
შრომის უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოება სამეწარმეო საქმიანობის პრიორიტეტული ნაწილს წარმოადგენს და მისი სწორად წარმართვა კომპანიას ეხმარება უზრუნველყოს ჯანსაღი სამუშაო გარემო, მართოს პროცესები სწრაფად და კომფორტულად.
ასევე, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროცესების სწორად წარმართვა დამსაქმებელს საშუალებას აძლევს დაზოგოს ფინანსები, თავიდან აირიდოს იურიდიული სირთულეები, გაზარდოს საოფისე ინვენტარის და დანადგარების საექსპლუატაციო ვადა, შეამციროს სანქცირების რისკები და რაც ყველაზე მთავარია - დაიცვას დასაქმებულთა ჯანმრთელობა.
დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და არაერთი საერთაშორისო აქტით. შრომის უფლება თავის თავში მოიაზრებს დასაქმებულთა უფლებას, უზრუნველყოფილნი იყვნენ მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოთი.
შრომის უფლებების მატერიალური და ინსტიტუციური მექანიზმებით უზრუნველყოფის საკითხები შეადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე საქართველომ იკისრა ვალდებულება დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით, საქართველომ უკვე განახორციელა საკანონმდებლო ცვლილებები და 2019 წლის თებერვალში მიიღო „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი.
საწყის ეტაპზე აღნიშნული კანონის ნორმათა მოქმედება ვრცელდებოდა მხოლოდ იმ საწარმოებზე, რომლებიც ახორციელებენ მომეტებული საფრთხის შემცველ საქმიანობას, ხოლო 2019 წლის 1 სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციები გავრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე, მათ შორის, საოფისე საქმიანობაზე.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო პროცესის უსაფრთხოება უზრუნველყოს მის მიერვე დაქირავებული შრომის ინსპექტორის მეშვეობით, ხოლო შრომით საქმიანობაზე ზედამხედველობას სახელმწიფოს მხრიდან ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახური. სამსახურმა შესაძლებელია დამსაქმებლის ინსპექტირება განახორციელოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე ნებისმიერ დროს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. შემოწმების შედეგები შესაძლოა განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდეს დამსაქმებელი კომპანიისთვის, რადგან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის რეგულაციების დარღვევისთვის შრომის ინსპექტორმა შესაძლოა დამსაქმებლისთვის განსაზღვროს სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები: გაფრთხილება, ჯარიმა ან/და სამუშაო პროცესის შეჩერება. ჯარიმის მაქსიმალური თანხა ერთ ადმინისტრაციულ გადაცდომაზე 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს შეადგენს, რომელიც შესაძლოა დაჯამების პრინციპით ბევრად აღემატებოდეს აღნიშნულ ლიმიტს.
Loialte-ს შრომის უსაფრთხოების მიმართულების პროფესიონალთა გუნდი მზად არის კვალიფიციური მომსახურება გაგიწიოთ და გთავაზობთ:
- მომსახურებას საოფისე საქმიანობისთვის
- მომსახურებას განსაკუთრებით საშიში და მაღალი რისკის შემცველი საქმიანობისთვის
შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განსხვავდება კომპანიის მახასიათებელი სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით, მათ შორისაა საქმიანობის სპეციფიკა, ზომა, თანამშრომელთა რაოდენობა, ადგილმდებარეობა და სხვა.
შეგვიძლია შესასრულებელი სამუშაოები დავყოთ 2 ძირითად ჯგუფად: საოფისე საქმიანობა და განსაკუთრებით საშიში და მაღალი რისკის შემცველი საქმიანობა. ქვემოთ მოცემულია საკითხები, რომელიც აუცილებელია გათვალისწინებული იქნას შრომის უსაფრთხოების თანამშრომლის მიერ (თუმცა ეს ნუსხა არ არის ამომწურავი):
1. მომსახურება საოფისე საქმიანობისთვის
- სამუშაო ადგილთან დაკავშირებული საფრთხეები
- მოსალოდნელი საფრთხეები საოფისე ინვენტარის გამოყენებისას
- სენსორები (კვამლის, გაზის, ჰაერის, განათების, საავარიო გასასვლელის)
- ჰიგიენა და ნარჩენების მართვა
- პერიოდული შემოწმება აღნიშვნით ("ჩექ ლისტი")
- ნარჩენები
- საყოფაცხოვრებო
- ქაღალდი
- საკანცელარიო
2. მომსახურება განსაკუთრებით საშიში და მაღალი რისკის შემცველი საქმიანობისთვის
- სიმაღლეზე მუშაობა
- ხარაჩოები და კიბეები
- აწყობის პროცესში კომპეტენტური ხელმძღვანელის ჩართულობა
- კვირაში ერთხელ დოკუმენტალური კონტროლი
- ხარაჩოზე მუშაობის პროცესში აუცილებელი აღჭურვილობა
- ამწე მოწყობილობები, ასაწევი ობიექტები და დაკიდებული ტვირთი
- სამუშაოები უნდა ხორციელდებოდეს კომპეტენტური პიროვნების ჩართულობით
- ყველა ადამიანი და ხელსაწყო რომელიც მონაწილეობას იღებს ამწე სამუშაოებში უნდა იყოს სერტიფიცირებული
- ყველა სამუშაოსთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს წინასწარ გაწერილი მეთოდოლოგია და რისკების შეფასების დოკუმენტი
- ხარაჩოები და კიბეები
3. დახურულ სივრცეში მუშაობა
- თანამშრომელთა გადამზადება
- საევაკუაციო გეგმა
- დამატებითი სასუნთქი მოწყობილობა
4. მოძრავი მანქანა დანადგარები
- აუცილებელია ლიცენზირებული ოპერატორი
- ლიცენზირებულ ოპერატორთან ერთად კომპანიაში უნდა არსებობდეს გადამზადებული მედროშე ოპერატორი
- მნიშვნელოვანია ადეკვატური განათებული ხელსაწყოები და უკუსვლის ხმოვანი სიგნალი
5. უძრავი მანქანა-დანადგარები
- აუცილებელია აღჭურვილი იყოს მანიშნებლებით (სტიკერი), განსაკუთრებით იმ დეტალებთან, სადაც არსებობს ადამიანის დაზიანების საშიშროება, ზეთის და საპოხი მასალების დაღვრის საშიშროება, ასევე მანიშნებელი გაკრული უნდა იყოს დეტალებთან, საიდანაც მანქანა-დანადგარს მიეწოდება დენის წყარო
- აღჭურვილი უნდა იყოს ავარიული გამომრთველით
- უძრავ მანქანა-დანადგარებს სჭირდებათ პერიოდული შემოწმება
6. ხელსაწყოები (ელექტრო და მექანიკური)
- გამოყენება უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით და დაუშვებელია ნებისმიერი სახით მოდიფიკაცია
- უნდა ხდებოდეს ვიზუალური დათვალიერება ყოველი გამოყენების წინ
- სამუშაო მეთოდოლოგიის დადგენა, რაც გულისხმობს:
- სამუშაოს სრულად აღწერას და სამოქმედო გეგმის დასახვას
- საფრთხეების გამოვლენის და რისკების შეფასების დოკუმენტის ფორმირებას
- პ.დ.ა - პირადი დაცვის აღჭურვილობა (P.P.E. – Personal protective equipment) - პროცედურის ფორმირება
7. სახანძრო უსაფრთხოება
- სენსორები
- ხანძარსაწინააღმდეგო ხელსაწყოების სწორი შერჩევა (ცეცხლმაქრები)
- სწორი და სწრაფი კომუნიკაცია 112-თან
8. მექანიკური საფრთხეები
- მექანიკოსების ჩართულობა
- ავარიული გამთიშველების არსებობა
- ნავთობის და საცხებ/საპოხი მასალების დაღვრის პრევენცია
9. ელექტრო საფრთხეები
- ელექტრიკოსის ჩართულობა
- ავარიული გამთიშველები
- სპეც ცეცხლმაქრების განსაზღვრა
10. ქიმიური დაცვა
- საფრთხეების გამოვლენა
- M.S.D.S
- დაცვის მექანიზმები
11. გარემო
- ჰუმუსოვანი ფენის სწორი მართვა
- გარემო პირობასთან - ფლორა ფაუნასთან ურთიერთობა
- დაუგეგმავი დაღვრები და დაბინძურებები
- ნარჩენების სწორი სეგრეგაცია
12. თანამშრომელთა სწავლებები
- ზოგადი სწავლება
- გეგმიური სწავლება
- არაგეგმიური სწავლება
- წარსული გამოცდილებების გათვალისწინება
- პირველადი დახმარება
13. თანამშრომელთა პრაქტიკული მეცადინეობები
- საევაკუაციო პრაქტიკა
- სახანძრო პრაქტიკა
- ამწე სამუშაოებთან დაკავშირებული პრაქტიკა
- პირველადი დახმარების პრაქტიკა
ჩვენ გირჩევთ იყოთ პრაქტიკული და მართოთ რისკები გონივრულად!
ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
- +995555091100;+995577279798;+995322060818
- [email protected]