img

ფინანსური აღრიცხვა

კურსის მიზანია ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების, ძირითადი მეთოდების და ელემენტების შესწავლა, მათი სწორი აღიარება და ასახვა, ფინანსური უწყისების მომზადება და მათი ანალიზი.

კურსის ფარგლებში მსმენელები მიიღებენ თეორიულ ცოდნას და შეძლებენ გააანალიზონ თუ რა დგას ყოველი ბუღალტრული ჩანაწერის უკან და მოახდინონ მათი სწორი ინტერპრეტაცია.

კურსი განკუთვნილია როგორც მოქმედი ასევე დამწყები ბუღალტრებისთვის. კურსის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ დამოუკიდებლად მოამზადონ ბალანსის, მოგება-ზარალის და ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისები.

ტრენინგს გაუძღვება შპს „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“-ს და შპს „ლაქტალის ჯორჯია“-ს ფინანსური დირექტორი, ACCA  F2 - მმართველობითი აღრიცხვის ლექტორი ქეთევან ნადირაძე.  ქეთევანს აქვს 14 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ბუღალტრული და ფინანსური მიმართულებით სხვადასხვა დარგის წამყვან კომპანიებში (მშენებლობა, მრეწველობა, დისტრიბუცია), 13 წელია კითხულობს ლექციებს შპს „პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტში“ და ამავე დროს არის საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ასოცირებული წევრი.

განრიგი:

დღე 1

  • ფინანსური აღრიცხვის საგანი
    • ძირითადი ცნებები
    • ბიზნესის ორგანიზაციული ცნებები
    • მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის შედარება
    • აღრიცხვის ფუნდამენტური განტოლება
  • საბალანსო უწყისის განხილვა
    • ორგანიზაციის ბალანსის განხილვა
    • მოკლევადიანი და გრძელვადიანი აქტივები
    • მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვალდებულებები
    • კაპიტალი

დღე 2

  • ფინანსური აღრიცხვის ელემენტები მათი აღიარება და ასახვა
    • შემოსავლებისა და ხარჯების განმარტება
    • შემოსავლებისა და ხარჯების აღიარება საკასო მეთოდით
    • შემოსავლებისა და ხარჯების აღიარება დარიცხვის მეთოდით
    • ბიზნესის ოპერაციული და ფინანსური ციკლი

დღე 3

  • ფინანსური ანგარიშგების პროცესი
    • შესაბამისობის პრინციპი
    • მოგება-ზარალის უწყისების განხილვა
    • რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულებისა და პერიოდის ხარჯების აღრიცხვა

დღე 4

  • ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები;
    • ბუღალტრული აღრიცხვის პროდუქტები
    • საჟურნალო გატარების არსი
    • ანგარიშების განმარტება
    • ორმაგი ჩაწერის პრინციპი
    • აქტიური და პასიური ანგარიშები

დღე 5

  • საცდელი ბალანსის მომზადება
    • ანგარიშებზე ნაშთების გამოყვანა
    • საცდელი ბალანსის მომზადება
    • მოგება-ზარალის უწყისის შედგენა
    • გაუნაწილებელი მოგების უწყისის შედგენა
    • ბალანსის შედგენა

  • ანგარიშთა გეგმის მიმოხილვა
    • მოკლევადიანი აქტივების სექცია
    • გრძელვადიანი აქტივების სექცია
    • მოკლევადიანი ვალდებულებების სექცია
    • გრძელვადიანი ვალდებულებების სექცია
    • კაპიტალის სექცია
    • საწარმოო შემოსავლებისა და ხარჯების სექცია
    • არასაწარმოო შემოსავლებისა და ხარჯების სექცია

დღე 6

  • ბალანსის მომზადების წინაპირობები-მაკორექტირებელი გატარებები
    • მაკორექტირებელი გატარებების განმარტება, მნიშვნელობა
    • შემოსავლების აღიარება ფულის მიღებამდე
    • შემოსავლების აღიარება ფულის მიღების შემდეგ
    • ხარჯების აღიარება ფულის გადახდამდე
    • ხარჯების აღიარება ფულის გადახდის შემდეგ

დღე 7

  • დებიტორული დავალიანების აღრიცხვა და ანალიზი
    • დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა
    • საეჭვო დებიტორული დავალიანებები
    • საეჭვო დებიტორული დავალიანებების ანალიზის მეთოდი
    • საეჭვო დებიტორული დავალიანებების  რეალიზაციიდან პროცენტის მეთოდი
    • დებიტორული დავალიანებების ჩამოწერა, აღდგენა

დღე 8

  • სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა
    • სასაქონლო მატერიალური მარაგები
    • მარაგების აღრიცხვის მუდმივი მეთოდი
    • მარაგების აღრიცხვის პერიოდული მეთოდი
    • სასაქონლო-მატერიალური მარაგების გადაფასების მეთოდი

დღე 9

  • მატერიალური და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
    • მატერიალური აქტივები
    • არამატერიალური აქტივები
    • ამორტიზაციის წრფივი, დაჩქარებული, წლების შეკრებისა და პროდუქციის ერთეულზე დარიცხვის მეთოდები
    • ძირითადი საშუალებების ყიდვა-გაყიდვა, რემონტის დანახარჯების აღრიცხვა-კლასიფიკაცია.
    • ძირითადი საშულებების გადაფასება
    • არამატერიალური აქტივების შეძენა-რეალიზაცია

დღე 10

  • ვალდებულებების აღრიცხვა
    • მოკლევადიანი ვალდებულებების აღრიცხვა
    • გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა
    • ფასიანი ქაღალდი-თამასუქი, აღრიცხვის პრინციპები

დღე 11

  • აღრიცხვა სამრეწველო საწარმოებში
    • საწარმოო ორგანიზაციების აღრიცხვის თავისებურებანი
    • საწარმოო ხარჯების აღიარება და კლასიფიკაცია
    • წარმოებული პროდუქციის ერთეულის თვითღირებულების დადგენა

დღე 12

  • ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი

საორგანიზაციო დეტალები

  • ტრენინგის დღეები:
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 19:00 – 21:30
  • მისამართი: თბილისი, ლუბლიანას #13ბ
  • ფასი : 490 ლარი
  • გადასახადის გადამხდელთა კავშირის (TPU) წევრები ისარგებლებენ 15% ფასდაკლებით
  • შესვენება : 15 წუთი coffee break
  • ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

შესაძლებელია კორპორატიული ტრენინგის ორგანიზება

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის 0%-იანი განვადებით

ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება  რეგისტრაციის გავლიდან  3 სამუშაო დღის განმავლობაში.

სხვა ტრენინგები
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • info@loialte.com.ge