ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სერვისები

წარმოების მენეჯერის მომსახურება

მთავარი ბუღალტრის მომსახურება

ინვენტარიზაცია

mariam bregvadze

ბუღალტრული აუთსორსინგი

service 1

თანამედროვე, სწრაფად ცვალებად ბიზნეს გარემოში, ზუსტი ფინანსური აღრიცხვა არ არის მხოლოდ საჭიროება – ეს თქვენი წარმატების და განვითარების მყარი საფუძველი შეიძლება გახდეს. Loialte-ს ბუღალტრული მომსახურება გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ რიცხვებთან მუშაობა, ჩვენ გაწვდით მკაფიო ფინანსურ ხედვას, რომელიც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილებები, შეინარჩუნოთ შესაბამისობა რეგულაციებთან და ფოკუსირდეთ თქვენი ბიზნესის ზრდასა და განვითარებაზე. 

რას ვაკეთებთ

ჩვენი მომსახურება გათავისუფლებთ ყოველდღიური, რუტინული ბუღალტერიის წარმოების ტვირთისგან და გთავაზობთ სრულყოფილ ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების მომსახურებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში. კერძოდ:

  • ფინანსური აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვითა და ლოკალურ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში
  • პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ოპერაციები აღირიცხება ელექტრონულ პროგრამაში 
  • საბანკო ოპერაციების წარმოება, შეჯერება, კონტროლი და რეკონსილაცია
  • დებიტორებისა და კრედიტორების ზუსტი აღრიცხვა, მიმდინარე დავალიანების მუდმივი მონიტორინგი და ინფორმაციის დამკვეთისთვის მიწოდება, რაც ხელს უწყობს დროულ გადახდებს და კომპანიის ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებას
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების ზუსტი აღრიცხვა, ნაშთების მუდმივი კონტროლი. დამკვეთისთვის ინფორმაციის მიწოდება ინვენტარიზაციის საჭიროების შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული დანაკარგები და მარაგების მართვა განხორციელდეს ოპტიმალურად
  • ძირითადი საშუალებების სრულყოფილი აღრიცხვა, ამორტიზაციის სწორად გამოთვლა და შესაბამისობაში მოყვანას მოქმედ რეგულაციებთან
  • ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო/საპენსიო დეკლარაციების მომზადება განსაზღვრულ ვადებში და წარდგენა შესაბამის ორგანოში
  • საჭიროებისამებრ, ფინანსური და საგადასახადო კონსულტაცია, ბიზნესისთვის საუკეთესო სტრატეგიების შესამუშვებლად
  • ყოველთვიური ანგარიშგება, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და იძლევა ზუსტ სურათს კომპანიის ფინანსური საქმიანობის შესახებ. ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებები:
  • სრული შემოსავლის ანგარიშგება (მოგება/ზარალი)
  • ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება (ბალანსი)
  • ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება
  • კაპიტალის მოძრაობის უწყისი

რა გამოგვარჩევს

  • ჩვენთან ბუღალტრული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ საკანონმდებლო სიახლეებსა და სხვა საჭირო ინფორმაციაზე დროულ და უწყვეტ წვდომას
  • ისარგებლებთ მაღაკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის მომსახურებით, რომლებიც შემოგთავაზებენ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სერვისს
  • Loialte ფლობს  ISO 9001:2015 სერტიფიკატს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მომსახურების ხარისხი საერთაშორისო დონეზეა აღიარებული
  • Loialte-ს პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ
  • ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ბუღალტრულ პროგრამებს და ტექნოლოგიებს, რაც ამცირებს შეცდომების რისკს და უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტიანობას
  • ჩვენთან ბუღალტრული მომსახურება ეფუძნება მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა
  • დაცულობა, სანდოობა და კონფიდენციალურობის მაღალი ხარისხი – ეს ჩვენი უპირატესობაა

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის

  • ჩვენი მომსახურება უზრუნველყოფს კომპანიაში ფინანსური პროცესების გამართვას და რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანას
  • მუდმივი თანამშრომლის დანახარჯებთან შედარებით, Loialte-ს ბუღალტრული  მომსახურება გაცილებით ეკონომიურია
  • პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლების გუნდი, უზრუნველყოფს პოტენციური საგადასახადო რისკების იდენტიფიცირებას, დროულ  ინფორმირებას და პრევენციისთვის საჭირო ზომების მიღებას
  • ჩვენთან თითოეული ბუღალტრის საქმიანობის მონიტორინგში ჩართულია როგორც მთავარი ბუღალტერი, ასევე სხვადასხვა რგოლის თანამშრომლები, რაც უზრუნველყოფს გაცილებით კვალიფიციური და გადამოწმებული მომსახურების მიწოდებას და ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას
  • შესაძლებლობა, რომ კონცენტრირდეთ თქვენს ძირითად საქმიანობაზე, ხოლო ყოველდღიური ბუღალტრული რუტინა, ასევე მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები Loialte-ს პროფესიონალთა გუნდს გადააბაროთ

ვის ვემსახურებით?

Loialte-ს ბუღალტრული მომსახურება განკუთვნილია:

  • მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებიც ფინანსური პროცესების ეფექტიანი მართვისთვის კვალიფიციური ბუღალტრული სერვისით სარგებლობას საჭიროებენ
  • საწარმოებისთვის, რომლებსაც გამართულ ბუღალტერიასთან ერთად სჭირდებათ მაღალი დონის საგადასახადო კონტროლი და ანგარიშგებების მომზადება
  • სტარტაპებისთვის, რომლებიც ეძებენ სტრუქტურირებულ და ხელმისაწვდომ ბუღალტრულ გადაწყვეტილებებს
  • საჯარო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორისთვის, რომლებიც საჭიროებენ ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და რეგულაციებთან შესაბამისობას

ჩვენი მიდგომა

  • საწყისი კონსულტაცია: ჩვენ ვიწყებთ თქვენი ბიზნესის საოპერაციო პროცესებში გარკვევას, ასევე ვინტერესდებით კომპანიის მიზნებითა და ფინანსურ აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული არსებული გამოწვევებით
  • მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროებების გათვალისწინებით ვქმნით თქვენს კომპანიაზე მორგებულ ბუღალტრული მომსახურების სპეციალურ პაკეტს და შესაბამის პოლიტიკებსა და პროცედურებს, რომლის შესაბამისადაც განხორციელდება მომსახურების პროცესი
  • საბოლოო შეთანხმების შემდგომ შეუფერხებლად, ისე რომ არ დაზარალდეს თქვენი საოპერაციო პროცესი, გადმოვიბარებთ ბუღალტერიასთან დაკავშირებულ ყველანაირ ინფორმაციას
  • ჩვენი მომსახურების ფარგლებში იღებთ მუდმივ, პროფესიონალურ მხარდაჭერას და კონსულტაციებს სხვადასხვა მიმართულებით
  • პერიოდულად ვახორციელებთ დამკვეთთან შეხვედრებს მომსახურების პროცესის მუდმივი დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით

ჩვენ აუცილებლად ვითვალისწინებთ თქვენს ინდუსტრიას, კომპანიის ზომას და მიზნებს, შესაბამისად ჩვენი მომსახურება სრულად მორგებულია თქვენი ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებზე.

ჩვენი ბუღალტრული მომსახურება ორგანიზაციას ეხმარება არამარტო ხარჯების და შემოსავლების სწორ აღრიცხვაში, არამედ სწორი ფინანსური ბაზის შექმნაში, რაც ორგანიზაციის გაძლიერებას და გრძელვადიან წარმატებას უწყობს ხელს.

დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ მეტი იმ სარგებლის შესახებ, რასაც Loialte-სთან თანამშრომლობით მიიღებთ!

Loialte-ს ბუღალტრული მომსახურება დაზღვეული სადაზღვევო კომპანია “ალდაგი”-ს რამდენიმე მილიონიანი სადაზღვევო პოლისით, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კლიენტ კომპანიას Loialte-ს ბრალეულობით დაეკისრება ჯარიმა საგადასახადო ორგანოს მხრიდან, ჯარიმის თანხას აანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია.