სხვა სერვისები

წარმოების მენეჯერის მომსახურება

მთავარი ბუღალტრის მომსახურება

ინვენტარიზაცია

WhatsApp Image 2025 10 21 at 12.07.42 (1)

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

ჩვენი მომსახურება გათავისუფლებთ ყოველდღიური, რუტინული ბუღალტერიის წარმოების ტვირთისგან და გთავაზობთ სრულყოფილ ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების მომსახურებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

ბუღალტრული მომსახურება

დინამიკური, მუდმივად ცვალებადი ბიზნეს გარემო კომპანიებისგან შესაბამის მიდგომებს და მეტ მოქნილობას მოითხოვს. ზუსტი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ბუღალტერია ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვან და აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. ჩვენ გთავაზობთ ბუღალტრული აღრიცხვის სრულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს ფინანსური ოპერაციების აღრიცხვას, ანგარიშგების მომზადებას, საგადასახადო ვალდებულებების გამოთვლასა და საგადასახადო ორგანოსთან ანგარიშგების წარდგენას კანონმდებლობის სრული დაცვით. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სიზუსტეს, გამჭვირვალობას და პროცესების ოპტიმიზაციას, რათა ბიზნესმა იმუშაოს ეფექტიანად და მიიღოს დროული ფინანსური ინფორმაცია გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად.

რას გულისხმობს Loialte-ს ბუღალტრული მომსახურება?

  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება – ვაწარმოებთ აღრიცხვას საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) და ადგილობრივ რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში. 
  • პირველადი დოკუმენტების დამუშავება – ოპერაციებს აღვრიცხავთ პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე, თანამედროვე ელექტრონული პროგრამების გამოყენებით.
  • საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი – უზრუნველვყოფთ საბანკო ოპერაციების სწორ აღრიცხვას, შეჯერებას, კონტროლსა და რეკონსილაციას.
  • დებიტორული და კრედიტორული ანგარიშების მართვა – ვაწარმოებთ დავალიანებების აღრიცხვას და დროულად ვაწვდით ინფორმაციას, რაც ხელს უწყობს გადახდების მართვასა და ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებას.
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა – ვაკონტროლებთ ნაშთებს, ვაწვდით ინფორმაციას ინვენტარიზაციის საჭიროების შესახებ და ვეხმარებით მარაგების ოპტიმალურ მართვაში.
  • ფიქსირებული აქტივების აღრიცხვა – ვახორციელებთ ცვეთისა და ამორტიზაციის გამოთვლას და უზრუნველვყოფთ რეგულაციებთან შესაბამისობას.
  • საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა – კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით ვამზადებთ და შესაბამის ორგანოებს წარვუდგენთ ყოველთვიურ და წლიურ დეკლარაციებს.
  • ფინანსური ანგარიშგება – ვამზადებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემდეგ ანგარიშგებებს:
    • სრული შემოსავლის ანგარიშგება (მოგება/ზარალი);
    • ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება (ბალანსი);
    • ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება;
    • კაპიტალის მოძრაობის უწყისი.
  • ფინანსური და საგადასახადო კონსულტაციები – გთავაზობთ ინდივიდუალურ რჩევებსა და სტრატეგიულ რეკომენდაციებს თქვენი ბიზნესის ფინანსური გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად.

Loialte-სთან თანამშრომლობის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ბუღალტრული სერვისით საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ჩვენი მომსახურება კომპანიებს ეხმარება არამარტო ხარჯების და შემოსავლების სწორად აღრიცხვაში, არამედ სწორი ფინანსური ბაზის შექმნაში, რაც მათ გაძლიერებასა და გრძელვადიან წარმატებას უწყობს ხელს.

დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ მეტი იმ სარგებლის შესახებ, რასაც Loialte-სთან თანამშრომლობით მიიღებთ!

  • ბუღალტერია აუთსორსზე საშუალო და გრძელ ვადაში ბევრად უფრო ხარჯთეფექტურია, ვიდრე ბუღალტრის ან ბუღალტერთა გუნდის დაქირავება. 
  • ბუღალტრული მომსახურების აუთსორსი უზრუნველყოფს კომპანიაში ფინანსური პროცესების გამართვას და რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანას
  • პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლების გუნდი, უზრუნველყოფს პოტენციური საგადასახადო რისკების იდენტიფიცირებას, დროულ  ინფორმირებას და პრევენციისთვის საჭირო ზომების მიღებას
  • ჩვენთან თითოეული ბუღალტრის საქმიანობის მონიტორინგში ჩართულია როგორც მთავარი ბუღალტერი, ასევე სხვადასხვა რგოლის თანამშრომლები, რაც უზრუნველყოფს გაცილებით კვალიფიციური და გადამოწმებული მომსახურების მიწოდებას და ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას
  • საგადასახადო რისკებზე პასუხისმგებლობას იღებს Loialte, რომელიც გამყარებულია პასუხისმგებლობის დაზღვევის რამდენიმე მილიონიანი პოლისით კომპანია ალდაგში. 
  • თქვენი ფინანსური ინფორმაცია დაცულია ISO სტანდარტების შესაბამისად. Loialte ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს ბუღალტერიის და საგადასახადო მომსახურების მიმართულებით. 
  • ბუღალტრული მომსახურების აუთსორსინგი გაძლევთ შესაძლებლობას, რომ კონცენტრირდეთ თქვენს ძირითად საქმიანობაზე, ხოლო ყოველდღიური ბუღალტრული რუტინა, ასევე მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები Loialte-ს პროფესიონალთა გუნდს გადააბაროთ

Loialte-ს ბუღალტრული მომსახურება განკუთვნილია:

  • მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის (მათ შორის: მომსახურების, ვაჭრობის და წარმოების სფეროს კომპანიებისთვის)
  • სტარტაპებისთვის
  • საჯარო ორგანიზაციებისა
  • არასამთავრობო სექტორისთვის

Loialte-ს ოფისები განთავსებულია თბილისსა და ბათუმში, ხოლო მომსახურების მიღება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, Loialte საქართველოს გარდა წარმოდგენილია ოფისებით უზბეკეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიეროებში.  

პირველ ეტაპზე ვიწყებთ საწყისი კონსულტაციით, ვცდილობთ, გავერკვეთ თქვენი ბიზნესის საოპერაციო პროცესებში, კომპანიის მიზნებსა და ფინანსურ აღრიცხვიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებში. 

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროებების გათვალისწინებით, ვქმნით თქვენს კომპანიაზე მორგებულ ბუღალტრული მომსახურების სპეციალურ პაკეტს და შესაბამის პოლიტიკებსა და პროცედურებს, რომლის შესაბამისადაც განხორციელდება მომსახურება.

საბოლოო შეთანხმების შემდგომ შეუფერხებლად, ისე რომ არ დაზარალდეს თქვენი საოპერაციო პროცესი, გადმოვიბარებთ ბუღალტერიასთან დაკავშირებულ ყველანაირ ინფორმაციას

ჩვენი მომსახურების ფარგლებში მიიღებთ მუდმივ, პროფესიონალურ მხარდაჭერასა და კონსულტაციებს სხვადასხვა მიმართულებით. მომსახურების დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით, პერიოდულად ვახორციელებთ დამკვეთთან შეხვედრებს. ჩვენი მომსახურება სრულად მორგებულია თქვენი ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებზე – ვითვალისწინებთ ინდუსტრიას, კომპანიის ზომასა და მიზნებს. 

დაცულობა, სანდოობა და კონფიდენციალურობის მაღალი ხარისხი – ეს ჩვენი უპირატესობაა. ჩვენი ბუღალტრული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში:

  • ისარგებლებთ მაღაკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის მომსახურებით, რომლებიც შემოგთავაზებენ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სერვისებს
  • მუდმივი თანამშრომლის დანახარჯებთან შედარებით, Loialte-ს ბუღალტრული  მომსახურება გაცილებით ეკონომიურია
  • Loialte ფლობს  ISO 9001:2015 სერტიფიკატს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მომსახურების ხარისხი საერთაშორისო დონეზეა აღიარებული
  • Loialte-ს პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ
  • ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ბუღალტრულ პროგრამებს და ტექნოლოგიებს, რაც ამცირებს შეცდომების რისკს და უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტიანობას
  • ჩვენთან ბუღალტრული მომსახურება ეფუძნება მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა
  • თქვენ მიიღებთ საკანონმდებლო სიახლეებსა და სხვა საჭირო ინფორმაციაზე დროულ და უწყვეტ წვდომას
  • Loialte არის ყველაზე მსხვილი პროვაიდერი სააგენტო “აწარმოე საქართველოში”-ს ზრდის ჰაბების პროექტში, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ 10000 ლარიანი თანადაფინანსებით ბუღალტერიის და ფინანსების სერვისებზე. 

Loialte-ს ბუღალტრული მომსახურება დაზღვეული სადაზღვევო კომპანია ალდაგის რამდენიმე მილიონიანი სადაზღვევო პოლისით, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კლიენტ კომპანიას Loialte-ს ბრალეულობით დაეკისრება ჯარიმა საგადასახადო ორგანოს მხრიდან, ჯარიმის თანხას აანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია.

ჩვენი არსებული პრაქტიკით, მეტი სანდოობის უზრუნველსაყოფად მსხვილი ორგანიზაციებისთვის (უმეტესწილად მეორე და პირველი კატეგორიის კომპანიები) ვაფორმებთ ინდივიდუალურ სადაზღვევო პოლისს.

კალკულატორი

შეავსეთ თქვენი იურიდიული ფორმა, სექტორი, წლიური ბრუნვა, თანამშრომლების რაოდენობა და გამოინაგარიშე მომსახურების თვიური ღირებულება.

თვიური ფასი:

ფასები მოცემულია 1 კომპანიისთვის, დღგ-ს გარეშე

WhatsApp
დაგვიკავშირდით

გამოიწერეთ სიახლეები

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]