HR აუთსორინგი

რას ვაკეთებთ?
HR აუთსორსინგი მოიცავს HR დეპარტამენტის ფუნქციების, კერძოდ ადამიანური კაპიტალის მოძიებასთან, დაქირავებასთან, მართვასთან, შენარჩუნებასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების გარე კომპანიისთვის სრულად ან ნაწილობრივ გადაბარებას. უფრო კონკრეტულად:
- HR სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
- HR ადმინისტრირება და რისკების მართვა
- ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება და იმპლემენტაცია
- თანამდებობრივი ინსტრუქციების ჩამოყალიბება
- კორპორატიული კულტურის განვითარება
- რეკრუტინგი (თანამშრომელთა შერჩევა/დაქირავება)
- თანამშრომლების ონბორდინგის პროცესის შემუშავება და დანერგვა
- შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა
- სამოტივაციო სისტემების შემუშავება და დანერგვა
- დამსაქმებლის ბრენდინგი
- HR კვლევები და ანალიტიკა
Loialte გთავაზობთ ადამიანური კაპიტალის მართვასთან დაკავშირებულ კომპლექსურ HR სერვისებს, რომელიც მორგებულია თქვენი ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებსა და სტრატეგიულ მიზნებზე. ჩვენ გეხმარებით არა მხოლოდ არსებული გამოწვევების გადაჭრაში, არამედ განვითარების გზების დასახვაში. Loialte-სთან თანამშრომლობით, თქვენ მიიღებთ სანდო პარტნიორს, რომელიც იზრუნებს თქვენი გუნდის გაძლიერებასა და ბიზნესის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე.
რა გამოგვარჩევს
ჩვენი მომსახურება გამოირჩევა ინდივიდუალური და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომით, არ გთავაზობთ მხოლოდ სტანდარტულ HR სერვისებს, არამედ ვქმნით ინდივიდუალურ, მომხმარებლისთვის მორგებულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ და გავაძლიეროთ თითოეული ორგანიზაციის უნიკალური პოტენციალი, შევქმნათ წარმატებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო და ხელი შევუწყოთ თანამშრომელთა მოტივაციასა და განვითარებას.
- ბიზნესზე ორიენტირებული HR მიდგომები – ჩვენს მიერ განსაზღვრული HR პროცესები ყოველთვის მიმართულია ბიზნესის ძირითადი მიზნების განხორციელებისკენ, რაც შედეგად განსაზღვრავს ჩვენი მომსახურების წარმატებას
- მოქნილობა მომსახურების პროცესში – დამკვეთ ორგანიზაციებს მომსახურებას ვუწევთ როგორც დისტანციურად, ისე ჰიბრიდულად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია Loialte-ს თანამშრომლის სრულად მივლინება კლიენტის სამუშაო ადგილას
- მომხმარებლებზე ზრუნვა – Loialte-სთან თანამშრომლობით კლიენტები იღებენ საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას. ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
- საერთაშორისო პროექტების გამოცდილება – ჩვენს პორტფელში არის მიმდინარე თუ წარმატებით დასრულებული მრავალი პროექტი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (მათ შორის ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში)
- მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით – საქართველოს რეგიონებში მუშაობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. Loialte 4 ფილიალით წარმოდგენილია თბილისსა და ბათუმში თუმცა პროექტებს ვახორციელებთ საქართველოს ყველა რეგიონში
სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის
- პროფესიონალთა მხარდაჭერა – თქვენ მოგემსახურებათ გუნდი, რომელიც მუდამ საქმის კურსშია თანამედროვე ტენდენციების, ბაზარზე მიმდინარე მოვლენების და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ
- დროითი და ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია – თქვენ შეძლებთ ფოკუსირდეთ თქვენს ძირითად საქმიანობაზე, ხოლო HR პროცესებს ჩვენი გუნდი წარმართავს
- სამართლებრივი და რეპუტაციული რისკების შემცირება – არ მოგიწევთ კანონმდებლობასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დადგომა. ჩვენი გუნდი ზედმიწევნით იცავს ყველა სამართლებრივ ნორმას და რეგულაციას.
- მოქნილობასა და გამჭვირვალობა – ჩვენი მომსახურება მოერგება თქვენს კომპანიაში არსებულ მოცემულობას და უზრუნველყოფილი იქნება საოპერაციო პროცესების ეფექტურობა
- HR ფუნქციის გამართულად ფუნქციონირება – HR აუთსორსინგი უზრუნველყოფს დამკვეთ ორგანიზაციაში HR დეპარტამენტის შეუფერხებელ ფუნქციონირებას შიდა რესურსის მინიმალური გამოყენების პირობებში.
ვის ვემსახურებით?
მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ზომის და საქმიანობის ორგანიზაციებისთვის, მათ შორის:
- სტარტაპები – ახალგაზრდა კომპანიები, რომლებიც ზრდის ეტაპზე არიან და სურთ თავიდანვე შექმნან გამართული HR სისტემები
- მცირე და საშუალო ბიზნესები – რომლებსაც სჭირდებათ კვალიფიციური, მაღალი ხარისხის პროფესიული მხარდაჭერა ორგანიზაციული პროცესების მეტი ეფექტიანობისთვის
- მსხვილი კომპანიები – სადაც, ვამარტივებთ ბიზნესპროცესებს და უზრუნველვყოფთ HR-თან დაკავშირებული დანახარჯების ოპტიმიზაციას
- საერთაშორისო ორგანიზაციები – რომლებსაც, ვთავაზობთ ადგილობრივი ბაზრის თავისებურებებზე მორგებულ HR მომსახურებას
ჩვენი მიდგომა
- დიაგნოსტიკა – ჩვენ უზრუნველვყოფთ დამკვეთის ორგანიზაციული მიზნების შესწავლას, საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას
- დამკვეთზე მორგებული გეგმა – თქვენი ორგანიზაციული საჭიროებების და სპეციფიკის შესაბამისად ვქმნით HR სტრატეგიასა და დეტალურ სამოქმედო გეგმას
- პარტნიორობა – ჩვენ ვხდებით თქვენი გუნდის სანდო პარტნიორი, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული მიზნების მიღწევაზე
- მომსახურების მაღალი ხარისხი – ჩვენ გთავაზობთ თანმიმდევრულ, პროფესიონალურ მომსახურებას, რომელსაც ენდობა მრავალი მცირე, საშუალო თუ მსხვილი ორგანიზაცია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ
- მუდმივი მხარდაჭერა – რეგულარული მხარდაჭერა როგორც ექსპერტული რჩევების, ისე კონკრეტულ პროცესებში ჩართულობის სახით, ასევე დამკვეთისთვის რეპორტინგის წარმოება ორგანიზაციაში HR პროცესების მიმდინარეობის შესახებ
- მომსახურების უწყვეტი გაუმჯობესება – ჩვენ მუდმივად ვიღებთ უკუკავშირებს მომხმარებლებისგან, ასევე ვახორციელებთ ჩვენს სფეროში მიმდინარე სიახლეებისა და ტენდენციების მონიტორინგს, რათა ჩვენი სერვისები კიდევ უფრო დახვეწილი და დამკვეთების საჭიროებებზე მორგებული გავხადოთ
*HR სერვისების მიწოდება მომხმარებლებისთვის Loialte უზრუნველყოფს შვილობილი HRM სააგენტო hiro/ჰირო-ს მეშვეობით.
დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ მეტი იმ სარგებლის შესახებ, რასაც Loialte-სთან თანამშრომლობით მიიღებთ!