
სურსათის უვნებლობა
სურსათის უვნებლობა, პროდუქტციის წარმოება, მცენარეთა დაცვის და ვეტერინარიის სფეროები მუდმივად ექცეოდა სპეციალური რეგულირების არეალში. დასახელებულმა საკითხებმა კიდევ უფო მეტი აქტუალობა შეიძინა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდგომ. ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიიზაციის მიზნით, საქართველომ იკისრა ვალდებულება, ეტაპობრივად შემოიღოს სპეციალური რეგულაციები, რაც უზრუნველყოფს სურსათის, მცენარეთა დაცვის და ვეტერინარიის სფეროებში კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის დაწესებას.
ევროკავშირის დირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა 2015 წლიდან დაიწყო და 2026 წლამდე გაგრძელდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ბიზნეს-ოპერატორებს თანდათან უწევთ ევროპული სტანდარტების რეგულაციების შესრულება. კანონმდებლობაში მუდმივი ცვლილებების შეტანა კი, ბიზნესს არაკომფორტულ მდგომარეობაში აყენებს.
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ცვლილებების პარალელურად, საზედამხედველო ორგანო წელიწადში 13,000-მდე, გეგმიურ და არაგეგმიურ ინსპექტირებას და 7,000-ზე მეტ დოკუმენტურ შემოწმებას ახორციელებს. დარღვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბიზნესი შეიძლება 200-4,000 ლარის ოდენობის დაჯარიმდეს. ბიზნეს-ოპერატორს ასევე შეიძლება მოეთხოვოს პროდუქციის ამოღება/განადგურება ან ბიზნეს საქმიანობის შეჩერება. განმეორებითი სამართალდარღვევისთვის ან მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის ჯარიმის ოდენობამ შეიძლება 10,000 ლარს მიაღწიოს. აღნიშნული სანქციები ბიზნესისთვის შეიძლება განსაკუთრებულად მტკივნეული აღმოჩნდეს.
ლოიალტეს გუნდი მზად არის მომსახურება გაგიწიოთ სურსათის უვნებლობის, მცენარეთა დაცვის და ვეტერინარიის სფეროში არსებულ პრობლემებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით და დაგეხმაროთ საქმიანობის სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის მოყვანაში შემდეგი მიმართულებით:
- ბიზნესის ეკონომიკურ საქმიანობათა რესტრში რეგისტრაციის პროცესში;
- ბიზნეს-ოპერატორად აღიარების პროცესში;
- საწარმოს/კვების ობიექტის/სარეალიზაციო ობიექტის სივრცითი მოწყობის საკითხებში;
- ჰიგიენური, შესბამისობის შეფასების, აღიარების, ვეტერინარული სერტიფიკატების მოპოვების პროცესში;
- პროდუქტის ეტიკტირების და რეალიზაციის სტანდარტის პროცესის შემუშავებაში;
- სურსათის/ცხოველის საკვების განადგურება/უტილიზაციის პროცესის შემუშავებაში;
- ნარჩენების მართვის გეგმის შედგენის შემუშავებაში;
- სპეციალურ რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქონლის (მათ შორის, პესტიციდების აქროგიქიკატების და ვეტერინარული პრეპარატების) რეგისტრაციის პროცესში.
- წარმომადგენლობა სსიპ სურსათის უვნებლობის სააგენტოში მიმდინარე საკითხებზე და ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების მიზნით;
- წარმომადგენლობა სასამართლოში.
სეგმენტები
სურსათი
- კაფე-რესტორნები (სადაც რაღაც სურსათთან დაკავშრებული საქმიანობა ხორციელდება)
- ცხოველური პროდუქტების გადამამუშავებელი და რეალიზატორი საწარმოები
- ხორცის (მათ შორის სასაკლაოები)
- ნახევარფაბრიკატები
- თევზი
- მეფრინველეობა
- კვერცხი
- რძის პროდუქტების ნებისმიერი სახის
გადამამუშავებელი საწარმოებისთვის განსაკუთრებული პირობებია; რეალიზატორებისთვის განსხვავებული რეგულაციებია
- პურ-ფუნთუშეულის საწარმოები
- ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების წარმოება
- ბაზრობები (აქ არის განსხვავებული წესები - ძირითადად აგრარული ბაზრები)
სოფლის მეურნეობა
- იმპორტი და რეალიზაცია (მცენარეთა დაცვასთან და მოვლასთან დაკავშრებული ნებსიმიერი პროდუქტის იმპორტი და რეალიზაცია)
- ცხოველებთან დაკავშირებული - პრეპატარების შემოტანა/რეგისტრაცია
- ცხოველის ქვეყნიდან გაყვანასთან და ქვეყანაში შემოყვანასტან დაკავშირებული საკითხები
ჩვენ გირჩევთ იყოთ პრაქტიკული და მართოთ რისკები გონივრულად!
ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
- +995555091100;+995577279798;+995322060818
- [email protected]