img

თაღლითობის რისკის შეფასება

 

თაღლითობის რისკის შეფასება

ტრენინგის აღწერა

თაღლითობის რისკი საოპერაციო რისკის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს.  იმისათვის, რომ მოხდეს თაღლითობის პრევენცია ორგანიზაციაში, ორგანიზაციამ უნდა გაათვითცნობიეროს, რა სახის თაღლითობის რისკის წინაშე შეიძლება დადგეს ის. მოცემული ტრენინგის მიზანია მსმენელს გააცნოს თაღლითობის რისკის შეფასების პროცესი, საოპერაციო რისკების ერთიანი მართვის პროცესის ჭრილში  განიხილოს და აღწეროს თაღლითობის რისკის შეფასებისა და პრევენციის გზები.

ტრენინგის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება თანმდევი თაღლითობის რისკის შეფასებაზე, პრევენციული, აღმოჩენითი და მაკორექტირებელი კონტროლის მექანიზმების დანერგვაზე და რისკის შემცირების სტრატეგიაზე.

 

ტრენერის შესახებ

ტრენინგს გაუძღვება, ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის ანდერსონის მენეჯმენტის სკოლის ფინანსური მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხის და ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის Excelsior-ის კოლეჯის კიბერუსაფრთხოების მაგისტრის ხარისხის მქონე ტრენერი - დავით პაპუაშვილი.

დავითი 2006 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში.

ამჟამად, მას უკავია სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა. 2012-2019 წლებში, ის ხელმძღვანელობდა სებ-ის საოპერაციო რისკებისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილებას.

დავითის დანერგილია ფინანსური სექტორის საოპერაციო რისკებისა და კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოები საქართველოს ფინანსურ სექტორში. 2006-2010 წლებში, ის აქტიურად მონაწილეობდა  სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ოპერაციებისა და ფინანსური ბაზრების განვითარების პროექტებში. 

დავითი ლექციებს კითხულობს 2007 წლიდან უმეტესწილად ეკონომიკის, საოპერაციო მენეჯმენტისა და საინფორმაციო სისტემების მართვის მიმართულებით.

 

ტრენინგის გავლა მიზანშეწონილია

  • ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისთვის
  • დარგობრივი ექსპერტებისთვის
  • სახელმწიფო მოხელეებისთვის
  • საგნით დაინტერესებულ პირთათვის

 

დღის წესრიგი

I შეხვედრა

  • თაღლითობის რისკი - შესავალი
  • ზოგადი ფაქტები თაღლითობის რისკის შესახებ
  • თაღლითობის გამომწვევი მიზეზები
  • გამოყენებული სქემები
  • თაღლითობის სამკუთხედი
  • თაღლითობის აღმოჩენა

 

II შეხვედრა

  • თაღლითობის რისკის მართვის პროგრამის განვითარება
  • ღონისძიებები ცნობიერების ასამაღლებლად
  • კორპორატიული ეთიკა და ორგანიზაციული ღირებულებები
  • მენეჯმენტის როლი
  • რისკის მართვის სტრატეგიები
  • რისკის შემცირება, გასხვისება და მიღება
  • თანმდევი რისკის შეფასება
  • გარემოს ანალიზი
  • რისკის შემცირების მეთოდები

 

III შეხვედრა

  • კონტროლის მექანიზმები
  • თვისებრივი კონტროლები - ადმინისტრაციული, ტექნიკური, ფიზიკური
  • დროზე დაფუძნებული კონტროლები - პრევენციული, აღმოჩენითი, მაკორექტირებელი
  • სხვა გასათვალისწინებელი საკითხები

 

ორგანიზაციული დეტალები

  • ლექციების რაოდენობა - 3
  • ჯამური საათების რაოდენობა - 7.5 სთ
  • ტრენინგის ღირებულება - 300 ლარი
  • ტრენინგის ჩატარების დღეები - ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
  • ტრენინგის ჩატარების საათები - 19:00 – 21:30
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი - Zoom
  • ტრენინგის დაწყების თარიღი - 7 მარტი

 

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება  რეგისტრაციის გავლიდან  3 სამუშაო დღის განმავლობაში. 

სხვა ტრენინგები
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • info@loialte.com.ge