საგადასახადო მიმართულების შესახებ

Loialté-ს საგადასახადო მომსახურება გულისხმობს თქვენი ბიზნესის საგადასახადო კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფას და საგადასახადო რისკების მინიმალურ დონემდე შენარჩუნებას. ჩვენი საგადასახადო აუდიტორები და ექსპერტები ზრუნავენ, რომ მუდმივად დარჩეთ კანონის ფარგლებში და ამავდროულად მოახდინოთ გადასახადების ოპტიმიზაცია. 

Untitled design optimized

რას ვაკეთებთ

ჩვენ გთავაზობთ სრულყოფილ საგადასახადო მხარდაჭერას, რომელიც მოიცავს:

  • საგადასახადო ვალდებულებების აუდიტი
  • მიმდინარე საგადასახადო დეკლარაციების აუდიტი
  • საგადასახადო შემოწმების პროცესში მხარდაჭერა
  • საგადასახადო დავებში მხარდაჭერა
  • საგადასახადო ვალის მართვაში მხარდაჭერა
  • საგადასახადო შეთანხმებაში მხარდაჭერა
  • წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნაში მხარდაჭერა
  • საგადასახადო კონსულტაციები
  • სატრანსფერო ფასწარმოქმნა

რა გამოგვარჩევს

  • თქვენ მოგემსახურებათ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე საგადასახადო აუდიტორები, ექსპერტები და საგადასახადო იურისტები, რომლებსაც გააჩნიათ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში (მათ შორის შემოსავლების სამსახურში) მუშაობის გამოცდილება.
  • Loialte ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს საგადასახადო მომსახურების მიმართულებით, რაც ადასტურებს ჩვენი მომსახურების უმაღლეს ხარისხს როგორც საქართველოში, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
  • ჩვენი საქმიანობა ეფუძნება დეტალურ ანალიზსა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ, რისკზე ორიენტირებულ მიდგომებს
  • ვთანამშრომლობთ თითოეულ კლიენტთან ინდივიდუალურად, მათი უნიკალური საჭიროებებისა და მიზნების გათვალისწინებით
  • Loialte-ს მომსახურება დაზღვეული სადაზღვევო კომპანია “ალდაგი”-ს რამდენიმე მილიონიანი სადაზღვევო პოლისით, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კლიენტ კომპანიას Loialte-ს ბრალეულობით დაეკისრება ჯარიმა საგადასახადო ორგანოს მხრიდან, ჯარიმის თანხას აანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია.  
  • ჩვენთან თქვენი ფინანსური ინფორმაცია სრულად დაცული და მკაცრად კონფიდენციალურია

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის

  • საგადასახადო რისკების დროული იდენტიფიცირება და პრევენცია
  • საგადასახადო ჯარიმებისა და ზედმეტი გადასახადების თავიდან არიდება
  • მუდმივი შესაბამისობა საგადასახადო კანონმდებლობასთან და ცვლილებებთან ადაპტაციის გამარტივება
  • ოპტიმალური საგადასახადო სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს თქვენი ბიზნესის საგადასახადო ტვირთს
  • საგადასახადო დავებში ჩართულობა და პროცესების ეფექტურად მართვა
  • თქვენი დროითი რესურსების დაზოგვა, რაც საშუალებას მოგცემთ კონცენტრირდეთ ბიზნესის ზრდასა და განვითარებაზე

ვის ვემსახურებით

Loialté-ს საგადასახადო მომსახურება განკუთვნილია:

  • მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებიც საჭიროებენ საგადასახადო პროცესების გამარტივებასა და გადასახადების ოპტიმიზაციას
  • მსხვილი ბიზნესებისათვის, რომლებსაც სჭირდებათ კომპლექსურ საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები, მიმდინარე მონიტორინგი  და ზედამხედველობა
  • საერთაშორისო კომპანიებისთვის, ადგილობრივ კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით
  • არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ საგადასახადო შეღავათებით სწორად სარგებლობა და კანონმდებლობის ცვლილებებთან დროული ადაპტაცია
  • ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის, რომელიც საჭიროებს მხარდაჭერას საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობის პროცესში

ჩვენი მიდგომა

  • დიაგნოსტიკა – ორგანიზაციის მიზნების, საჭიროებებისა და გამოწვევების დეტალური შეფასება
  • დამკვეთზე მორგებული გეგმა – ინდივიდუალური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.
  • მაღალი ხარისხის მომსახურება – თანმიმდევრული და პროფესიონალური მხარდაჭერა, რომელსაც ენდობიან ჩვენი კლიენტები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ
  • პარტნიორული ურთიერთობა – ვიყოთ თქვენი გუნდის სანდო ნაწილი, ორიენტირებული მიზნების მიღწევაზე
  • გამჭვირვალობა და ეთიკური სტანდარტები – ჩვენი საქმიანობა ეფუძნება სანდოობას, ეთიკურ პრინციპებსა და პასუხისმგებლობას
  • მუდმივი გაუმჯობესება – მომსახურების მუდმივი დახვეწა მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე
  • მუდმივი მხარდაჭერა და რეპორტინგი – რეგულარული კონსულტაციები და დეტალური რეპორტინგი შესრულებული სამუშაოების შესახებ

დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ მეტი იმ სარგებლის შესახებ, რასაც Loialte-სთან თანამშრომლობით მიიღებთ!

საგადასახადო ვალდებულებების აუდიტის მომსახურებით თქვენ მიიღებთ საგადასახადო აუდიტის დასკვნას (შესაბამისი გაანგარიშებებით), რომელშიც კანონმდებლობის ნორმების მითითებით, დეტალურად განიმარტება ყველა გადასახადში/გაანგარიშებაში არსებული სხვაობების და მოსალოდნელი სანქციების შესახებ ინფორმაცია და რეკომენდაციები.

ამავდროულად, შემოწმების დასრულებისას, შედეგების გაცნობის მიზნით, დამკვეთთან ტარდება ფიზიკური/ონლაინ შეხვედრა, სადაც თითოეული საკითხი განიხილება სიღრმისეულად და დეტალურად. Loialté-ს გუნდი, დამკვეთის სურვილისამებრ ერთვება გაცემული რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში.

Loialté-ს საგადასახადო აუდიტი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სრული, ობიექტური და სიღრმისეული სურათი თქვენი კომპანიის საგადასახადო მდგომარეობის შესახებ. ჩვენი გუნდი დეტალურად აანალიზებს საგადასახადო დეკლარაციებს და აფასებს მათ სისწორეს, ასევე – ბუღალტრულ ჩანაწერებს და დაბეგვრასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტაციას, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ შესაძლო ხარვეზები, უზუსტობები და საგადსაახადო ტვირთის შემსუბუქების შესაძლებლობები.

გარდა ამისა, ჩვენი აუდიტის სერვისით თქვენ შეძლებთ:

  • დროულად შეასწოროთ საგადასახადო დეკლარაციები და თავიდან აიცილოთ შესაძლო სანქციები და ზედმეტი გადასახადები;
  • საგადასახადო რისკების მინიმიზაციასა და მომავალ ტრანზაქციებთან დაკავშირებული ეფექტიანი საგადასახადო პოლიტიკის დადგეგმვას/განხორციელებას;
  • დაზოგავთ დროსა და ფულს, რაც საშუალებას მოგცემთ გამოთავისუფლებული რესურსები თქვენი ბიზნესის განვითარებას მოახმაროთ;
  • დაინახოთ ბიზნეს პროცესებში გამოვლენილი სუსტი მხარეები, რაც საშუალებას მოგცემთ იმუშავოთ მათ გამოსწორებასა და შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვაზე.

ჩვენი აუდიტორები და კონსულტანტები არიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები, რომელთაც მუშაობის გამოცდილება აქვთ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში – მათ შორის შემოსავლების სამსახურშიც. ისინი მუდმივად ეცნობიან კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს და ითვალისწინებენ საგადასახადო ორგანოს პრაქტიკულ მიდგომებს, რაც უზრუნველყოფს ჩვენი დასკვნების სიზუსტეს და სანდოობას.

საგადასახადო აუდიტის მომსახურება მეტად კომპლექსური პროცესია და მისი ღირებულება დამოკიდებულია ბევრ სხვადასხვა ფაქტორზე. მათ შორის –  კომპანიის ბრუნვაზე, შესასწავლი დოკუმენტების რაოდენობასა და სხვა კონკრეტულ საჭიროებებზე, რაც განსაზღვრავს გასაწევი სამუშაოს მოცულობას. ჩვენ თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად ვაფასებთ და გთავაზობთ გამჭვირვალე, სამართლიან ფასს, რომელიც ასახავს მომსახურების ხარისხს, სიღრმეს და კონკურენტულია საქართველოს ბაზარზე.

კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე, პირველადი კონსულტაცია უფასოა, რათა სწორად განვსაზღვროთ მოთხოვნები და შემოგთავაზოთ ოპტიმალური ტარიფი.

Loialté ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს საგადასახადო აუდიტის მიმართულებით, რაც ადასტურებს ჩვენი მომსახურების მაღალ ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

Loialté-ს პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ, ხოლო თქვენი მონაცემები დაცულია მკაცრი კონფიდენციალობის პოლიტიკის ფარგლებში.

Loialté არის ყველაზე მსხვილი სერვისების პროვაიდერი კომპანია სააგენტო “აწარმოე საქართველოში”-ს ზრდის ჰაბების (growth hub) პროექტში, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ 10,000 ლარიანი თანადაფინანსებით სხვადასხვა, მათ შორის საგადასახადო სერვისების მიმართულებით.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

WhatsApp
დაგვიკავშირდით

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]