სერვისები
ფინანსური მართვა

რას ვაკეთებთ
თანამედროვე ბიზნეს გარემოში ფინანსური მართვის ეფექტურად ორგანიზება კომპანიების უმეტესობისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ბიზნესის სტაბილური ზრდა და წარმატებული განვითარება კი პირდაპირ არის დამოკიდებული ფინანსური პროცესების მართვის სიზუსტესა და სტრატეგიულ ხედვაზე.
ჩვენი მომსახურება მოიცავს ფინანსური დირექტორის (Chief Financial Officer – CFO) სრულ მხარდაჭერას. ყველა სერვისი მორგებულია თქვენი კომპანიის უნიკალურ საჭიროებებზე. ჩვენი მიზანია თქვენს კომპანიაში არა მხოლოდ ფინანსური სტაბილურობა, არამედ ბიზნესის ზრდის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება უზრუნველვყოთ. ჩვენი მომსახურება მოიცავს:
- ფინანსური სტრატეგიის შემუშავება
- ფინანსური ანალიზი
- ბიუჯეტირება და პროგნოზირება
- ანგარიშგებისა და კონტროლის სისტემები
- ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მართვა
CFO აუთსორსინგი არის ინოვაციური და მოქნილი გადაწყვეტა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ პროფესიონალური ფინანსური მხარდაჭერა, დაზოგოთ ხარჯები და უზრუნველყოთ თქვენი ბიზნესის სტაბილური განვითარება. ჩვენი მიზანია გავხდეთ თქვენი კომპანიის სანდო პარტნიორი ფინანსური წარმატების გზაზე.
რა გამოგვარჩევს
- მრავალწლიანი გამოცდილება – ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებისგან, რომელთაც აქვთ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე
- კვალიფიკაციის მაღალი დონე – ყველა ჩვენი ფინანსური ექსპერტი ფლობს წამყვანი აკადემიური ინსტიტუტების პროფესიული კვალიფიკაციებს. ასევე, მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ ჩვენი გუნდის წევრების გადამზადებას, რათა ჩვენი მომსახურება ყოველთვის პასუხობდეს ფინანსების სფეროში არსებულ ტენდენციებს და სიახლეებს
- ინოვაციური მიდგომა – ჩვენ ვიყენებთ უახლეს ფინანსურ ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებს, რათა შევძლოთ პროცესების ოპტიმიზაცია და ავტომატიზაცია, რაც თავის მხრივ უფრო ოპერატიულს და ხელმისაწვდომს ხდის მომსაუხრებას ჩვენი მომხმარებლებისთვის
- პერსონალიზებული სერვისი – თითოეულ კლიენტს ინდივიდუალურად ვუდგებით, რათა უზრუნველვყოთ მათი ბიზნესის უნიკალური საჭიროებების დაკმაყოფილება
- კონფიდენციალურობის უმაღლესი ხარისხი – ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვას ადგილობრივი კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
- საერთაშორისო პროექტების გამოცდილება – ჩვენს პორტფელში არის მიმდინარე თუ წარმატებით დასრულებული მრავალი პროექტი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (მათ შორის ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში)
სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის
- ხარჯების შემცირება – სრული განაკვეთის ფინანსური დირექტორის დაქირავება დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან. ჩვენთან თანამშრომლობით მიიღებთ იგივე სერვისს ხელმისაწვდომ ფასად, რომელსაც უზრუნველყოფს არა ერთი, არამედ პროფესიონალთა მთელი გუნდი
- პარტნიორობა – ჩვენ ვხდებით თქვენი გუნდის სანდო პარტნიორი, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული მიზნების მიღწევაზე
- დროითი და ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია – თქვენ შეძლებთ ფოკუსირდეთ თქვენს ძირითად საქმიანობაზე, ხოლო ფინანსურ მართვასთან დაკავშირებულ პროცესებს ჩვენი გუნდი წარმართავს
- სტაბილურობა და ზრდის შესაძლებლობა – ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს ფინანსური მდგრადობის მიღწევასა და ზრდის პოტენციალის რეალიზაციაში
ვის ვემსახურებით
მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ზომის და საქმიანობის ორგანიზაციებისთვის, მათ შორის:
- სტარტაპებისთვის – განვითარებადი კომპანიებისთვის, რომელთაც სჭირდებათ მხარდაჭერა ფინანსური დაგეგმვისა და მართვის კუთხით
- მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის – კომპანიებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ ფინანსური დირექტორის სრულ განაკვეთზე დაქირავებას, თუმცა კრიტიულად საჭიროებენ სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს
- მსხვილი ბიზნესებისთვის – კომპანიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მაღალი დონის ფინანსური ექსპერტიზა, როგორც სტარტეგიული დაგეგმარების, ისე ოპერაციული აღსრულების დონეზე
- ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი კომპანიებისთვის – ორგანიზაციაში რესტრუქტურიზაციის ან/და სხვა ნებისმიერი ტიპის ცვლილების განხორციელებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამართული ფინანსური მენეჯმენტი, რათა თავიდან იქნას არიდებული სხვადასხვა ტიპის საფრთხეები
- კრიზისში მყოფი კომპანიებისთვის – კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობას სწორი ფინანსური დაგეგმვა და მართვა ქმნის
ჩვენი მიდგომა
- დიაგნოსტიკა – ჩვენ უზრუნველვყოფთ დამკვეთის ორგანიზაციული მიზნების შესწავლას, საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას
- დამკვეთზე მორგებული გეგმა – დამკვეთის ორგანიზაციული საჭიროებების და სპეციფიკის შესაბამისად ვქმნით ფინანსური მართვის სტრატეგიას და დეტალურ სამოქმედო გეგმას
- მომსახურების მაღალი ხარისხი – ჩვენ გთავაზობთ თანმიმდევრულ, პროფესიონალურ მომსახურებას, რომელსაც ენდობა მრავალი მცირე, საშუალო თუ მსხვილი ორგანიზაცია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ
- პარტნიორობა – ჩვენ ვხდებით თქვენი გუნდის სანდო პარტნიორი, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული მიზნების მიღწევაზე
- გამჭვირვალობა და ეთიკური სტანდარტები – ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ნდობასა და პასუხისმგებლობას
- მომსახურების უწყვეტი გაუმჯობესება – ჩვენ მუდმივად ვიღებთ უკუკავშირებს მომხმარებლებისგან, ასევე ვახორციელებთ ჩვენს სფეროში მიმდინარე სიახლეებისა და ტენდენციების მონიტორინგს, რათა ჩვენი სერვისები კიდევ უფრო დახვეწილი და დამკვეთების საჭიროებებზე მორგებული გავხადოთ
- მუდმივი მხარდაჭერა და რეპორტინგი – რეგულარული მხარდაჭერა როგორც ექსპერტული რჩევების, ისე კონკრეტულ პროცესებში ჩართულობის სახით, ასევე დამკვეთისთვის რეპორტინგის წარმოება სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ
დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ მეტი იმ სარგებლის შესახებ, რასაც Loialte-სთან თანამშრომლობით მიიღებთ!