგები სხვადასხვა ბუღალტრულ პროგრამებზე.

დამატებითი შეთავაზება:
Erudio - 20%-მდე (მინ.15%) ფასდაკლება ნებისმიერ ღია ტრენინგზე,  აქტიური სტატუსის მქონე პაკეტის განმავლობაში.

  • პაკეტის გამოწერა შესაძლებელია ყოველთვიურად
  • პაკეტის ღირებულებაა 118 ₾ ყოველთვიურად.

შენიშვნა: შესაძლებელია მინიმუმ 12 თვიანი პაკეტის შეძენა.

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის ქუჩა N32ა
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge