საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა პირობები და პროცედურები, თუ რა შემთხვევაში შეეძლებათ კომპანიებს მიიღონ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი და რა საგადასახადო შეღავათებით შეუძლიათ ისარგებლონ. 

საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს საქართველოს საწარმოს:

ა) რომელსაც აქვს ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელზეც მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით; მაგ: პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა; კომპიუტერული თამაშების გამოცემა და სხვა.

ბ) რომელიც არის არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება

გ) რომლის 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორ საწარმოებს დამოუკიდებლად (თითოეულ პარტნიორს ცალ-ცალკე) აქვთ ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

რა განსხვავებაა გადასახადების ნაწილში? 

საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი განისაზღვრება 5%-ით ნაცვლად 15%-ი და 20%-ისა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს საკანონდებლო მაცნეს ელექტრონულ ვებგვერდს, სადაც უკვე განთავსებულია საქართველოს მთავრობის დამტკიცებული დადგენილება.

 

შეხვედრის ჩანიშვნა