აუთსორსინგის საერთაშორისო კონფერენცია — ბიზნესის გაძლიერება უზბეკეთში
2024 წლის 30 მაისს, თბილისში გაიმართა საერთაშორისო აუთსორსინგის კონფერენცია, რომელიც ორგანიზებული იყო უზბეკეთის ციფრული ტექნოლოგიების სამინისტროსა და Uzbekistan IT Park-ის მიერ. ღონისძიებაში თანაპარტნიორის სტატუსით მონაწილეობდა Loialté, რომელიც აქტიურად იყო წარმოდგენილი როგორც საკონსულტაციო პარტნიორი ბიზნესის რეგიონში გაფართოების მიმართულებით.
კონფერენციის მთავარი აქცენტი გაკეთდა უზბეკეთში შექმნილ ბიზნეს ეკოსისტემაზე, რომელიც განსაკუთრებით ხელშემწყობია IT და აუთსორსინგული სექტორის განვითარებისთვის. უზბეკეთი მიზნად ისახავს უზრუნველყოს უცხოური კომპანიებისთვის სტრატეგიულად ხელსაყრელი გარემო, მათ შორის დაბეგვრის შეღავათები, გამარტივებული რეგისტრაციის პროცესები და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა.
Loialté Uzbekistan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაჩანა შელიამ, ღონისძიებაზე წარადგინა პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა ქვეყანაში ბიზნესის დაწყების სამართლებრივ და პრაქტიკულ დეტალებს, ასევე Loialté-ის მიერ შემუშავებულ სპეციალურ მომსახურებებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან Uzbekistan IT Park-ის რეზიდენტობის მიღებით.
Loialté Uzbekistan გთავაზობთ სრულ სპექტრს საკონსულტაციო, იურიდიული და ბუღალტრული მომსახურებისა როგორც IT კომპანიებისთვის, ასევე ნებისმიერი სხვა სექტორისთვის, რომელიც განიხილავს უზბეკეთის ბაზარზე შესვლას. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს პროცესის ყველა ეტაპის მაქსიმალურად ეფექტიან და სტრატეგიულ მართვას.