გადასახადები

საგადასახადო რისკები ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობის თანმდევია და რაც უფრო რთული და კომპლექსურია ბიზნესი, ეს რისკები კიდევ უფრო იზრდება. საგადასახადო რისკების რეალიზება კრიტიკულ შედეგებს იწვევს საქმიანობის პროცესში და რიგ შემთხვევაში შესაძლოა ბიზნესის არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.
საგადასახადო რისკების იდენტიფიცირებისა და განეიტრალებისთვის Loialté გთავაზობთ საგადასახადო აუდიტის მომსახურებას. საგადასახადო აუდიტი ტარდება როგორც კომპლექსურად, ასევე ცალკეული გადასახადების ან/და საკითხების მიმართ.
რას ვაკეთებთ
- ჩვენ ვაფასებთ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციების შესაბამისობას საგადასახადო კანონმდებლობასთან
- ვამუშავებთ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ვებ-გვერდზე (RS.GE) გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებულ ყველა ინფორმაციას, საბანკო ამონაწერებს, ვამოწმებთ სააღრიცხვო დოკუმენტებს და მათი ბუღალტრულ პროგრამაში ასახვის სისწორეს
- ბუღალტრულ პროგრამასა და სააღრიცხვო დოკუმენტებზე დაყრდნობით, საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით გავიანგარიშებთ საგადასახადო ვალდებულებებს და დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გამოვლენილ სხვაობებს
- გავცემთ რეკომენდაციებს გამოვლენილი ხარვეზების და ნაკლოვანებების აღმოფხვრის/გამოსწორების მიზნით
- დამკვეთის სურვილისამებრ, ვერთვებით ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში
რა გამოგვარჩევს
- Loialté-ში დაგხვდებიან გამოცდილი საგადასახადო აუდიტორები და კონსულტანტები, რომელთაც გააჩნიათ კერძო, ასევე საჯარო სექტორში (მათ შორის შემოსავლების სამსახურში) მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება. ისინი აქტიურად ეცნობიან კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს და მომსახურების პროცესში ითვალისწინებენ საგადასახადო ორგანოს პრაქტიკულ მიდგომებს
- თითოეულ კლიენტთან ვმუშაობთ ინდივიდუალურად, მათი კონკრეტული საჭიროებებისა და მიზნების გათვალისწინებით
- Loialté ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს კონკრეტულად საგადასახადო აუდიტის მიმართულებით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მომსახურების ხარისხი საერთაშორისო მასშტაბითაა აღიარებული
- ჩვენ ვქმნით გრძელვადიან ურთიერთობებს კლიენტებთან, რაც ეფუძნება ნდობას, შედეგზე ორიენტაციას და მაღალი ხარისხის მომსახურებას
- ჩვენთან თქვენი სენსიტიური ინფორმაცია მაღალ დონეზე დაცული და მკაცრად კონფიდენციალურია
- Loialte-ს პროფესიული პასუხისმგებლობა საგადასახადო აუდიტის მიმართულებით დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ
სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის
- ჩვენ დავაიდენტიფიცირებთ საგადასახადო ვალდებულებებს, რომლის საფუძველზეც თქვენ შეძლებთ საგადასახადო დეკლარაციების დაზუსტებას, რაც აგარიდებთ საგადასახადო სანქციებს
- ჩვენს მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეძლებთ საგადასახადო რისკების მინიმუმამდე დაყვანას და სამომავლოდ საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრას
- საგადასახადო ვალდებულებების დაიდენტიფიცირება და რისკების მინიმიზაცია საშუალებას მოგცემთ მომზადებული დახვდეთ საგადასახადო ორგანოს
ვის ვემსახურებით?
ჩვენი მომსახურება განკუთვნილია:
- მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომლებიც საჭიროებენ ეფექტიან და ხელმისაწვდომ აუდიტორულ მომსახურებას და საგადასახადო ტვირთის შემცირებაზე ორიენტირებულ საგადასახადო პოლიტიკას
- მსხვილი ბიზნეს სუბიექტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან ეკონომიკური საქმიანობის პროცესში არსებული კომპლექსური სამეურნეო ოპერაციების სწორი და ოპტიმალური საგადასახადო დაბეგვრით
- საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ადგილობრივ საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
- არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ სწორად ისარგებლონ საგადასახადო შეღავათებით და მარტივად ადაპტირდნენ საგადასახადო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებთან
ჩვენი მიდგომა
- ჩვენ ვართ ობიექტურები და დამოუკიდებლები, რათა უზრუნველვყოთ მიუკერძოებელი და სანდო დასკვნები/რეკომენდაციები
- თანამშრომლობის პროცესში თქვენგან მიღებული ნებისმიერი ფინანსური და საგადასახადო ინფორმაციის კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილია კომპანიის დახვეწილი პოლიტიკითა და პროცედურებით, რომელიც შესაბამისობაშია ISO სტანდარტებთან
- თქვენთვის გაწეული საგადასახადო მხარდაჭერა დამყარებულია მიღებული ინფორმაციის ანალიზსა და რისკზე დაფუძნებულ მსჯელობაზე
- ჩვენი საგადასახადო ექსპერტები მუდმივად ეცნობიან საგადასახადო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს და მათი ადაპტირების პროცედურებს, რათა უზრუნველვყოთ თქვენი ბიზნესის მდგრადობა და შესაბამისობა სამართლებრივ მოთხოვნებთან
საგადასახადო ვალდებულებების აუდიტის მომსახურებით თქვენ მიიღებთ საგადასახადო აუდიტის დასკვნას (შესაბამისი გაანგარიშებებით), რომელშიც კანონმდებლობის ნორმების მითითებით დეტალურად განიმარტება ყველა გადასახადში/გაანგარიშებაში არსებული სხვაობების და მოსალოდნელი სანქციების შესახებ ინფორმაცია და რეკომენდაციები.
დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ მეტი იმ სარგებლის შესახებ, რასაც Loialté-სთან თანამშრომლობით მიიღებთ!