საგადასახადო კონსალტინგი, ბუღალტრული აუთსორსინგი და იურიდიული აუთსორსინგი სპეციალური პირობებით

„ლოიალტე“ მხარს უჭერს მეწარმეობის განვითარებას საქართველოში და „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში დაფინანსებულ კომპანიებს სთავაზობს განსაკუთრებულ პირობებს საგადასახადო, ფინანსური და იურიდიული მიმართულებით. ჩვენი აუდიტორების და კონსულტანტების გუნდი დაკომპლექტებულია საჯარო თუ კერძო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით.

 

სპეციალური შეთავაზება

  • „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში დაფინანსებულ კომპანიებს ვთავაზობთ ყოველთვიურ საკონსულტაციო მომსახურებას რომელიც მოიცავს:
    • კომპანიის საბუღალტრო ჩანაწერების მონიტორინგი
    • საგადასახადო ორგანოში წარსადგენი დეკლარაციების აუდიტი, გამოვლენილ ხარვეზებზე რეკომენდაციის გაცემა
    • ინდივიდუალური და კორპორატიული საგადასახადო დაგეგმარება
    • ლოკალური და გლობალური გადასახადები
    • საგადასახადო ცვლილებების შესახებ მყისიერი ინფორმირება
    • ახალი პროდუქტების ფორმირების პროცესში ჩართულობა
    • წელიწადში ერთხელ კომპანიის შესაბამისი თანამშრომლის დატრენინგება

იმის გათვალისწინებით, რომ წარმოება და სასტუმროს ბიზნესი განსხვავებულია აღრიცხვის სირთულით და სპეციფიკით, განსხვავდება საგადასახადო კონსლატინგის ყოველთვიური ტარიფიც, კერძოდ ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების ღირებულებაა:

  • სასტუმროებითვის - 480 ₾ (დღგ-ის ჩათვლით)
  • წარმოებისთვის - 820 ₾ (დღგ-ის ჩათვლით)

 

„აწარმოე საქართველოში“-ს ბენეფიციარებისთვის განსაკუთრებული პირობები გავრცელდება ჩვენს ყველა მომსახურებაზე, კერძოდ, სტანდარტულ ფასთან მიმართებაში 30%-იანი ფასდაკლება შემდეგ სერვისებზე:

  • ბუღალტრული აუთსორსი
  • წარმომადგენლობა საგადასახადო ორგანოსთან
  • წარმომადგნელობა სასამართლოში/არბიტრაჟში
  • საგადასახადო დავებში მხარდაჭერა
  • წინასწარი გადაწყვეტილების მომზადებაში დახმარება და შემდგომი მხარდაჭერა
  • საქმიანი დოკუმენტების მომზადება (ხელშეკრულება, ოქმი და ა.შ.)
  • ქონების შეფასება
  • დახმარება შესაბამისობასთან (Compliance) საკითხებში
  • სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია
  • ფინანსური აუდიტი
  • საგადასახადო აუდიტი
  • ნებისმიერი სახის ტრენინგი

 

დამატებითი ინფორმაცია

  • შეთავაზება ვრცელდება “აწარმოე საქართველოში”-ს ბენეფიციარებზე (როგორც თბილისში, ისე რეგიონებში არსებული ბიზნესებისთვის)
  • განაცხადის გაკეთებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში დაგიკავშირდებათ კომპანია „ლოიალტეს“ წარმომადგენელი შემდგომი დეტალების შესათანხმებლად.
  • თანამშორმლობისთვის მზად ვართ ნებისმიერი სექტორის წარმომადგენელ კომპანიებთან.
  • მოცემული ტარიფებით გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.

 

შეხვედრის ჩანიშვნა