ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სერვისები

მიმდინარე საგადასახადო დეკლარაციების აუდიტი

საგადასახადო შემოწმების პროცესში მხარდაჭერა

საგადასახადო დავებში მხარდაჭერა

მთავარი ბუღალტრის მომსახურება

ინვენტარიზაცია

Loialte Strategy

service 1

Loialté Strategy-ის განვითარების კონსალტინგი ორიენტირებულია დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებასა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვეხმარებით საჯარო და კერძო ორგანიზაციებს გამჭვირვალე, პასუხისმგებლიან მმართველობის სისტემების შექმნასა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში, რათა რეგულაციებისა და სტანდარტების დაცვა გახდეს მდგრადი განვითარების საფუძველი.

სექტორები:

  • დემოკრატიული მმართველობა და პოლიტიკის კონსალტინგი – ვეხმარებით საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებს გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემების შექმნასა და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებაში, რაც დემოკრატიული მმართველობისა და ეფექტური პოლიტიკის ფორმირების საფუძველია.
  • ეკონომიკური ზრდისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება – ვქმნით ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი ბაზრის განვითარებასა და ეკონომიკური მდგრადობის განმტკიცებას, რითაც ბიზნეს ორგანიზაციებს  ეძლევათ ახალი შესაძლებლობები გრძელვადიანი ზრდისთვის.
  • ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა – ვეხმარებით ორგანიზაციებს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციასა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვაში, რითაც ვზრდით ორგანიზაციების ოპერაციულ ეფექტურობასა და კონკურენტუნარიანობას.
  • მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება – ვნერგავთ ეკოლოგიური, სოციალური და მმართველობითი (ESG) პრინციპებზე დაფუძნებულ სტრატეგიებს, რაც ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს იმუშაონ პასუხისმგებლიან გარემოში და მოახდინონ დადებითი სოციალურ-ეკოლოგიური გავლენა.
  • ვაჭრობა და ბაზრებზე წვდომა – ხელს ვუწყობთ გლობალური ვაჭრობის სტრატეგიის შემუშავებასა და ახალი ბაზრების ათვისებას, რითაც ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ გააფართოვონ ექსპორტი, განამტკიცონ საერთაშორისო თანამშრომლობა და შექმნან ეკონომიკური ზრდის ახალი პერსპექტივები.

რა გამოგვარჩევს

  • სისტემური და მრავალმხრივი მიდგომა – ვმუშაობთ ბიზნესისა და საჯარო სექტორის საჭიროებების გათვალისწინებით, რაც კომპლექსური გადაწყვეტილებების შემუშავების საშუალებას გვაძლევს.
  • მდგრადი ეკონომიკური და მმართველობითი განვითარების მხარდაჭერა – კერძო და საჯარო სექტორს ვთავაზობთ სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზაციების ოპტიმიზაციასა და მდგრადი ზრდის შესაძლებლობების გნვითარებას.
  • ინოვაციური და მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა – ვეყრდნობით ბაზრის კვლევასა და მონაცემთა ანალიზს, რათა ორგანიზაციებმა მიიღონ საჭიროებაზე დაფუძნებული ეფექტიანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებები.
  • მოქმედი კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრაცია – ვეხმარებით ორგანიზაციებს რეგულაციების დანერგვა, დაცვასა და საერთაშორისო პრაქტიკების გამოყენებაში, რაც ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას.
  • საერთაშორისო გამოცდილება და ლოკალური ცოდნა – ვმუშაობთ გლობალური პრაქტიკისა და ადგილობრივი რეალობის გათვალისწინებით, რათა ჩვენს მომხმარებლებს პრაქტიკაზე ორიენტირებული მაქსიმალური ღირებულება შევთავაზოთ.

ვის ვემსახურებით

  • სახელმწიფო უწყებებს, რომლებსაც სჭირდებათ საჯარო მმართველობის გაუმჯობესება და პოლიტიკის ფორმირებაში მხარდაჭერა.
  • საშუალო და მსხვილ ბიზნესებს, რომლებიც სტრატეგიული განვითარების და ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში არიან.
  • ინვესტორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროექტებზე მუშაობენ.
  • არასამთავრობო ორგანიზაციებს (NGO-ებს), რომლებიც საჯარო მმართველობის და სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით საქმიანობენ.
  • კომპანიებს, რომლებიც ESG და მდგრადი განვითარების სტრატეგიებს ნერგავენ.

ჩვენი მიდგომა

  • სტრატეგიული დიაგნოსტიკა და ანალიზი – ვაფასებთ გარემოსა და ორგანიზაციაში არსებულ მდგომარეობას და ვაიდენტიფიცირებთ ცვლილებების საჭიროებას.
  • მმართველობის სისტემების ოპტიმიზაცია – ვეხმარებით ორგანიზაციებს შიდა სისტემების გაუმჯობესებაში, მმართველობითი პროცესების ანგარიშვალდებულებებისა და გამჭვირვალობს გაზრდაში.
  • ბაზრის და ეკონომიკური გარემოს კვლევა – ვაანალიზებთ ეკონომიკურ და ბიზნეს ტენდენციებს, რათა შევქმნათ ძლიერი და მდგრადი განვითარების სტრატეგიები.
  • ციფრული და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის სტრატეგიების იმპლემენტაცია – ვეხმარებით ბიზნესებს ტექნოლოგიურ პროგრესთან ადაპტაციაში ოპერაციული და ფინანსური ოპტიმიზაციისთვის.
  • შედეგების მუდმივი მონიტორინგი და განვითარების მხარდაჭერა – ვაფასებთ დამდგარ შედეგებს და ორგანიზაციებს ვთავაზობთ შესაბამის საჭირო ცვლილებებს.

სარგებელი 

  • საჯარო მმართველობის პროცესების გაუმჯობესება
  • მდგრადი ეკონომიკური ზრდა
  • ციფრული ტრანსფორმაციის და ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობა
  • ინვესტიციების მოზიდვის და ვაჭრობის გაფართოების შესაძლებლობების გაძლიერება
  • ორგანიზაციის პროცესების გაუმჯობესება ESG და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანით

დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ, როგორ შეგვიძლია თქვენი ორგანიზაციის განვითარება