დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
ბიზნეს გეგმა არის თქვენი ბიზნესის შექმნის, განვითარების ან ახალი პროექტის დაწყების სტრატეგიული გზამკვლევი. პროფესიონალურად მომზადებული ბიზნეს გეგმა უზრუნველყოფს ბიზნესის/პროექტის დაწყებასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციას, ოპტიმალურ დანახარჯებს, საოპერაციო გამართულობას და სამიზნე მომგებიანობის მაღალ ალბათობას. ასევე, გამართული ბიზნეს გეგმა დაგეხმარებათ ინვესტიციის მოძიებისა და მოზიდვის პროცესში.
Loialté გთავაზობთ ბიზნეს გეგმის მომზადების სრულ სერვისს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი იდეის წარმატებულ ბიზნესად გარდაქმნაში. Loialté-ს გამოცდილ გუნდს გააჩნია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბიზნეს გარემოს სიღრმისეული ცოდნა, რაც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ინდივიდუალურად მორგებული ბიზნეს გეგმები, გათვლილი კონკრეტული სექტორის თავისებურებებზე, ბაზრის ტენდენციებზე და ოპერაციულ რეალობაზე.
Loialté-ს ბიზნეს გეგმის მომზადების სერვისი გულისხმობს კომპლექსურ, ინდუსტრიაზე მორგებულ მიდგომას, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ბიზნეს იდეის ყოვლისმომცველ ანალიზს და მკაფიო სამოქმედო გეგმის შემუშავებას. სერვისი მოიცავს:
ჩვენი სერვისი განკუთვნილია ნებისმიერი დამწყები თუ უკვე არსებული ბიზნესისთვის, რომელიც გეგმავს ახალი ბიზნესის დაწყებას, ბიზნეს მიმართულების ან პროექტის განხორციელებას. განსაკუთრებით სასარგებლოა ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული დოკუმენტი ინვესტიციების მოსაზიდად ან შიდა სტრატეგიული დაგეგმვისთვის.
ჩვენი მიდგომა არის ინდუსტრიაზე მორგებული, რაც ნიშნავს, რომ თითოეული გეგმა უნიკალურია და მაქსიმალურად ითვალისწინებს კონკრეტული ინდუსტრიის თავისებურებებს, შესაძლებლობებსა და საფრთხეებს. ჩვენი პროფესიონალური პრეზენტაცია ზრდის ნდობას ინვესტორებში.
ბიზნეს გეგმის მომზადების დრო დამოკიდებულია პროექტის სირთულესა და მოცულობაზე. საწყისი კონსულტაციის შემდეგ, ჩვენ ვადგენთ დეტალურ ვადებს, რომელიც მოიცავს მონაცემების ანალიზს, სტრატეგიის შემუშავებას, ფინანსურ დაგეგმვასა და საბოლოო პრეზენტაციას.
დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენი მომსახურების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია 3-5 წელზე გათვლილი სრული ფინანსური გეგმის შემუშავება, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო ფინანსურ უწყისს (ბალანსი, მოგება-ზარალი, Cash Flow) და საინვესტიციო ანალიზს.
დიახ. Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
Developed By Web Features 2026 All Rights Reserved