სხვა სერვისები
მიმართულების შესახებ

თანამედროვე ბიზნეს გარემო დინამიურია და კომპლექსური სამართლებრივი გამოწვევებით სავსე, რაც კომპანიებს მუდმივად ახალ პასუხისმგებლობებს, რისკებსა და ამოცანებს უქმნის. სწორედ ამიტომ ბიზნესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროფესიონალური, ხარისხიანი და დროული იურიდიული მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს საქმიანობის ეფექტურობას, რისკების მინიმიზაციასა და გრძელვადიან წარმატებას.
Loialte Legal გთავაზობთ კომპლექსურ და მრავალმხრივ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს სამართლებრივი მხარდაჭერის ყველა ძირითად მიმართულებას, მათ შორის: ხელშეკრულებების შედგენა და რევიზია, სასამართლო და არბიტრაჟული წარმომადგენლობა, პერსონალური მონაცემების დაცვა, საკორპორაციო სამართალი, შრომითი სამართალი, მომხმარებლის უფლებების დაცვა, რეგულაციებთან შესაბამისობა, სამართლებრივი აუდიტი, მოლაპარაკებებში მხარდაჭერა და დებიტორული პორტფელის მართვა.
რას მოიცავს ჩვენი მომსახურება
Loialte Legal-ის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე იურისტებით, რომლებიც უზრუნველყოფენ:
- სრულ იურიდიულ მხარდაჭერას:
დაწყებული ყოველდღიური სამართლებრივი კონსულტაციებით, დასრულებული კომპლექსური სასამართლო და არბიტრაჟული დავებით. - სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობას:
დავების ეფექტური სამართლებრივი მართვა, შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიების შემუშავება და პროცესუალური ქმედებების განხორციელება. - შესაბამისობის უზრუნველყოფას:
საკანონმდებლო რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში თქვენი ბიზნესის მოყვანა და სამართლებრივი რისკების მინიმიზაცია. - მოლაპარაკებებში იურიდიულ მხარდაჭერას:
კრეატიული და მოქნილი სამართლებრივი გადაწყვეტილებები, რომლებიც იცავენ თქვენს ინტერესებს და ხელს უწყობენ ბიზნესის წარმატებულ განვითარებას. - სამართლებრივი დოკუმენტაციის აუდიტსა და მომზადებას:
ხელშეკრულებების, შრომითი თუ საკორპორაციო დოკუმენტაციის სრულყოფილ შეფასებას, რევიზიასა და შესაბამისობის უზრუნველყოფას. - დებიტორული დავალიანებების სამართლებრივ მართვას:
ეფექტური სამართლებრივი სტრატეგიების გამოყენებით დებიტორული დავალიანებების დროულ და ოპერატიულ მართვას.
რა გამოგვარჩევს
- პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია:
მრავალპროფილური იურისტების გუნდი, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან სამართლის სხვადასხვა სფეროში. - ეთიკის მაღალი სტანდარტი:
ჩვენთვის უმთავრესი ღირებულებაა პროფესიული ეთიკის უმკაცრესი დაცვა და მაღალი პასუხისმგებლობა თითოეულ საქმეში. - კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა:
ყველა საქმეს ვუდგებით ინდივიდუალურად, კონკრეტული კლიენტის საჭიროებებისა და ბიზნეს სპეციფიკის გათვალისწინებით. - ოპერატიულობა და ეფექტურობა:
ვმუშაობთ სწრაფად, ხარისხიანად და პროცესების ოპტიმიზაციის გზით მაქსიმალურად ვზოგავთ თქვენი ბიზნესის დროსა და რესურსებს.
სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის
- სამართლებრივი რისკების მინიმიზაცია:
უზრუნველყოფთ ბიზნეს პროცესების სამართლებრივად სწორ მართვას, რაც დაგიცავთ ფინანსური და რეპუტაციული რისკებისგან. - მდგრადი სამართლებრივი მხარდაჭერა:
პროფესიული სამართლებრივი დახმარება როგორც ერთჯერადი, ისე გრძელვადიანი პროექტების და დავების სამართავად. - რესურსების ეფექტიანი გამოყენება:
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ დრო, ენერგია და ფინანსური რესურსები ბიზნესის ძირითად მიზნებზე კონცენტრირებისთვის. - რეპუტაციის გაუმჯობესება:
სამართლებრივი შესაბამისობა და მაღალეთიკური სამართლებრივი მხარდაჭერა, რაც დადებითად აისახება კომპანიის რეპუტაციასა და კლიენტების ნდობაზე.
ვის ვემსახურებით
ჩვენი იურიდიული მომსახურება განკუთვნილია ნებისმიერი ზომის და სექტორის ორგანიზაციებისთვის, მათ შორის:
- სტარტაპებისთვის:
ვისაც სჭირდება საიმედო იურიდიული პარტნიორი საწყის ეტაპზევე, რათა თავიდან აიცილონ სამართლებრივი სირთულეები. - მცირე და საშუალო საწარმოებისთვის:
რომელთათვის აუცილებელია უწყვეტი სამართლებრივი მხარდაჭერა და ბიზნესის სტაბილური ოპერირება. - მსხვილი კორპორაციებისთვის:
რომელთაც კომპლექსური ტრანზაქციებისა თუ დავების სამართავად სჭირდებათ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა მხარდაჭერა.
ჩვენი მიდგომა
- დიაგნოსტიკა – ორგანიზაციის მიზნების, საჭიროებებისა და გამოწვევების დეტალური შეფასება
- დამკვეთზე მორგებული გეგმა – ინდივიდუალური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.
- მაღალი ხარისხის მომსახურება – თანმიმდევრული და პროფესიონალური მხარდაჭერა, რომელსაც ენდობიან ჩვენი კლიენტები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ
- პარტნიორული ურთიერთობა – ვიყოთ თქვენი გუნდის სანდო ნაწილი, ორიენტირებული მიზნების მიღწევაზე
- გამჭვირვალობა და ეთიკური სტანდარტები – ჩვენი საქმიანობა ეფუძნება სანდოობას, ეთიკურ პრინციპებსა და პასუხისმგებლობას
- მუდმივი გაუმჯობესება – მომსახურების მუდმივი დახვეწა მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე
- მუდმივი მხარდაჭერა და რეპორტინგი – რეგულარული კონსულტაციები და დეტალური რეპორტინგი შესრულებული სამუშაოების შესახებ
Loialte Legal-ის ყველა მომსახურება დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ მიერ.
ეს ნიშნავს, რომ თუ Loialte Legal-ის ბრალეულობით კლიენტ კომპანიას დაეკისრება ჯარიმა მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან, მის თანხას აანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია.
დაგვიკავშირდით დღესვე, რათა მიიღოთ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება Loialte Legal გახდეს თქვენი ბიზნესის საიმედო სამართლებრივი პარტნიორი!